ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2013


*****

მომაკითხა ნაცნობმა სევდამ,
მთვარისხელამ, დიდმა,
(მეფეთა საჩუქარია სწორედ.)
მომაკითხა და თვალები ცრემლით ამივსო.
სულ სხვა ცრემლია, სხვანაირი,
არა ჰგავს არცერთს.
უფრო შიგნიდან მოდის, უფრო სიღრმიდან, 
უფრო სათუთია,  უფრო  კამკამა.
ძვალსა და რბილში ატანს ტკივილი,
ტკივილი სიხარულის თან  სინანულისა.
სიხარულის, რადგან უფალი გავიცანი,
სინანულის, რადგან აქამდე არ ვიცნობდი.
ამოდის, ამოდის გამოულევლად
ცრემლი სიღრმიდან  და
თვალთაგან გადმოდინდება.
აი, ასე კეთდება ჩემს სულში ჭა.
გული მტკივა, საშინლად მტკივა.
ვუძლებ ამ ტკივილს,
მიყვარს ეს ტკივილი და მიხარია!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები