ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2013


გაუცხოება

ვერ ვცნობ მე ამ სამყაროს, ღმერთის ნიღაბს რომ მოჰგავს,
ვცდილობ რომ ამოვიცნო, მაგრამ თვალი მღალატობს.
და დღითიდღე მკვეთრად ვგრძნობ, ამქვეყნიურ ობლობას,
როცა ასე მარტო ვარ: ისე, როგორც არასდროს.

თვალები კი, თვალები, ვერ ხედავენ მიღმიერს,
საიდანაც უფალი, ცხადად მხედავს მარადჟამ.
როცა სული – ობოლი, იმ ზეცისკენ მიიწევს,
ღრუბლები რომ უჩინა, ამ სამყარომ დარაჯად.

აღარც მე აღარ მიკვირს ჩემი გაუცხოება
და უცხოთა თვალებში, ჩემს ანარეკლს არ ვეძებ.
როგორც წყნარ ტბას, ზეციდან, მთვარის სახე მოება,
მეც ასე ვარ მიბმული, მუდამ აღმოსავლეთზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები