ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2013


მე და წარმოსახვა ჩემი...

მოჰგავს მოგონება ტკბილ-მწარე ქონებას,
როგორც ეს ფიქრები ისხარს.
ახლა ყოფის ვალი სულ არ მეგონება,
ჯიბეს დამატყდება რისხვად...
ზოგჯერ სად მივდივარ, ვერ ხვდება ვერავინ,
(თუმცა, არ წავსულვარ არსად...)
ჩემს მელანქოლიას გაუშრა მელანი,
როგორც მე სიცხისგან სასა...
რომ მშველის კი ვიცი, ეს წარმოსახვითი
მალაყი, ირაო, რბოლა.
ვიცი, ვინცა ვარ და ვბრძანდები რა ღვითოც,
თავს თვითონ ვუკითხავ მორალს...
ვმკურნალობ სიტყვით და ცხელ-ცხელი სტრიქონით,
ცხელ ლექსებს აბებად ვყლაპავ.
კარგსაც და ცუდსაც ერთბაშად ვიგონებ,
სანამ ხსოვნა მინთებს ლამპას...
თეთრს და შავს ერთმანეთს ზოლებად ვუხამებ,
მერე ერთ-ერთ ზოლზე ვრჩები.
გრძნობის უზღვაობა და თანაც მუხლამდე,
მე და წარმოსახვა ჩემი...
            06.01.13





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები