 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 7 იანვარი, 2013 |
გამარჯობათ! უცნაური რამ შემემთხვა, არ მინდოდა მომეყოლა მაგრამ არ შემიძლია დავმალო,არააა!... გამიგეთ!
დაახლოებით ერთი თვის წინ, დილით,ახლად გაღვიძებულს, როცა ვიწექი და ჭერს ვუყურებდი, კარზე ვიღაცამ მოკრძალებულად დამიკაკუნა... მე ამ დროს უაღრეს გაჭირვებას განვიცდიდი (ანუ არ მქონდა სამსახური, სახლში დენი მქონდა გამორთული და ასე შემდეგ) ჰო და ავდექი, ავდექი საწოლიდან, ჩუქჩების იურტას რომ გავდა, ძლივს გადავყარე 2 საბანი, 4 პალტო და კარისკენ წავედი, არეული ნაბიჯით (თან მაკანკალებდა სიცივისაგან)
კარი მელოდიური ჭრიალით გაიღო....კართან ვიღაც ძალიან ნაცნობი, რატომღაც საშინლად ნაცნობი იდგა, მძიმედ სუნთქავდა, მხარზე ტომარა მოეგდო და მიღიმოდა.
----აჰა, ჯერ ეს იყოს და მეორეს ახლავე მოვიტან, შენ არ ინერვიულო, გენაცვალე, დაიცა.... თქვა მან აშკარად რუსული აქცენტით
დავიბენი, მერე მივიხედ-მოვიხედე, ტომარა ძლივს შევათრიე გაყინულ სახლში და კედელთან ავაყუდე.
სანამ ვაანალიზებდი რა ხდებოდა, ( ანუ მეძინა ისევ თუ ცხადში ხდებოდა ეს) მეორედაც დააკაკუნეს, მე ტომარას ვუყურებდი დაჭყეტილი თვალებით ამ დროს და გახსნას ჯერ ვერ ვბედავდი, მამაკაცმა ქოშინით ჩამოიღო მხრიდან მეორე, უფრო მოზრდილი ტომარა, ფეხებთან დამიგდო და კიბეზე კვნესით ჩავიდა, თან რაღაცას ბუტბუტებდა, თითქოს "ბოდიში, მეტი ვერ მოვიტანეო?"(ვერ დავადასტურებ)
--ჰეი! ვინ ხარ! --ჩავძახე ქვემოთ და არც კი შემხმიანებია, ისე გაქრა.
შემოვედი, ხელები დავიორთქლე, ტომარა გავხსენი და გული გამიხდა ცუდად! ტომარა ,(პირველიც) სულ ფულით იყო სავსე! ისე მჭიდროდ რომ ,ეტყობოდა ფეხით სტენიდნენ! მეორადების ტანსაცმელივით იყო დაპრესილი! ევრო და დოლარი ერთმანეთს ცვლიდა! იმ კეთილისმყოფელს ლარებიც არ დავიწყებოდა! ისინიც უხვად ერია ფულის გროვაში!
ერთი კვირა გული მტკიოდა, ვერ ვჭამდი, მაღებინებდა ნერვიულობისგან და მეშინოდა..არ მეძინა! მერე როგორღაც გავბედე და გარეთ გამოვედი, მეზობელი შემხვდა, ისიც ცუდად გამოიყურებოდა, --ჯემალ. როგორ ხარ, რა გჭირს, რას გამწვანებულხარ მეთქი, ვკითხე ძალაწართმეული ხმით და მომიყვა ! თურმე მისთვისაც მიუტანიათ ორი ტომარა ფული! წარმოგიდგენიათ?
---ვინ იყო?? მერე ვინ იყო ეს კაცი? თითქოს სადღაც მინახავს! ..მითხარი......-----ვკითხე ჩურჩულით თვალებგაფართოებულმა, მერე დასუსტებულს ძალა აღარ მეყო და კიბეზე ჩავიკეცე.
მან გადმომხედა, ჩაიღიმა, თვალები დახარა, მერე ზეცისკენ აღაპყრო ( ზეცისკენ კი არა, სადარბაზოს ჩამონგრეული ჭერისაკენ ) მხარზე ხელი დამადო და საყვედურნარევი , მაგრამ ტკბილი ხმით მითხრა:
---ბიძინა იყო, ბიძინა! ჩვენი მამა და მარჩენალი! ჩვენი ოცნებების აღმსრულებელი! ჩვენი მიწიერი ღმერთი! დაილოცოს მისი სახელი! როგორ ვერ იცანი?...
მე გული შემიქანდა და....მხოლოდ საავადმყოფოში მოვედი აზრზე.
სერგეი ნეველი. 06.01.2013.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გამეცინა...:) გამეცინა...:)
4. თვითონ ამოიტანა კაცო :)))))))))))) პატივი უცია რა გინდა,არადა ჩემთან სხვას გამოატანა და არ მივიღე :D:D:D თვითონ ამოიტანა კაცო :)))))))))))) პატივი უცია რა გინდა,არადა ჩემთან სხვას გამოატანა და არ მივიღე :D:D:D
3. :D ძალიანაც მომეწონა,ჟანრი ირონიულიც უნდა არსებობდეს :D ძალიანაც მომეწონა,ჟანრი ირონიულიც უნდა არსებობდეს
2. სანელებლები აკლია:) გილოცავ.. სანელებლები აკლია:) გილოცავ..
1. უნდა გეცნო!:))
არ მომეწონა ისე, ახლა, ეს, მე:))
საოც(ნ)რებაა, რაა:) უნდა გეცნო!:))
არ მომეწონა ისე, ახლა, ეს, მე:))
საოც(ნ)რებაა, რაა:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|