ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2013


ჩავლა


                                    (ციკლიდან : ,,ნათავედი“)


პალმა,
ბამბუკი,
ციტრუსები,
მწვანე ნარბილი.
ნარბილზე - ვარდი.
ვარდი  - ერთი,
თეთრი,
მაღალი,
უცხო ხეხილიც - ერთი-ორი.
ტბორი
და ტბორში -
წყალმცენარეებს ეხლართვიან ოქროს თევზები
და  მზის სხივებში სხმარტალებენ,
ჰაერში ხტიან.
და ნესტოები უთრთის ნიავს...

შენ - ჩაიარე!

არაფერი,
სხვა - არაფერი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები