ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2013


ჩვენ ერთნაირად გვიყვარდა თოვა

ჩვენ ერთნაირად გვიყვარდა თოვა,
მერე შენ სადღაც თოვლივით გაქრი.
დამთბარი ქარი, თებერვლის ბოლოს,
უცნაურია, მაგრამ ძაღლივით
დაკეტილ კართან გელოდებოდა.

გიყვარდა წვიმა, წვიმა - გიჟია,
შენც აივნიდან საგულდაგულოდ,
ხელისგულებით წვეთებს იჭერდი,
გადავარჩენო ასე გეგონა…

ახლა პირიქით და იმედები,
წყალში ჩაგდებულ ბადეს გაგონებს
და მეც ბოლო დროს ცრემლები მახრჩობს,
რომ წახვედი და თოვლივით გაქრი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები