 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 13 იანვარი, 2013 |
გასაოცარი შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ, 11 საათზე, გრინვიჩის დროით, ინგლისში.
ლონდონში, "ვესთ ენდი"-ს რაიონში, საკანალიზაციო მილის გახეთქვის შემდეგ გამოძახებულმა სპეციალურმა სამსახურმა უნიკალური ნივთი აღმოაჩინა.
სამწუხაროდ ნივთი დაზიანებული იყო და ის წარმოადგენდა სავარაუდოდ წიგნის ფრაგმენტს, წინასწარი კვლევების შედეგად დადასტურდა რომ ეს ხელნაწერი შექსპირს ეკუთვნის.
ასევე გაირკვა და ვერ მოიძია ტექსტის კოპია, ასე რომ აქამდე უცნობი სონეტის თავისუფალ თარგმანს შემოგთავაზებთ:
...................................................................................
რად აგაღელვა, ჩემო კარგო, ჩემმა პასუხმა?
დაპირებები უხვად გაეც, არ დაგენანა,
არ იკარგება ქვეყნად ფული, ტრიალებს მხოლოდ
შენც იტრიალებ მალე, გულწასული, მოგხვდება დანა,
სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,
და დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,
ბევრმა გაჩუქა " სიყვარული" დაუფარავი
მაგრამ შენ ფული ხომ არავის გაუნაწილე!
დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი,
თითქოს გახარებს ახლა შენი ხალხის გოდება!
გინდა დალეწო სილამაზის წმინდა ტაძარი,
შენი მარჯვენით განახლებას რომ ელოდება....
მაგრამ, გონს მოდი! ხალხი შენი სამტრო რად არი?
სიძულვილი თუ არ განაგდე, ცოდვას დაიდებ,
და თუმც სახე გაქვს შესაზარი, "ზეზვას" მაგვარი,
სხვა თუ არა და....შენი თავი მაინც დაინდე!.....
სერგეი ნეველი.12.01.2013.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მაგ პატარა ვერ-იუმორისტულ შესავალს თუ მოაშორებთ და რიტმსაც ჩაასწორებთ (მეოთხე ხაზში) შეიძლება მომეწონოს.
მაგ პატარა ვერ-იუმორისტულ შესავალს თუ მოაშორებთ და რიტმსაც ჩაასწორებთ (მეოთხე ხაზში) შეიძლება მომეწონოს.
6. მაგ პატარა ვერ-იუმორისტულ შესავალს თუ მოაშორებთ და რიტმსაც ჩაასწორებთ (მეოთხე ხაზში) შეიძლება მომეწონოს.
მაგ პატარა ვერ-იუმორისტულ შესავალს თუ მოაშორებთ და რიტმსაც ჩაასწორებთ (მეოთხე ხაზში) შეიძლება მომეწონოს.
5. სულ მაგისტანა "კოპიები" გეპოვნოს პიცერიაში.
5 სულ მაგისტანა "კოპიები" გეპოვნოს პიცერიაში.
5
4. მე გამეცინა...:) იმდენად ორიგინალური შემოთავაზებაა... მე გამეცინა...:) იმდენად ორიგინალური შემოთავაზებაა...
3. შეიძლება იმიტომ არ გამეცინა, რომ ხასიათზე ვერ ვარ. შეიძლება იმიტომ, რომ მეათე სონეტის ძალიან კარგად წაკითხული ვერსია მაქვს მოსმენილი. შეიძლება იმიტომ არ გამეცინა, რომ ხასიათზე ვერ ვარ. შეიძლება იმიტომ, რომ მეათე სონეტის ძალიან კარგად წაკითხული ვერსია მაქვს მოსმენილი.
1. ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4
:))))))))))) სარკაზმი კარგად გამოგდის ;) ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4
:))))))))))) სარკაზმი კარგად გამოგდის ;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|