ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2013


***

***
მამის სიცილი
ელვას გახსენებს
დედისა-ვარსკვლავებს.

***
თვალების სიღრმეში
აუმღვრეველი ბინდის მიღმა
ნათება უცნაური...

***
მაგრამ ხშირად ვერ შეგიმჩნევია
ნათება უთქმელი სიტყვებისა
ნათქვამი სიტყვების ჩრდილში.

***
საკრავი დუმს
სიმებს ერთმანეთის
მუსიკა ესიზმრებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები