ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2013


ექსპრომტი

***
ყოველ წელს მიმიხარია,
სული წინ მისწრებს ფშავშია.
იქ სულ სხვაგვარად ვლაღდები,
ჩემ ლამაზ ეზო-კარშია.
უხდება იქაურობას
შინდ-ასკილების არშია,
იქ ჰაერითაც ვნაყრდები,
არც მწყურია და არც მშია.
სუ ფშავის წყალ-მიწას ვლოცავ
ქალი გაზრდილი ბარშია.
                                              თოლიგე


სანთლით გვყვან რძლები ნარჩევი
კოლხი ქალების ჯარშია...   
                                                მარიამ ხუცურაული  (სანათა)

ვარდია გამორჩეული,
ეკალშია და ნარშია:)       
                                                ფხოველი ფხოველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები