ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2013


ვარ ქართველობის ჭირისუფალი

... და გამომგლიჯეს ხელიდან გაგრა,
მაინც ვერ მომჭრეს ძირში მარჯვენა,
თუმც ერის შუქი დიდების ჩაქრა,
ვიწვი მერმისის გადასარჩენად.
თუმც შემიბღალეს სარწმუნოება,
არ დამკარგვია უფლის იმედი,
გული არასდროს დაემონება
მას-ვინც წამართვა მიწა მცირედიც.
დავალ... დავდივარ რწმენით ამქვეყნად,
თვით საქართველო მიფეთქავს მკერდში,
მე ვენაცვალე იმის მარჯვენას,
ვინც ააშენა ილორი ჩვენში.
ვარ ქართველობის ჭირისუფალი,
წამლად ვედები ერის იარებს,
არ მიგვატოვებს თუკი უფალი,
დრო ვერასოდეს გაგვატიალებს.
დღეს თუ ''აისი“ აღარ აისობს,
მოვა ჟამი და გვიხსნის გამჩენი,
მე წავალ, მაგრამ სამარადისოდ
შთამომავლობის გულში დავრჩები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები