ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2013


ღამე საბედისწერო, თუმცა კი გამარჯვება

"და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა".
                                                              შოთა ნიშნიანიძე

".... მან კი საუკუნო საგზალი დაგვიტოვა."
                                              გიორგი შატბერაშვილი

"... ეს ბერმანის შედევრია, იმ ღამეს დახატა, როცა
უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდა".
                                                        ო, ჰენრი

მე ვიხსენებ ო, ჰენრის მიერ ამბავს მოყოლილს
ერთ მოთხრობას, რომელიც მარადისად დარჩება,
უსურვაზის ფოთოლი, უსურვაზის ფოთოლი,
ღამე საბედისწერო, თუმცა კი გამარჯვება.
ერთიღა შეარჩინა ქარიშხალმა საბრალოს
თითო-თითოდ ცვიოდა უსურვაზის ფოთლები,
რა იქნება განგებამ ჯონსს ცხოვრება აცალოს,
დაუკარგავს იმედი რახანია მორჩენის.
ბედი იმ ერთ უსუსურ მოცახცახეს მიანდო
კენტადმყოფის ელოდა ქარისაგან მოწყვეტას
და მეც იმ ქვეყანაში სწორედ მაშინ მივალო,
როცა ეს უმკაცრესი განაჩენი მოხდება.
ჰოდა, ახლა მხცოვანი არაფრით აარიდებს
თავს განსაცდელს, მიჰყვება შემოქმედის ის ნებას,
საწოლს მიჯაჭულისთვის გულდამწვარი ჩაიდენს
იმას, რითაც მხატვარი ნათლით შეიმოსება.
გარეთ დაუნდობელი, სასტიკი გრიგალია
უსურვაზის ფოთოლი დაუხატავს კედელზე,
სიბერეში ბერმანი რაღას უნდა ეძებდეს,
ის არ ეძებს, ჩათვალა, რომ ეს მისი ვალია.

პნევმონიით მოხუცმა ასე დახუჭა თვალი,
ეს მოთხრობა მკითხველისთვის -------- საუკუნო საგზალი.

                                                                                      2012


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები