ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2013


მიტევება

„ა (შერ) - იმრუშა თავის ძმის ცოლთან,
შ (ალუმ) - ცრუ ფიცით იფიცა,
ე (ლედ) - ხელი აღმართა საკუთარ მამაზე, 
ა (მარიჰ) - სოდომის ცოდვით შესცოდა,
ი (ოელ) - კერპებს თაყვანის სცემდა.
სწერდა მიწაზე იესოს თითი.“


განთიადია, ზეთისხილის მთას
მზის სხივი ხვდება,
ფარისეველნო, მწიგნობარნო,
თქვით, რაჲ ხდება?
დაგიპყრობიათ ქალი ცხადად
მრუშებას ზედა,
ვინ იცი, არის ვინმეს ცოლი,
ან იქნებ დედა.
მოსემ გვამცნობა სჯულსა შინა
დაკრება ქვათა...
თავდადრეკილი დედაკაცი
დგას შორის მათთა.
იესო ქედს ხრის მდუმარებით,
არარას უბნობს
და დასასჯელად არ იმეტებს
ქალს მრუშს და უცნობს,
თითით მიწაზე რაღაცას სწერს
და აი, თქმაჲ:
ვინც უცოდველ არს თქვენთაგანი
ესროლოს ქვაჲ!
ვითარცა ესმათ მხილებულებს
გაბრუნდნენ შორი,
დაშთა იესო, დედაკაცი,
მარტოჲ ორი.
-ხედავ? არავინ განგიკითხა,
არცა მე ოდნავ,
წარვედ მშვიდობით,
ამის მერე ნუღარა სცოდავ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები