| ავტორი: ბერი18 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 22 იანვარი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
რასაც ეხლა ვწერ, არასოდეს დაწერილა ამ საიტზე და არც ის ვიცი, რომელ ჟანრს მივაკუთნო. ხშირად წააწყდებით აქ ასეთ შეფასებებს: კარგია, გენიალურია, შედევრია, არ ვარგა, პოეზია არაა ეს, ლექსად ვერ აღვიქვი,შეფასება 0, სუსტია, ბუნდოვანია, გაუგებარია, სისულელეა....ნუ უფრო უარესებზე არაფერს ვიტყვი....
-უმეტესად ნაცნობები ასხამენ ერთმანეთს ხოტბას. ხოტბას რათქმაუნდა საპასუხო მხრიდანაც ხოტბა და დაფნის გვირგვინი მოჰყვება, თანაც ისეთ "შედევრებზე" თავიდან მეგონა ერთმანეთს აშაყირებენ, მერე მეგონა ჩვენ გვაშაყირებენ მკითხველებს, თუმცა მივხვდი ბოლოს, სრულიად სერიოზულობით ერთმანეთის "ხიბლში" ჩაგდებით არიან დაკავებულნი.
თუმცა, ეხლა მინდა მხოლოდ უარყოფით შემფასებებზე გესაუბროთ, რომლებიც არასოდეს უხსნიან ავტორს რა არ მოწონთ, რატო, ან რა არის არასწორი, შესაცვლელი, არც ავტორის აზრს კითხულობენ, რა იგულისხმა, ამა თუ იმ მომენტში და არც მისი ახსნას განმარტება აინტერესებთ.
ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც ქართულ ცეკვაზე კონკრეტულად "დაის"-ზე დავწერე ლექსი. ერთმა მოცეკვავე გოგონამ დააკომენტა "საერთოდ ვერ დავინახე ქართული ცეკვაო" , მეორემ გესლი არ დააკლო იქნებ " ტაეკვანტოა" სულაცო? არც არავის უკითხავს ამეხსნა რას ვწერდი ან რას ვგულისხმობდი.
ამიტომაც ამ ლექსის პატარა ნაწილი შევარჩიე, რომ დაგანახოთ ავტორისეული ხედვა , როგორი შეიძლება იყოს, რომელსაც უმრავლესობა ვერ ხედავს.
ერთი ილეთი მახსოვს ამ ქართული ცეკვის ფინალიდან ( რომელიც რატომღაც ამოღებულია დღეს) წყვილი ხელების მაღლა აწევით ერთმანეთ გადააჭდობს და ხდება უკან ტრიალი. ბევრი ვეძიე ამ ილეთის სახელი გამეგო, ვერავინ გაიხსენა, ბოლოს ერთმა ქორეოგრაფმა მითხრა "დოზადო" ქვიაო. ჩემთვის უძვირფასე ქალბატონ იამზე დოლაბერიძეს ვკითხე, რატომ იქნა ამოღებული ეს ეპიზოდი მეთქი და მიპასუხა , ეს ინდივიდუალურად ქორეოგრაფი წყვიტავსო, ვთხოვე იქნებ აღვადგინოთ ეს ნაწილი და დამპირდა კიდეც.
მკითხავთ რა საჭიროა, რაღაც დეტალზე ასეთი ყურადღების გამახვილებაო....ქართული ცეკვა ისედაც მდიდარია.... და ასეთების...
ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა: ქვაზე წერილი, მონასტრებზე, რომელიც ქვაზე კვეთა, ჩუქურთმა ქვია. ნახატი, ხატი, რომელსაც ფერით წერილს ვუწოდებთ "ფერწერა" ზეპირი წერილი, რომელსაც ზეპირსიყტვიერებას ვუწოდებთ ხალხური. და სხეულით წერილი ,ანუ ცეკვა. ამიტომ ყოველი დეტალი აუცილებელად გასაფრთხილებელია და რადგანაც წერილია რაღაცას უნდა ნიშნავდეს.
მინდა აგიხსნათ რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს ამ დეტალს ამ ცეკვაში. ლექსის პატარა ნაწილის განვიხილავ მხოლოდ: მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად, ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად.
წყვილის ურთიერთობა როგორც ვიცით წესით ჯვრისწერით მთავრდება, სწორედაც ცეკვის ბოლოს წყვილის ხელის გადაჯვარედინება ხდება , რომლითაც ანდრიას ჯვარი X გამოისახება, თანაც უსასრულობის ნიშანს გავს, მიმართულს ხელებით ცისკენ და სხეულით მიწისკენ, თუმცა უსასრულობის ნიშანი ამ შემთხვევაში არასრულია, რადგანაც ადამიანი მოკვდავია. აი სწორედაც ეგ ვიგულისხმე როცა ვთქვი: "ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას" თანაც თუ დააკვირდებით, თვითეული მეწყვილე ცალი ხელის გაწვდით გავს Y(იგრეკი) ანუ გვაქვს ორი Y Y ხოლო მათი ხელების შეხებით ვღებულობთ X(იქსს). კაცის და ქალის ურთიერთობაში რას ნიშნავს X და Y თუ ვერ ხვდებით გეტყვით, მათ გარეშე არ ხდება დაბადება , ანუ X და Y ხრომოსომებზე მაქვს საუბარი. ამიტომაც ვთქვი: " გადაიქცევა ორნი ერთ არსად". ანუ მათი შეწყვილებით ,ხდება დაბადება. დამთხვევა ინტერპრეტაციაა იტყვით... თანაც როგორი.... მე გპასუხობთ ეხლა ამავე მდგომარეობაში რომ დატრიალდებიან ცეკვის დროს თუ ხვდებით რა მიიღება? წადი იხ. ნახე დ.ნ.მ.-ის აგებულობა. ისე, არა ურწმუნო თომების გასაგონად გეტყვით, ჩემი ინტერპრეტაციით, გადაჯვარედინებული ხელის X ტრიალით,(ხელით უფრო კარგად ჩანს, რადგანაც იდაყვის სახსრიდან ზევით მტევანამდე ორჯერ მეტია, ვიდრე იდაყვიდან იღლიამდე, ამიტომ უფრო ზუსტად გამოისახება თასი) წინაპარი გრაალის თასს გამოსახავდა, უკვდავებას გამოსახავდა.
მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად, ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად. სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი? ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს!
მეტი როგორღა მივახვედრო მკითხველი რომ ეს ცეკვა სიცოცხლეს ხატავს. ვიღაცა კი ტაეკვანდოაო... მიფასებს, თვითონ არის ტაეკვანდო. აი ეს არის სხეულით წერილი რომელიც წინაპარმა დაგვიტოვა, მას წაკითხვა და გაფრთხილება უნდა. ამოტომ ავტორისეულ ხედვას მიაქციეთ ყურადღება ,თორემ ეგრე, პიასო მდღაპნელი გეგონებათ, ნიკალას შემოქმედება- ბავშვის ნახატი, კუბისტები და იმპრესიონისტები კი მალიარები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. მე კი პირიქითაც შევნიშნე,აქ ისეთ პოსტებს აპლიუსებენ და მოწონთ რომ საერთოდ ვერ გაიგებ რა შუაშია პოეზია. (მე რატომღაც მგონია რომ ყველა სიტყვას რაც გარითმულია პოეზია არაა,და არც კონკრეტული ამბის თხრობა არაა პოეზია,გრამ ემოციასაც კი რომ არ გიტოვებს) მე კი პირიქითაც შევნიშნე,აქ ისეთ პოსტებს აპლიუსებენ და მოწონთ რომ საერთოდ ვერ გაიგებ რა შუაშია პოეზია. (მე რატომღაც მგონია რომ ყველა სიტყვას რაც გარითმულია პოეზია არაა,და არც კონკრეტული ამბის თხრობა არაა პოეზია,გრამ ემოციასაც კი რომ არ გიტოვებს)
33. ეჰ, მე რომ წერა შემეძლოს:))))) ეჰ, მე რომ წერა შემეძლოს:)))))
32. ჰო საქართველო უნდა დამეწერა, ბოდიში... იმის თქმა მინდოდა რომ ამ სიტყვაში მეტი სიღრმე დევს.. ვერ ვიპოვნე თავები სამწუხაროდ.. მაგრამ გადმოგცემ დაახლოებით:
ის(უფალი) ქმნის თავის მორმუნეებს - ცეცხლად, ანგელოზებს - ქარებად..
აქედან გამომდინარე ,,ქართა-ველი” - ანგელოზთა-ველი... აი, საქართველო, სხვა საქართველო სად არის... :)
გაიხარე ბერო.. შენ წერე და კითხვა ჩემზე იყოს :)) ჰო საქართველო უნდა დამეწერა, ბოდიში... იმის თქმა მინდოდა რომ ამ სიტყვაში მეტი სიღრმე დევს.. ვერ ვიპოვნე თავები სამწუხაროდ.. მაგრამ გადმოგცემ დაახლოებით:
ის(უფალი) ქმნის თავის მორმუნეებს - ცეცხლად, ანგელოზებს - ქარებად..
აქედან გამომდინარე ,,ქართა-ველი” - ანგელოზთა-ველი... აი, საქართველო, სხვა საქართველო სად არის... :)
გაიხარე ბერო.. შენ წერე და კითხვა ჩემზე იყოს :))
31. ,,ქართა ველში” ვიგულისხმე - საქართველო. მადლობა ანუნია, რომ დაგაინტერესე, და კითხულობ ჩემს მოკრძალებულ "შემოქმედება" :)) ,,ქართა ველში” ვიგულისხმე - საქართველო. მადლობა ანუნია, რომ დაგაინტერესე, და კითხულობ ჩემს მოკრძალებულ "შემოქმედება" :))
30. ,,..აბა შეხედე ეხლა მამაკაცს: ვაჟკაცს,ღირსეულს, ანგელოზთ ბადალთ, ხელების გაშლით ამ ქართა ველზე, ბერმუხასა ჰგავს ცამდე ამავალს,..”
,,ქართა ველში” უეჭველად ქართველი იგულისხმე ჰო?
ცოტა მოგვიანებით დავწერ ამის ახსნას ფსალმუნებიდან და სახარებიდან.. (ზუსტად მოვიძიებ თავებს)
,,..აბა შეხედე ეხლა მამაკაცს: ვაჟკაცს,ღირსეულს, ანგელოზთ ბადალთ, ხელების გაშლით ამ ქართა ველზე, ბერმუხასა ჰგავს ცამდე ამავალს,..”
,,ქართა ველში” უეჭველად ქართველი იგულისხმე ჰო?
ცოტა მოგვიანებით დავწერ ამის ახსნას ფსალმუნებიდან და სახარებიდან.. (ზუსტად მოვიძიებ თავებს)
29. ,,...მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად, ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად...”
+++++
გაიხარეთთ....... ამის წაკითხვის მერე საოცარი გრძნობა მოვიდა, სიამაყეს მოგავს.. და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ცოცხალია ქართული სული...თუ ვინმე ამ სიღრმეებს ვერ ხედავს, ჩვენი ბრალი არაა, თავის თავს დააბრალოს... პრიორიტეტები სხვადასხვაა, შესაბაისად აზრიც.
,,...თუმცა, ეხლა მინდა მხოლოდ უარყოფით შემფასებებზე გესაუბროთ, რომლებიც არასოდეს უხსნიან ავტორს რა არ მოწონთ, რატო, ან რა არის არასწორი, შესაცვლელი, არც ავტორის აზრს კითხულობენ, რა იგულისხმა, ამა თუ იმ მომენტში და არც მისი ახსნას განმარტება აინტერესებთ...”
ამ საკითხზე ხშირად მიჩნდება მეც კითხვა და პროტესტი... და ისევ ასეთ პასუხს ვპოულობ ხოლმე, უბრალოდ ვინც ასე იქცევა, ცდილობს ,,დააკნინოს” და შენს ფონზე გამოჩნდეს მეტი, რაც არ არის.. ის, რომ მიგითითოს შეცდომაზე ბევრად რთულია და პროფესიონალიზმს მოითხოვს.. რაც აქ დაკონსერვებული აქვს უმეტესობას.. და რატომღაც მახსენდება ხოლმე იგავი, როცა უფალი ტალანტებს ურიგებს ხალხს. ზოგს - ერთს, ზოგს - 5-ს, ზოგსაც - 10-ს... და ის ერთი რომელიც დამარხავს ამ ტალანტს და ბრუნვაში არ გაუშვებს ჰგავს სწორედ ზემოთხსენებულ პიროვნებებს. ტალანტი ნიჭია იგივე, რაც მომადლებული გაქვს ღმერთისგან, თუ შენთვის შეინახავ და დამარხავ მოგეკითხება, და ისიც წაგერთმევა რაც გაქვს........... თითოეული იმ ნიჭით უნდა ემსახუროს ღმერთს, რაც მიუღია.. ,,...მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად, ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად...”
+++++
გაიხარეთთ....... ამის წაკითხვის მერე საოცარი გრძნობა მოვიდა, სიამაყეს მოგავს.. და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ცოცხალია ქართული სული...თუ ვინმე ამ სიღრმეებს ვერ ხედავს, ჩვენი ბრალი არაა, თავის თავს დააბრალოს... პრიორიტეტები სხვადასხვაა, შესაბაისად აზრიც.
,,...თუმცა, ეხლა მინდა მხოლოდ უარყოფით შემფასებებზე გესაუბროთ, რომლებიც არასოდეს უხსნიან ავტორს რა არ მოწონთ, რატო, ან რა არის არასწორი, შესაცვლელი, არც ავტორის აზრს კითხულობენ, რა იგულისხმა, ამა თუ იმ მომენტში და არც მისი ახსნას განმარტება აინტერესებთ...”
ამ საკითხზე ხშირად მიჩნდება მეც კითხვა და პროტესტი... და ისევ ასეთ პასუხს ვპოულობ ხოლმე, უბრალოდ ვინც ასე იქცევა, ცდილობს ,,დააკნინოს” და შენს ფონზე გამოჩნდეს მეტი, რაც არ არის.. ის, რომ მიგითითოს შეცდომაზე ბევრად რთულია და პროფესიონალიზმს მოითხოვს.. რაც აქ დაკონსერვებული აქვს უმეტესობას.. და რატომღაც მახსენდება ხოლმე იგავი, როცა უფალი ტალანტებს ურიგებს ხალხს. ზოგს - ერთს, ზოგს - 5-ს, ზოგსაც - 10-ს... და ის ერთი რომელიც დამარხავს ამ ტალანტს და ბრუნვაში არ გაუშვებს ჰგავს სწორედ ზემოთხსენებულ პიროვნებებს. ტალანტი ნიჭია იგივე, რაც მომადლებული გაქვს ღმერთისგან, თუ შენთვის შეინახავ და დამარხავ მოგეკითხება, და ისიც წაგერთმევა რაც გაქვს........... თითოეული იმ ნიჭით უნდა ემსახუროს ღმერთს, რაც მიუღია..
28. სამწუხაროდ თვითონ ბერი18-ს მოსწონს დაუმსახურებელი ქება-დიდება :)))))))))))))) სამწუხაროდ თვითონ ბერი18-ს მოსწონს დაუმსახურებელი ქება-დიდება :))))))))))))))
27. საინტერესო პუბლიცისტიკაა და კრიტიკა, ასეთი სიმართლე ბევრს არ მოეწონება ალბათ...
ვფიქრობ პოეზია ყველაზე უნაზესი გრძნობაა და ამას ვინს განიცდის ბედნიერი უნდა იყოს...
რაც შეეხება ურაკის ამბავს კომენტარებისა და შეფასებებისთვის რთულია მართლა გაიგო
აქ ვის რა უნდა, ზოგჯერ ისე ბრაზდებიან ლანძღვაში გადაუდით საუბარი
და გულსატკენია ბერის დავეთანხმები ყოველი ადამიანი მართლა მიმტევებელი უნდა
იყოს უფალივით და სიკეთეს და სიყვარულს უნდა ასხივებდეს რათა გაგვითბეს გულები.
ჩემი ოცნებაა, ნეტა ასე როდის იქნება საქართველო, ყველა ერთმანერთის სიყვარულით,
რომ ვიქნებით აღვსილნი და ერთ მუშტად შეკრულნი.....
უფალი გფარავიდეთ ყველას..... საინტერესო პუბლიცისტიკაა და კრიტიკა, ასეთი სიმართლე ბევრს არ მოეწონება ალბათ...
ვფიქრობ პოეზია ყველაზე უნაზესი გრძნობაა და ამას ვინს განიცდის ბედნიერი უნდა იყოს...
რაც შეეხება ურაკის ამბავს კომენტარებისა და შეფასებებისთვის რთულია მართლა გაიგო
აქ ვის რა უნდა, ზოგჯერ ისე ბრაზდებიან ლანძღვაში გადაუდით საუბარი
და გულსატკენია ბერის დავეთანხმები ყოველი ადამიანი მართლა მიმტევებელი უნდა
იყოს უფალივით და სიკეთეს და სიყვარულს უნდა ასხივებდეს რათა გაგვითბეს გულები.
ჩემი ოცნებაა, ნეტა ასე როდის იქნება საქართველო, ყველა ერთმანერთის სიყვარულით,
რომ ვიქნებით აღვსილნი და ერთ მუშტად შეკრულნი.....
უფალი გფარავიდეთ ყველას.....
26. "-უმეტესად ნაცნობები ასხამენ ერთმანეთს ხოტბას. ხოტბას რათქმაუნდა საპასუხო მხრიდანაც ხოტბა და დაფნის გვირგვინი მოჰყვება, თანაც ისეთ "შედევრებზე" თავიდან მეგონა ერთმანეთს აშაყირებენ, მერე მეგონა ჩვენ გვაშაყირებენ მკითხველებს, თუმცა მივხვდი ბოლოს, სრულიად სერიოზულობით ერთმანეთის "ხიბლში" ჩაგდებით არიან დაკავებულნი."
"არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის" - ილია ჭავჭავაძე "-უმეტესად ნაცნობები ასხამენ ერთმანეთს ხოტბას. ხოტბას რათქმაუნდა საპასუხო მხრიდანაც ხოტბა და დაფნის გვირგვინი მოჰყვება, თანაც ისეთ "შედევრებზე" თავიდან მეგონა ერთმანეთს აშაყირებენ, მერე მეგონა ჩვენ გვაშაყირებენ მკითხველებს, თუმცა მივხვდი ბოლოს, სრულიად სერიოზულობით ერთმანეთის "ხიბლში" ჩაგდებით არიან დაკავებულნი."
"არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის" - ილია ჭავჭავაძე
25. მე პირადად სიბრძნით განვასხვავებ მელექსეს, პოეტისაგან. პოეტი ბევრი შეიძლება იყოს რომელიც ლამაზად დაწერს : ყვავილზე, ხეზე, ქარზე, თოვლზე, ფიფქზე...... ხოლო მელექსე სიბრძით წერს გამართულად, ანუ უნდა შეეძლოს გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაც (შარად) და მოკლე სიტყვის გრძლად და ბრძნულად თქმა რაც იგივე " ვეფხისტყაოსანი"-ს შემთხვევაში გვაქვს.
მე პირადად სიბრძნით განვასხვავებ მელექსეს, პოეტისაგან. პოეტი ბევრი შეიძლება იყოს რომელიც ლამაზად დაწერს : ყვავილზე, ხეზე, ქარზე, თოვლზე, ფიფქზე...... ხოლო მელექსე სიბრძით წერს გამართულად, ანუ უნდა შეეძლოს გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაც (შარად) და მოკლე სიტყვის გრძლად და ბრძნულად თქმა რაც იგივე " ვეფხისტყაოსანი"-ს შემთხვევაში გვაქვს.
24. მშვენიერია +++ მშვენიერია +++
23. არამითი777 და ბერი18
თქვენი კომენტარები რო წავიკითხე მესიამოვნა და მივხვდი თუ რამდენი მაქვს კიდე სასწავლი...:) ბერი18 თქვენ ზალიან ლამაზად მოიყვანეთ შედარებები და არამითი777 მშვენივრად განმარტა.. ბერი18 თვენც კარგად ახსენით და შეიძლება თქვენს დონეზე ვერ ვაზროვნებ მაგრამ მსურს ჩემი აზრიც დავაფიქსირო...
ანუ მელექსესა და პოეტს შორის მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემი თვალსაზრისით.. მელექსე ანუ რომელიც სიტყვებს ეთამაშება, რომნელიც თავის აზრს გარითმული წინადადებებით წარმოთქვავს, ლექსივით აწყობილ-გარითმული წინადადებებით საუბრობს... და პოეტი უკვე ეწოდება იმ კაცს (კაცს - გადატანითი მნიშვენლობით და არა პირდაპირი გაგებით) რომელიც ლამაზად დაწყობილი, გარითმული, რიტმში ცასმული წინადადებებიტ და ფრაზებით, აზრიანს და შინაარსიან ლექსებს ქმნის, სედარებას გავაკეთებ ფეხბურთთან, ანუ ყველა თამაშობს ფეხბურთს, მე მაგალითად მოყვარული ვარ (უბანში გასართობად ვთამაშობ ხოლმე) ზოგი დამწყები ფეხბურთელია, რომლეიც ფეხბურთზე და დის და პატარ -პატარა კლუბებში თამაშობს, ზოგი უკვე ასე ვთქვათ სრულყოფილი ფეხბურთელია (მაგ: ზიდანი, პელე, მარადონა, მესი, რონალდინიო, რონალდუ და ა.შ) მაგალითად ასევე სამხედრო წოდებაში, თავიდან რიგითია, მერე პოლკოვნიკი, კაპიტანი, მაიორი, გენერალი (ზუსტად არ ვერკვევი და თანმიმდევრობაც არვიცი სესაბამისად, მე მაგალითისთვის მნოვიყვანე) ანუ რიგითიდან გენერალი რო გახდე 25 სამხედრო წოდების საფეხური უნდა გაიარო... ასე მგონია ხელოვნებაშიც მასეა... ანუ ჯერ ხარ მოყვარული (წერ ლექსებს, ზოგი პროზასაც წერს და ა.შ. ) მერე უკვე ცდილობ დახვეწო შენი შემოქმედება და სეროიზულად მიყვე შენს საქმიანობას და ხდები დამწყები ანუ წერითი სტილი არჩეული გაქვს, ან მოთხრობებს დაწერ, ან ლექსებს... და ბოლო საფეხური უკვე ჩვენს სემთხვევაში პოეტია, და ბერი18 შენს მოყვანილ მაგალითზე ვიტყვი რო პოეტი თუ გინდა გახდე ჯერ მელექსე უნდა იყო, თუ მელექსე არ იქნები, პოეტი ვერ გახდები, ანუ ხელოვნების საფეხურებს ვერ გადაახტები, ყველა საფეხური უნდა გაიარო :)
და რაც შეეხება რუსთაველ;ს მე პოეტად უფრო ვთვლი ვიდრე მელექსედ, იმიტომ რომ მან განა რაგაც უბრალო გაცვეთილი ფარზებიდან და რიოთმებიდან კი არ შექმნა ტავისი დიდებული პოემა, არამედ აზრი, რითმა, შინაარსი, ლექსისა და თხრობის სტილი ერთმანეთში გააერთიანა და შექმნა დიდებული ნაწარმოები, პოემა,, რომელიც არა მარტო გარითმული და გააზრებული ფრაზებისგან სედგება, არამედ რჩევა-დარიგებითაც, (აფორმიზმებს რო ვუწოდებთ) ... არამითი777 და ბერი18
თქვენი კომენტარები რო წავიკითხე მესიამოვნა და მივხვდი თუ რამდენი მაქვს კიდე სასწავლი...:) ბერი18 თქვენ ზალიან ლამაზად მოიყვანეთ შედარებები და არამითი777 მშვენივრად განმარტა.. ბერი18 თვენც კარგად ახსენით და შეიძლება თქვენს დონეზე ვერ ვაზროვნებ მაგრამ მსურს ჩემი აზრიც დავაფიქსირო...
ანუ მელექსესა და პოეტს შორის მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემი თვალსაზრისით.. მელექსე ანუ რომელიც სიტყვებს ეთამაშება, რომნელიც თავის აზრს გარითმული წინადადებებით წარმოთქვავს, ლექსივით აწყობილ-გარითმული წინადადებებით საუბრობს... და პოეტი უკვე ეწოდება იმ კაცს (კაცს - გადატანითი მნიშვენლობით და არა პირდაპირი გაგებით) რომელიც ლამაზად დაწყობილი, გარითმული, რიტმში ცასმული წინადადებებიტ და ფრაზებით, აზრიანს და შინაარსიან ლექსებს ქმნის, სედარებას გავაკეთებ ფეხბურთთან, ანუ ყველა თამაშობს ფეხბურთს, მე მაგალითად მოყვარული ვარ (უბანში გასართობად ვთამაშობ ხოლმე) ზოგი დამწყები ფეხბურთელია, რომლეიც ფეხბურთზე და დის და პატარ -პატარა კლუბებში თამაშობს, ზოგი უკვე ასე ვთქვათ სრულყოფილი ფეხბურთელია (მაგ: ზიდანი, პელე, მარადონა, მესი, რონალდინიო, რონალდუ და ა.შ) მაგალითად ასევე სამხედრო წოდებაში, თავიდან რიგითია, მერე პოლკოვნიკი, კაპიტანი, მაიორი, გენერალი (ზუსტად არ ვერკვევი და თანმიმდევრობაც არვიცი სესაბამისად, მე მაგალითისთვის მნოვიყვანე) ანუ რიგითიდან გენერალი რო გახდე 25 სამხედრო წოდების საფეხური უნდა გაიარო... ასე მგონია ხელოვნებაშიც მასეა... ანუ ჯერ ხარ მოყვარული (წერ ლექსებს, ზოგი პროზასაც წერს და ა.შ. ) მერე უკვე ცდილობ დახვეწო შენი შემოქმედება და სეროიზულად მიყვე შენს საქმიანობას და ხდები დამწყები ანუ წერითი სტილი არჩეული გაქვს, ან მოთხრობებს დაწერ, ან ლექსებს... და ბოლო საფეხური უკვე ჩვენს სემთხვევაში პოეტია, და ბერი18 შენს მოყვანილ მაგალითზე ვიტყვი რო პოეტი თუ გინდა გახდე ჯერ მელექსე უნდა იყო, თუ მელექსე არ იქნები, პოეტი ვერ გახდები, ანუ ხელოვნების საფეხურებს ვერ გადაახტები, ყველა საფეხური უნდა გაიარო :)
და რაც შეეხება რუსთაველ;ს მე პოეტად უფრო ვთვლი ვიდრე მელექსედ, იმიტომ რომ მან განა რაგაც უბრალო გაცვეთილი ფარზებიდან და რიოთმებიდან კი არ შექმნა ტავისი დიდებული პოემა, არამედ აზრი, რითმა, შინაარსი, ლექსისა და თხრობის სტილი ერთმანეთში გააერთიანა და შექმნა დიდებული ნაწარმოები, პოემა,, რომელიც არა მარტო გარითმული და გააზრებული ფრაზებისგან სედგება, არამედ რჩევა-დარიგებითაც, (აფორმიზმებს რო ვუწოდებთ) ...
22. მშვენიალურია :] მშვენიალურია :]
21. "რასაც წერ იმისი დანახვა და აღქმა უნდა შეძლოს მკითხველმა რებუსებისა და ქვეტექსტების გარეშე, პოეზია ესააო." აბსურდია ჩემო მეგობარო აბა ვის უნახავს „იისფერი თოვლი“ ან „უდაბნო ლურჯად ნახავერდები“,
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა,
არავითარი დოგმა არავითარი ჩარჩო...
ამიტომ ნუ შეზღუდავ თავს , ვაი და ვერ გაიგებენო, გამგები გაიგებს... "რასაც წერ იმისი დანახვა და აღქმა უნდა შეძლოს მკითხველმა რებუსებისა და ქვეტექსტების გარეშე, პოეზია ესააო." აბსურდია ჩემო მეგობარო აბა ვის უნახავს „იისფერი თოვლი“ ან „უდაბნო ლურჯად ნახავერდები“,
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა,
არავითარი დოგმა არავითარი ჩარჩო...
ამიტომ ნუ შეზღუდავ თავს , ვაი და ვერ გაიგებენო, გამგები გაიგებს...
20. მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად, ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად. სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი? ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს! .....................................................................
ბერი18-ტი, შესანიშნავად ახსენით, აგმგები უთუოდ გაიგებს. ამიტომაც დაწერე: "ისე არვინ კითხულობს, როგორც მწერალი წერს" მეთქი... იცით, ერთხელ, 17-18 წლის ასაკში მითხრეს: "უნდა ისწავლო სახეებით აზროვნება, რასაც წერ იმისი დანახვა და აღქმა უნდა შეძლოს მკითხველმა რებუსებისა და ქვეტექსტების გარეშე, პოეზია ესააო. და მე ამას ვცდილობ... შეძლებისდაგვარად ვახერხებ მგონი და უფრო მეტს ვეძებ საკუთარ სულში... მიუხედავად ყველაფრისა, მწერალს აქვს თავისი "ლაბირინთი", რომლის გავლას ვერავინ შეძლებს, თუ ძაფის წვერის ერთი ბოლო არ უჭირავს ხელში... შენი ლექსი სწორედ ის ლაბირინთია და ვისაც არ ძალუძს ჩასწვდეს, არ უწყინო. მიმაჩნია, რომ ხელოვანი ღმერთივით სულგრძელი და მიმტევებელი უნდა იყოს... პატივისცემით:
მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად, ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად. სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი? ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს! .....................................................................
ბერი18-ტი, შესანიშნავად ახსენით, აგმგები უთუოდ გაიგებს. ამიტომაც დაწერე: "ისე არვინ კითხულობს, როგორც მწერალი წერს" მეთქი... იცით, ერთხელ, 17-18 წლის ასაკში მითხრეს: "უნდა ისწავლო სახეებით აზროვნება, რასაც წერ იმისი დანახვა და აღქმა უნდა შეძლოს მკითხველმა რებუსებისა და ქვეტექსტების გარეშე, პოეზია ესააო. და მე ამას ვცდილობ... შეძლებისდაგვარად ვახერხებ მგონი და უფრო მეტს ვეძებ საკუთარ სულში... მიუხედავად ყველაფრისა, მწერალს აქვს თავისი "ლაბირინთი", რომლის გავლას ვერავინ შეძლებს, თუ ძაფის წვერის ერთი ბოლო არ უჭირავს ხელში... შენი ლექსი სწორედ ის ლაბირინთია და ვისაც არ ძალუძს ჩასწვდეს, არ უწყინო. მიმაჩნია, რომ ხელოვანი ღმერთივით სულგრძელი და მიმტევებელი უნდა იყოს... პატივისცემით:
19. რაც შეეხება "ტაიკვანდოს" ჩემი აზრით, ასე, სიყვარულით დაწერილ ლექსზე, უბრალოდ არ უნდა დააკომენტარო, "ურაკპარაკი (დაფნის გვირგვინი)"-აქ გამოთქმული აზრი, მე, როგორც დამწყებს, უდიდეს პრობლემად მიმაჩნია, კომენტარის დაწერა, მხოლოდ იმისათვის, რომ ქულა მიიღო, კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ავტორს წესიერად აუხსნი რა არ მოგწონს, რომ გაითვალისწინოს შენიშვნა და უფრო დახვეწოს შემოქმედება.
მოკლედ, ბატონო ბერი, მაქსიმალურად ვიზიარებ თქვენს აზრს. ვიმედოვნებ, მარტო მე არ ვარ ასეთი. რაც შეეხება "ტაიკვანდოს" ჩემი აზრით, ასე, სიყვარულით დაწერილ ლექსზე, უბრალოდ არ უნდა დააკომენტარო, "ურაკპარაკი (დაფნის გვირგვინი)"-აქ გამოთქმული აზრი, მე, როგორც დამწყებს, უდიდეს პრობლემად მიმაჩნია, კომენტარის დაწერა, მხოლოდ იმისათვის, რომ ქულა მიიღო, კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ავტორს წესიერად აუხსნი რა არ მოგწონს, რომ გაითვალისწინოს შენიშვნა და უფრო დახვეწოს შემოქმედება.
მოკლედ, ბატონო ბერი, მაქსიმალურად ვიზიარებ თქვენს აზრს. ვიმედოვნებ, მარტო მე არ ვარ ასეთი.
18. არის ფრაზები აქ, რომელიც სარწმუნოა, თუმცა საკამათო ნაკლები! არის ფრაზები აქ, რომელიც სარწმუნოა, თუმცა საკამათო ნაკლები!
17. არამითი777 პოე-ზი ა და პოე - ტი, შენი სიყტვები გავიმეორე უბრალოდ, ნიავთან კავშრში არაა, რაც შეეხება წყალს ცდები მინდა გითხრა უდიდესი დადებითი ენერგეტიკა აქვს, წყალი, წყალობა, ბოლოსდაბოლოს ნათლობა წყლით ხდება, აი ცეცხლი შეიძლება მართლაუარყოფითში განვიხილოთ
არამითი777 პოე-ზი ა და პოე - ტი, შენი სიყტვები გავიმეორე უბრალოდ, ნიავთან კავშრში არაა, რაც შეეხება წყალს ცდები მინდა გითხრა უდიდესი დადებითი ენერგეტიკა აქვს, წყალი, წყალობა, ბოლოსდაბოლოს ნათლობა წყლით ხდება, აი ცეცხლი შეიძლება მართლაუარყოფითში განვიხილოთ
16. მაგაში გეთანხმები,ქართული სიტყვები კოდირებულია და ძალიან ხშირად მისი ნამდვილი მნიშვნელობა და არსი დამალულ-დაფარულია,მაგალითად სიტყვა ადამიანი,ესაა პირველი მამაკაცის (ადამი) და ქართული ანბანის პირველი ასოს (ანი)-ს ნაერთი,რომელიც ზოგადად არსებით სახელად,ადამიანად იწოდება,მაგრამ რომ დავუფიქრდეთ,ერთობ საკრალული და მრავლისმომცველი სიტყვაა,რომელსაც ბოლომდე ვერცკი ვიაზრებთ,ასევეა სხვა სიტყვებიც. რაც შეეხება ქვებსა და ლითონებს,მათ ყველას აქვთ ენერგეტიკა,ზოგს დადებითი,ზოგს უარყოფითი. აი ალმასსა და ბრილიანტს,ორივეს უარყოფითი ენერგეტიკა აქვთ, დაწახნაგებული ალმასი რათქმაუნდა რომ უფრო ლამაზია,რადგან ბრილიანტისებური წახნაგი ნიშნავს იმას რომ ნებისმიერი კუთხიდან დაცემული მზის სხივები ერთ წერტილში იყრის თავს და იქიდან აშუქებს თვალისმომჭრელად.. ფასსაც დაწახნაგების სირთულე უზრდის,თორემ სიძვირფასე არ ემატება,თუმცა არსებობენ დაუმუშავებელი ალმასები,რომლებსაც თავისი სახელები აქვთ და ისინი თითქმის სეუფასებლებია,ან ძალიან კოლოსალლური ფასები ადევთ. აი ოქრო დადებითი მუხტის მატარებელია მაგალითად,ხოლო ვერცხლი უარყოფითი.. დადებით ენერგიას ატარებს ქარვა და გიშერი,ძვირფასი ქვებიდან მარგალიტი,დანარჩენი ძვირფასი ქვები უარყოფითი ენერგეტიკის მატარებლებია. წყალიც უარყოფით ენერგეტიკას ატარებს,ღვინო კი დადებითს... არსებობენ ალმასები,რომლებიც უბედურების მომტან ალმასებად ითვლებიან..
აი სიო და ნიავი მე და შენ სხვადასხვანაირად ავხსენით,არცერთი ახსნა ერთმანეთს არ გამორიცხავს,ასე ვფიქრობ მე.. მომეწონა შენი ახსნაც,არის მასში ლოგიკა და მისაღებია პირადად ჩემთვის.. აი პოემასა და ნიავს შორის მსგავსება კი ვერაფრით დავინახე :) მაგაში გეთანხმები,ქართული სიტყვები კოდირებულია და ძალიან ხშირად მისი ნამდვილი მნიშვნელობა და არსი დამალულ-დაფარულია,მაგალითად სიტყვა ადამიანი,ესაა პირველი მამაკაცის (ადამი) და ქართული ანბანის პირველი ასოს (ანი)-ს ნაერთი,რომელიც ზოგადად არსებით სახელად,ადამიანად იწოდება,მაგრამ რომ დავუფიქრდეთ,ერთობ საკრალული და მრავლისმომცველი სიტყვაა,რომელსაც ბოლომდე ვერცკი ვიაზრებთ,ასევეა სხვა სიტყვებიც. რაც შეეხება ქვებსა და ლითონებს,მათ ყველას აქვთ ენერგეტიკა,ზოგს დადებითი,ზოგს უარყოფითი. აი ალმასსა და ბრილიანტს,ორივეს უარყოფითი ენერგეტიკა აქვთ, დაწახნაგებული ალმასი რათქმაუნდა რომ უფრო ლამაზია,რადგან ბრილიანტისებური წახნაგი ნიშნავს იმას რომ ნებისმიერი კუთხიდან დაცემული მზის სხივები ერთ წერტილში იყრის თავს და იქიდან აშუქებს თვალისმომჭრელად.. ფასსაც დაწახნაგების სირთულე უზრდის,თორემ სიძვირფასე არ ემატება,თუმცა არსებობენ დაუმუშავებელი ალმასები,რომლებსაც თავისი სახელები აქვთ და ისინი თითქმის სეუფასებლებია,ან ძალიან კოლოსალლური ფასები ადევთ. აი ოქრო დადებითი მუხტის მატარებელია მაგალითად,ხოლო ვერცხლი უარყოფითი.. დადებით ენერგიას ატარებს ქარვა და გიშერი,ძვირფასი ქვებიდან მარგალიტი,დანარჩენი ძვირფასი ქვები უარყოფითი ენერგეტიკის მატარებლებია. წყალიც უარყოფით ენერგეტიკას ატარებს,ღვინო კი დადებითს... არსებობენ ალმასები,რომლებიც უბედურების მომტან ალმასებად ითვლებიან..
აი სიო და ნიავი მე და შენ სხვადასხვანაირად ავხსენით,არცერთი ახსნა ერთმანეთს არ გამორიცხავს,ასე ვფიქრობ მე.. მომეწონა შენი ახსნაც,არის მასში ლოგიკა და მისაღებია პირადად ჩემთვის.. აი პოემასა და ნიავს შორის მსგავსება კი ვერაფრით დავინახე :)
15. კარგი გეტყვი რაც შეეხება, ალმასს და ბრილიანტს შორის განსხვავება ყველამ იცის ალმასი დაუმუშავებელი ბრილიანტია, ანუ თვითნაბადი. მე კითხვა პოეტური თვალსაზრისით დავსვი. ჭეშმარიტი პოეტები( დაკვირვებთ) სულ ალმასს ხმარობენ 99% ნაწარმოებებში და არა ბრილიანტს, თუმცა ბრილიანტი გაცილებით ლამაზიცაა და ძვირფასი... რითმა მოითხოვსო,...თუმცა სადაც რითმა არ არის საჭირო იქაც ალმასს რომ ხმარობენ? რომელ ნაწარმოებში ღვთის ხელი ურევია, ყველგან ალმასია, დამთხვევაა? გადაამოწმე უამრავი ნაწარმოებები, ლექსები, სიმღერები... ბრილიანტში უარყოფითი ძალა დევს და ამ სიტყვას "ანტი" აძლევს.
ორი წელია ქართულის შესწავლა დავიწყე და უმეტესობა სიყტვებისა კოდირებულია თავისივე თვისებებით, სიო და ნიავი ერთიდა იგივე მეგონა რადგანაც ჩემში მცირედი ქარის ასოციაციას იწვევდა ორივე. თუმცა ქართულმა მაჩვენა განსხვავება სიო ქრის, ნაზი სიო, გრილი სიო,- სულ დადებითი ქვეტექსტი აქვს ნიავია- გაცივდები, ნიავია - დაგკრავს, ნიავმა - წელი გამიშეშა. - სულ უარყოფითი "პოე- მა""პო- ეტი" ნიავი , ნი - "ავი" განა ვერ ხედავ მსგავსებას?
კარგი გეტყვი რაც შეეხება, ალმასს და ბრილიანტს შორის განსხვავება ყველამ იცის ალმასი დაუმუშავებელი ბრილიანტია, ანუ თვითნაბადი. მე კითხვა პოეტური თვალსაზრისით დავსვი. ჭეშმარიტი პოეტები( დაკვირვებთ) სულ ალმასს ხმარობენ 99% ნაწარმოებებში და არა ბრილიანტს, თუმცა ბრილიანტი გაცილებით ლამაზიცაა და ძვირფასი... რითმა მოითხოვსო,...თუმცა სადაც რითმა არ არის საჭირო იქაც ალმასს რომ ხმარობენ? რომელ ნაწარმოებში ღვთის ხელი ურევია, ყველგან ალმასია, დამთხვევაა? გადაამოწმე უამრავი ნაწარმოებები, ლექსები, სიმღერები... ბრილიანტში უარყოფითი ძალა დევს და ამ სიტყვას "ანტი" აძლევს.
ორი წელია ქართულის შესწავლა დავიწყე და უმეტესობა სიყტვებისა კოდირებულია თავისივე თვისებებით, სიო და ნიავი ერთიდა იგივე მეგონა რადგანაც ჩემში მცირედი ქარის ასოციაციას იწვევდა ორივე. თუმცა ქართულმა მაჩვენა განსხვავება სიო ქრის, ნაზი სიო, გრილი სიო,- სულ დადებითი ქვეტექსტი აქვს ნიავია- გაცივდები, ნიავია - დაგკრავს, ნიავმა - წელი გამიშეშა. - სულ უარყოფითი "პოე- მა""პო- ეტი" ნიავი , ნი - "ავი" განა ვერ ხედავ მსგავსებას?
14. არ გეთანხმები ბერი 18 ო,მელექსეო თვითონ ამბობს თავისთავზე თორემ შოთა რუსთაველი რომ გენიალური პოეტია ამაზე არავინ დავობს მემგონის... ამას მისი შექმნილი უკვდავი პოემაც ადასტურებს. "პოე-მა" "პოე-ტი"... განა ვერ ხედავ მსგავსებას ამ ორ სიტყვას შორის?. და რომელი პასუხი არ ჩამეთვალა:))) არ გეთანხმები ბერი 18 ო,მელექსეო თვითონ ამბობს თავისთავზე თორემ შოთა რუსთაველი რომ გენიალური პოეტია ამაზე არავინ დავობს მემგონის... ამას მისი შექმნილი უკვდავი პოემაც ადასტურებს. "პოე-მა" "პოე-ტი"... განა ვერ ხედავ მსგავსებას ამ ორ სიტყვას შორის?. და რომელი პასუხი არ ჩამეთვალა:)))
13. მელნისფერო მადლობა. მიხარია ძალიან , რომ რამეთი პატივისცემა დავიმსახურე თქვენს თვალში. მელნისფერო მადლობა. მიხარია ძალიან , რომ რამეთი პატივისცემა დავიმსახურე თქვენს თვალში.
12. არამითი 777 გმადლობთ, რომ დეტალურად განიხილეთ და თქვენი აზრი გამოთქვით. მართალი გითხრათ, ლექსის აგებულების არაფერი მესმის, არც მარცვლებს არც რიტმას ვაქცევ ყურადღებას, რადგანაც წამიერად მოდის ყველაფერი და აკრეფასაც ძლივს ვასწრებ, ხშირად მერე ვაანალიზებ რაც დავწერე. ამიტომ პოეტობაზე არ მაქვს პრეტენზია რადგანაც რაც ჩემი არაა იმას ვერ დავიბრალებ.
რაც შეეხება მელექსეს და პოეტს შორის პასუხს პოეტი უფრო მაღალი საფეხურიაო , ვერ დაგეთანხმებით, რადგანაც რუსთაველი იყო მელექსე , ხოლო ჯ. ჩარკვიანი პოეტია. რომელი უფრო დიდია? ჩავთვალოთ რომ ორივე.
ბოლო პასუხი სწორი იყო , ჩაგეთვალა : ბულბული სტვენს, შაშვი გალობს
არამითი 777 გმადლობთ, რომ დეტალურად განიხილეთ და თქვენი აზრი გამოთქვით. მართალი გითხრათ, ლექსის აგებულების არაფერი მესმის, არც მარცვლებს არც რიტმას ვაქცევ ყურადღებას, რადგანაც წამიერად მოდის ყველაფერი და აკრეფასაც ძლივს ვასწრებ, ხშირად მერე ვაანალიზებ რაც დავწერე. ამიტომ პოეტობაზე არ მაქვს პრეტენზია რადგანაც რაც ჩემი არაა იმას ვერ დავიბრალებ.
რაც შეეხება მელექსეს და პოეტს შორის პასუხს პოეტი უფრო მაღალი საფეხურიაო , ვერ დაგეთანხმებით, რადგანაც რუსთაველი იყო მელექსე , ხოლო ჯ. ჩარკვიანი პოეტია. რომელი უფრო დიდია? ჩავთვალოთ რომ ორივე.
ბოლო პასუხი სწორი იყო , ჩაგეთვალა : ბულბული სტვენს, შაშვი გალობს
11. ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენ. ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენ.
10. წავიკითხე შენი ქვემოთ მოყვანილი ლექსი და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ღრმა აზრი გაქვს ჩადებული შიგნით,მაინც მინდა გითხრა რომ ლექსი ძალიან სუსტია და არამომგებიანად არის გადმოცემული,ანუ 10 მარცვლიანი ტაეპებია რაც ერთობ ხშირი და მოცვეთილია,ასევე რითმებია ძალიან სუსტი და ბანალური,რაც საბოლოო ჯამში მკითხველს იმის იქით აღქმის ხასიათს აკარგვინებს. მე მაგალითად ლექსი თუ მომეწონა თავისი პლასტიკით და მხატვრულობით,შესაბამისად მის დედააზრზეც ვფიქრობ ხოლმე,სხვა შემთხვევაში უბრალოდ მეღიმება და ვრცელი კომენტარის დატოვების ხალისიც არ მრჩება.. ახლა რაც შეეხება შენს ტესტს, პოეტი არის უფრო მაღალი საფეხური,ამ სახელის ტარების უფლება ბევრს არა აქვს, მის მიერ შექმნილი მეტაფორები მრავალფეროვანი და ორიგინალურია,ასევე პოეტს უნდა ახასიათებდეს თავისი ხელწერა,რაც სხვა დანარჩენებისაგან გამოარჩევს, რაც სეეხება მელექსეებს,ეს კატეგორია უფრო ხალხურ მთქმელებად მოიაზრებიან,ასევე ის ხალხია,ვისაც კარგად გამოსდით შაირ-კაფიები და სხვა გრძელ-მოკლე ლექსები,ძირითადად ექსპრომტის სახით. მელექსეები ძირიტადად თავიანთ ნიჭს ავლენენ სახალხო შეკრებებზე,ასევე სახალხო,ან რელიგიურ დღესასწაულებზე,სადაც წარმატებით ართმევენ თავს იქ შეკრებილი საზოგადოების გამხიარულება-გართობას. ისინი არ გამოირცევიან ორიგინალური ხელწერით,სარგებლობენ ძირითადად გაცვეთილი,მარტივი,ხანდახან ჯვარედინი რითმებითაც. მათი ლექსები უფრო მოკლეა,ვიდრე ვრცელი,ადვილად დასამახსოვრებელია და ადვილად იმღერება ქართულ სიმებიან საკრავებზე.
სიო გრილი,სუსტი და ნესტიანი ქარის წარმონაქმნია, რაც შეეხება ნიავს,ის სიოსა და ქარს შორისაა,თანაც შეიძლება იყოს ცხელი და მშრალიც.
ალმასი და ბრილიანტი ერთიდაიგივეა, ეგაა რომ ბრილიანტი,ალმასისაგან მიიღება ხელოვნური დამუშავების გზით,რასაც დაწახნაგება ეწოდება, დაწახნაგევბის სახეს,რომელსაც ძირითადად ალმასის სილამაზის გამოსავლენად იყენებენ,ბრილიანტისებური წახნაგი ჰქვია,თუმცა იშვიათად შეიძლება ბრილიანტისებური წახნაგით,ზურმუხტიც მოაწახნაგონ,ან საფირონი,ან კორუნდის ნებისმიერი სახეობა. საერთოდ საფირონსა და ლალს ძირითადად კაბადონით აწახნაგებენ,ამ წახნაგში ქვის სილამაზე უფრო უკეთ წარმოჩნდება.
ბულბული სტვენს, შაშვი გალობს. :))) წავიკითხე შენი ქვემოთ მოყვანილი ლექსი და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ღრმა აზრი გაქვს ჩადებული შიგნით,მაინც მინდა გითხრა რომ ლექსი ძალიან სუსტია და არამომგებიანად არის გადმოცემული,ანუ 10 მარცვლიანი ტაეპებია რაც ერთობ ხშირი და მოცვეთილია,ასევე რითმებია ძალიან სუსტი და ბანალური,რაც საბოლოო ჯამში მკითხველს იმის იქით აღქმის ხასიათს აკარგვინებს. მე მაგალითად ლექსი თუ მომეწონა თავისი პლასტიკით და მხატვრულობით,შესაბამისად მის დედააზრზეც ვფიქრობ ხოლმე,სხვა შემთხვევაში უბრალოდ მეღიმება და ვრცელი კომენტარის დატოვების ხალისიც არ მრჩება.. ახლა რაც შეეხება შენს ტესტს, პოეტი არის უფრო მაღალი საფეხური,ამ სახელის ტარების უფლება ბევრს არა აქვს, მის მიერ შექმნილი მეტაფორები მრავალფეროვანი და ორიგინალურია,ასევე პოეტს უნდა ახასიათებდეს თავისი ხელწერა,რაც სხვა დანარჩენებისაგან გამოარჩევს, რაც სეეხება მელექსეებს,ეს კატეგორია უფრო ხალხურ მთქმელებად მოიაზრებიან,ასევე ის ხალხია,ვისაც კარგად გამოსდით შაირ-კაფიები და სხვა გრძელ-მოკლე ლექსები,ძირითადად ექსპრომტის სახით. მელექსეები ძირიტადად თავიანთ ნიჭს ავლენენ სახალხო შეკრებებზე,ასევე სახალხო,ან რელიგიურ დღესასწაულებზე,სადაც წარმატებით ართმევენ თავს იქ შეკრებილი საზოგადოების გამხიარულება-გართობას. ისინი არ გამოირცევიან ორიგინალური ხელწერით,სარგებლობენ ძირითადად გაცვეთილი,მარტივი,ხანდახან ჯვარედინი რითმებითაც. მათი ლექსები უფრო მოკლეა,ვიდრე ვრცელი,ადვილად დასამახსოვრებელია და ადვილად იმღერება ქართულ სიმებიან საკრავებზე.
სიო გრილი,სუსტი და ნესტიანი ქარის წარმონაქმნია, რაც შეეხება ნიავს,ის სიოსა და ქარს შორისაა,თანაც შეიძლება იყოს ცხელი და მშრალიც.
ალმასი და ბრილიანტი ერთიდაიგივეა, ეგაა რომ ბრილიანტი,ალმასისაგან მიიღება ხელოვნური დამუშავების გზით,რასაც დაწახნაგება ეწოდება, დაწახნაგევბის სახეს,რომელსაც ძირითადად ალმასის სილამაზის გამოსავლენად იყენებენ,ბრილიანტისებური წახნაგი ჰქვია,თუმცა იშვიათად შეიძლება ბრილიანტისებური წახნაგით,ზურმუხტიც მოაწახნაგონ,ან საფირონი,ან კორუნდის ნებისმიერი სახეობა. საერთოდ საფირონსა და ლალს ძირითადად კაბადონით აწახნაგებენ,ამ წახნაგში ქვის სილამაზე უფრო უკეთ წარმოჩნდება.
ბულბული სტვენს, შაშვი გალობს. :)))
9. სამწუხაროდ ჩვენი შემფასებლები, თუნდაც იგივე ლიტერატორები, სწორ შენიშვნას გვაძლევენ რიტმის სისუსტესთან დაკავშირებით, წყობასთან ან მარცვლების რაოდენობასთან დაკავშირებით, მაგრამ უჭირთ მისი სხვა კუთხით დანახვა შეფასება. კითხვას დავსვამ: (პოეტური თვალსაზრისით) პოეტსა და მელექსეს შორის რა ხანსხვავებაა? სიო და ნიავს შორის? ალმასსა და ბრიალიანტს შორის და რომელი გალობს ბულბული თუ შაშვი? აბა ვინა ხართ ტესტის ჩამბარებლები?????
სამწუხაროდ ჩვენი შემფასებლები, თუნდაც იგივე ლიტერატორები, სწორ შენიშვნას გვაძლევენ რიტმის სისუსტესთან დაკავშირებით, წყობასთან ან მარცვლების რაოდენობასთან დაკავშირებით, მაგრამ უჭირთ მისი სხვა კუთხით დანახვა შეფასება. კითხვას დავსვამ: (პოეტური თვალსაზრისით) პოეტსა და მელექსეს შორის რა ხანსხვავებაა? სიო და ნიავს შორის? ალმასსა და ბრიალიანტს შორის და რომელი გალობს ბულბული თუ შაშვი? აბა ვინა ხართ ტესტის ჩამბარებლები?????
8. ქართული ცეკვა ისე აღმაფრენს, ვით უდაბნოში წყალი ცის ნამზე. როგორი მიხვრა, როგორი მოხვრა, როგორ გადმოსცემს ქალის სინაზეს. როგორ ასახავს მშვენიერებას, იდუმალ ყვავილს ნიავი აშლს. როგორ ხაზს უსვამს ღმერთის ქმნილებას: მაცდურს ,ცეცხლოვანს, მხარ ხელს რომ გაშლის.
გადაგავიწყებს ცოდვის შვილობას, ეს მოძრაობა ცოდვებსაც წაშლის, მოსხლეტილს ტანით, კეკლუცს და ნატიფს, შვლის ნუკრის ნახტომს ჭალაზე გაშლილს.
აბა შეხედე ეხლა მამაკაცს: ვაჟკაცს,ღირსეულს, ანგელოზთ ბადალთ, ხელების გაშლით ამ ქართა ველზე, ბერმუხასა ჰგავს ცამდე ამავალს, მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად, ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად.
სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი? ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს! ესეც შენ გერგო ქართველო ერო გადააქციე მსოფლიოს ხატად. მე მუხას! ფოთოლს ამიშლის სიო, ამ ცეკვის რიტმებს სიხარულს ვატან, ჟრუანტელს მივლის, ზეცით მადლს ვიღებ და ამ ფესვებთ ისევ შენ გატან.
ქართული ცეკვა ისე აღმაფრენს, ვით უდაბნოში წყალი ცის ნამზე. როგორი მიხვრა, როგორი მოხვრა, როგორ გადმოსცემს ქალის სინაზეს. როგორ ასახავს მშვენიერებას, იდუმალ ყვავილს ნიავი აშლს. როგორ ხაზს უსვამს ღმერთის ქმნილებას: მაცდურს ,ცეცხლოვანს, მხარ ხელს რომ გაშლის.
გადაგავიწყებს ცოდვის შვილობას, ეს მოძრაობა ცოდვებსაც წაშლის, მოსხლეტილს ტანით, კეკლუცს და ნატიფს, შვლის ნუკრის ნახტომს ჭალაზე გაშლილს.
აბა შეხედე ეხლა მამაკაცს: ვაჟკაცს,ღირსეულს, ანგელოზთ ბადალთ, ხელების გაშლით ამ ქართა ველზე, ბერმუხასა ჰგავს ცამდე ამავალს, მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად, ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად.
სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი? ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს! ესეც შენ გერგო ქართველო ერო გადააქციე მსოფლიოს ხატად. მე მუხას! ფოთოლს ამიშლის სიო, ამ ცეკვის რიტმებს სიხარულს ვატან, ჟრუანტელს მივლის, ზეცით მადლს ვიღებ და ამ ფესვებთ ისევ შენ გატან.
7. მარტოსული ზორო ლინკი არ გინდა აქვე არის ჩემს გვერდზე, "ქართული ცეკვა" ქვია, მე პოეტი არ გახლავარ, უბრალოც ჩემით დანახული ქართული ცეკვა გადმოვეცი, ვირაცამ ტაეკვანდო დაინახა ვიღაცამ სამბა, . კომენტარებსაც გადაავლე თვალი.. საინტერესოა... მარტოსული ზორო ლინკი არ გინდა აქვე არის ჩემს გვერდზე, "ქართული ცეკვა" ქვია, მე პოეტი არ გახლავარ, უბრალოც ჩემით დანახული ქართული ცეკვა გადმოვეცი, ვირაცამ ტაეკვანდო დაინახა ვიღაცამ სამბა, . კომენტარებსაც გადაავლე თვალი.. საინტერესოა...
6. კახა გეტანხმები. ავტორიც შეიძლება ცდებოდეს. არავინაა დაზღვეული შეცდომისგან, ამიტომ ჯობს ვისაუბროთ, ავუხსნათ, თუ არ გვცხელა მაგისთვის,ან დრო არ გვაქვს სულ ნუ დაუწერთ რამეს . ნუ დაეწერთ "არ ვარგა" "სისულელეა"ს მარტო ,მაგით ავტორს კი არ ვეხმარებით არამედ ვაბოროტებთ... კახა გეტანხმები. ავტორიც შეიძლება ცდებოდეს. არავინაა დაზღვეული შეცდომისგან, ამიტომ ჯობს ვისაუბროთ, ავუხსნათ, თუ არ გვცხელა მაგისთვის,ან დრო არ გვაქვს სულ ნუ დაუწერთ რამეს . ნუ დაეწერთ "არ ვარგა" "სისულელეა"ს მარტო ,მაგით ავტორს კი არ ვეხმარებით არამედ ვაბოროტებთ...
5. მომისმინეთ ახლა მეგობრებო, ისეც არაა როგორც აქ აღწერთ. ცინიკური დამოკიდებულება ნაწერზე, ავტორის შრომაზე რა თქმა უნდა დამთგრუნველია, მაგრამ არსებობს ჯანსაღი კრიტიკაც. რაც არ უნდა დიდი აზრი ჩააქსოვო ნაწერს, თუ ის ისეთი ფორმით არ გადმოეცი რაც მკითხველის გულთან მივა კაპიკია მისი ფასი. უამრავი ნაწერის მოყვანა შემიძლია აქ, რომელიც ვერანაირ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს და იმ ნაწრებეზე მარტო არ ვარგა ან ვარგას თქმის გარდა არაფერი რჩება. თქმასაც აქვს თავისი ხელოვნებაო. ისე უნდა უთხრა ავტორს რომ არ გაანაწყენოო. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეც რომ ლაკონურად და მორიდებით ნათქვამს ავტორი აგრესიულად ხვდება და აქეთ დაგცინის.
რაც შეეხება თქვენს კრიტიკაში მოყვანილ ლექსს, იქნებ ლინკი მომაწოდოთ, უკეთესი შთაბეჭდილება რომ შევიქმნა? რამდენიმე ხაზთან, რაც მოყვანილია ლექსიდან, საპრენტეზიო არაფერია. მომისმინეთ ახლა მეგობრებო, ისეც არაა როგორც აქ აღწერთ. ცინიკური დამოკიდებულება ნაწერზე, ავტორის შრომაზე რა თქმა უნდა დამთგრუნველია, მაგრამ არსებობს ჯანსაღი კრიტიკაც. რაც არ უნდა დიდი აზრი ჩააქსოვო ნაწერს, თუ ის ისეთი ფორმით არ გადმოეცი რაც მკითხველის გულთან მივა კაპიკია მისი ფასი. უამრავი ნაწერის მოყვანა შემიძლია აქ, რომელიც ვერანაირ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს და იმ ნაწრებეზე მარტო არ ვარგა ან ვარგას თქმის გარდა არაფერი რჩება. თქმასაც აქვს თავისი ხელოვნებაო. ისე უნდა უთხრა ავტორს რომ არ გაანაწყენოო. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეც რომ ლაკონურად და მორიდებით ნათქვამს ავტორი აგრესიულად ხვდება და აქეთ დაგცინის.
რაც შეეხება თქვენს კრიტიკაში მოყვანილ ლექსს, იქნებ ლინკი მომაწოდოთ, უკეთესი შთაბეჭდილება რომ შევიქმნა? რამდენიმე ხაზთან, რაც მოყვანილია ლექსიდან, საპრენტეზიო არაფერია.
4. ბოლო პერიოდში სწორად წაკითხვის და სწორად გაგების არ ცოდნა შეინიშნება აქაც, თუმცა მაინდამაინც სავალალო არ მგონია ეს მე, რადგან საბედნიეროდ არიან აქ ისეთი მკითხველები რომლებიც ლიტერატურას ისე უყურებენ და აფასებენ როგორც ლიტერატურას და არანაირ ახლობლობას არ აქვს ადგილი. რათქმა უნდა გასათვალისწინებელია ის მომენტი როდესაც, ვერ იგებ ან არც ცდილობ დაიგო და ყოვლად უაზრო და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი კომენტარით ცდილობ შეამკო და დააკნინო ნაწარმოები და მისი ავტორი. ბოლო პერიოდში სწორად წაკითხვის და სწორად გაგების არ ცოდნა შეინიშნება აქაც, თუმცა მაინდამაინც სავალალო არ მგონია ეს მე, რადგან საბედნიეროდ არიან აქ ისეთი მკითხველები რომლებიც ლიტერატურას ისე უყურებენ და აფასებენ როგორც ლიტერატურას და არანაირ ახლობლობას არ აქვს ადგილი. რათქმა უნდა გასათვალისწინებელია ის მომენტი როდესაც, ვერ იგებ ან არც ცდილობ დაიგო და ყოვლად უაზრო და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი კომენტარით ცდილობ შეამკო და დააკნინო ნაწარმოები და მისი ავტორი.
3. მადლობა ორივეს.
გრ1გოლ111, აუცილებელია კითხვის დასმაც და პასუხის მოსმენაც, შენიშვნაც გასაგები უნდა იყოს, ხშირად ხდება ავტორის აზრს ვერ გებულობენ აძლევენ შენიშვნას და ავტორიც ვერ გებულობს რაში მიცეს შენიშვნა.... მშვენიერი მაგალითი მოიყვანე ,,არწივი ვნახე დაჭრილი``- ს ბევრი "პოეზიის მცოდნენი"აქ ,მაგ ლექს სანაგვეზე მოისროდნენ. სამწუხაროდ მადლობა ორივეს.
გრ1გოლ111, აუცილებელია კითხვის დასმაც და პასუხის მოსმენაც, შენიშვნაც გასაგები უნდა იყოს, ხშირად ხდება ავტორის აზრს ვერ გებულობენ აძლევენ შენიშვნას და ავტორიც ვერ გებულობს რაში მიცეს შენიშვნა.... მშვენიერი მაგალითი მოიყვანე ,,არწივი ვნახე დაჭრილი``- ს ბევრი "პოეზიის მცოდნენი"აქ ,მაგ ლექს სანაგვეზე მოისროდნენ. სამწუხაროდ
2. მე რომ ამ საკითხათ დაკავშირებით შეგეკამათო, ცემს თავს უგუნურს ვუწოდებ.. მართლაც ნათლად შცანს შენი სათქმელი...
მე ერთ მაგალითს მოგიყვან სკოლიდან, ვაჟა ფშაველას ,,არწივი ვნახე დაჭრილი'' ეს ლექსი მოგვცა სასწავლად მასწავლებელმა და ბევრმა ჩემმმა კლასელმა ეს რა იმაიმუნა რა იუმორისტული და სახუმარო ლექსი დაწერაო, თემა გამოელია და მასხარაობას მიყვაო.. ასეტ ლექსებ ბაღში უნდა ასწავლიდნენო და ასეთი ფრაზებიტ შეამკეს ეს ლექსი... მასწავლებელმა ყველა ვინც აგდებულად მოეკიდა ამ ლექს 2ჩაუწერა ჟურნალში.. ისე გაბრაზდა არც აგვიხსნა... მეორე გაკვეთილზე ავსოლიტურად ყველას Gვკითხა და ჩემდა გასაკვირად ყველამ ზეპირად იცოდა.. მერე კი აგვიხსნა რო არწივში ,, საქართველო იგულისხმება'' და ყვავ-ყორნებში ,,ჩევნი მტრებიო'' ...
ასე რომ სრულად ვეთანხმები იმ აზრს რო ავტორისეული ხედვა უნდა გავითვალისწინოთ და იმის მიხედვიტ გამოვიტანოთ დასკვნა..
ზოგადად სეიზლება შენიშვნა მისცე, ვთქვათ რითმაა იყოს სუსტი, ან რიტმი იყოს დარღვეული, ან აზრები არასწორად დალაგებული... როცა რამნე მოგწონს და არ მოგწონს, ყველაფერს ახსნაც უნდა მოაყოლო...
მე რომ ამ საკითხათ დაკავშირებით შეგეკამათო, ცემს თავს უგუნურს ვუწოდებ.. მართლაც ნათლად შცანს შენი სათქმელი...
მე ერთ მაგალითს მოგიყვან სკოლიდან, ვაჟა ფშაველას ,,არწივი ვნახე დაჭრილი`` ეს ლექსი მოგვცა სასწავლად მასწავლებელმა და ბევრმა ჩემმმა კლასელმა ეს რა იმაიმუნა რა იუმორისტული და სახუმარო ლექსი დაწერაო, თემა გამოელია და მასხარაობას მიყვაო.. ასეტ ლექსებ ბაღში უნდა ასწავლიდნენო და ასეთი ფრაზებიტ შეამკეს ეს ლექსი... მასწავლებელმა ყველა ვინც აგდებულად მოეკიდა ამ ლექს 2ჩაუწერა ჟურნალში.. ისე გაბრაზდა არც აგვიხსნა... მეორე გაკვეთილზე ავსოლიტურად ყველას Gვკითხა და ჩემდა გასაკვირად ყველამ ზეპირად იცოდა.. მერე კი აგვიხსნა რო არწივში ,, საქართველო იგულისხმება`` და ყვავ-ყორნებში ,,ჩევნი მტრებიო`` ...
ასე რომ სრულად ვეთანხმები იმ აზრს რო ავტორისეული ხედვა უნდა გავითვალისწინოთ და იმის მიხედვიტ გამოვიტანოთ დასკვნა..
ზოგადად სეიზლება შენიშვნა მისცე, ვთქვათ რითმაა იყოს სუსტი, ან რიტმი იყოს დარღვეული, ან აზრები არასწორად დალაგებული... როცა რამნე მოგწონს და არ მოგწონს, ყველაფერს ახსნაც უნდა მოაყოლო...
1. ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორ(ნ)ი ერთ არსად. სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი? ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს!
მეტი როგორღა მივახვედრო მკითხველი რომ ეს ცეკვა სიცოცხლეს ხატავს. ვიღაცა კი ტაეკვანდოაო... მიფასებს, თვითონ არის ტაეკვანდო. აი ეს არის სხეულით წერილი რომელიც წინაპარმა დაგვიტოვა, მას წაკითხვა და გაფრთხილება უნდა. ამოტომ ავტორისეულ ხედვას მიაქციეთ ყურადღება ,თორემ ეგრე, პიასო მდღაპნელი გეგონებათ, ნიკალას შემოქმედება- ბავშვის ნახატი, კუბისტები და იმპრესიონისტები კი მალიარები.
5 ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორ(ნ)ი ერთ არსად. სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი? ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს!
მეტი როგორღა მივახვედრო მკითხველი რომ ეს ცეკვა სიცოცხლეს ხატავს. ვიღაცა კი ტაეკვანდოაო... მიფასებს, თვითონ არის ტაეკვანდო. აი ეს არის სხეულით წერილი რომელიც წინაპარმა დაგვიტოვა, მას წაკითხვა და გაფრთხილება უნდა. ამოტომ ავტორისეულ ხედვას მიაქციეთ ყურადღება ,თორემ ეგრე, პიასო მდღაპნელი გეგონებათ, ნიკალას შემოქმედება- ბავშვის ნახატი, კუბისტები და იმპრესიონისტები კი მალიარები.
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|