ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2013


ეზოს ძაღლები

ყველა ეზოს თავისი ძაღლი ყავს,
ეს ძაღლები ეზოს ბავშვებს არასოდეს უყეფენ,
უცხო მანქანებს თუ გამოეკიდებიან ხოლმე ზოგჯერ...

ყველა კორპუსს ერთი, ან ორი მარტოხელა მოხუცი ყავს...
მათ ყოველთვის გზას ვუთმობთ სადარბაზოში
და თავაზიანსევდიანსაწყალობელ–ღიმილიანები ვშორდებით...

ისინი ყოველ დილით მიდიან მოხუცთა თავშესაფარში
და ბედნიერები ბრუნდებიან...
–მაწვნის ქილით წამოღებული სადილი
ეზოს ძაღლებს უნდა უწილადონ...

ძაღლები არასოდეს უყეფენ ბავშვებს და მოხუცებს...
დროდადრო უცხო მანქანებს თუ გამოეკიდებიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები