ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2013


დილაუზმოს სიმღერა


თავს გვენგრევა ქვეყანა
დღემდე სიმწრით ნაგები,
ავსებულა მთავრობა
... ,,ბიბის'' ამხანაგებით.
ირგვლივ მიყრილ-მოყრილა
საგვემი და ნაგვემი,
დაერივნემ მოძმეებს
კუნთმაგარი ნაგვები....
ვიოცნებოთ, დარდებით
ნუკი დავიდაგებით!
ცეცხლი თუ გვეკიდება?!
- მოვეკიდოთ გაგებით,
გაგებით,
გაგებით,
მოვეკიდოთ გაგებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები