| ავტორი: რეჟისორი ჟანრი: პოეზია 6 თებერვალი, 2013 |
(პასუხი მეგობარს...)
ნუ მკითხავ - როგორ წერენ ნამდვილ წერილებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაზაფხულია, როცა გარშემო - უცნაურად ბორგავს სიცრუე და ყველა დილა ერთნაირად დაზაფრულია...
შენთან რომ ვიყო, სიჩუმეზე მოგიყვებოდი... ძნელია იდგე, თუ სხეული ითხოვს წაქცევას. ჩამოვაფარე მოგონებებს ფარდად სიგიჟე რადგან ღირსება, დღეს არ ტოვებს სხვაგვარ არჩევანს!...
აქ მხოლოდ ქარი დათარეშობს გისოსებს მიღმა, თითქოს სამყარო დამარხულა ამ რუხ ქალაქში. დავდივარ, უხმო ნაბიჯებით ტკივილებს ვნიღბავ - სიცივესავით რომ გამჯდარან თავის ქალაში.
შენთან რომ ვიყო -ყალბ ფასადებს ფერფლად ვაქცევდი, გადავიღალე... და ძალიან დამაგვიანდა. იცი, რამდენი გაიხარებს დღეს თუ დავეცი?! რადგანაც ირგვლივ, ყველაფერი დანაგვიანდა.
დანაგვიანდა ეს ფიქრებიც, სულშიც სიცივე, კანგაცლილ ჩონჩხებს დაემსგავსნენ მოგონებები. მავთულხლართებთან - სიძულვილი სიტყვებად ცვივა - საკუთარ ქსელში გახვეული ობობებივით.
ნუ მკითხავ - როგორ წერენ ნამდვილ წერილებს, გადამავიწყდა... ალბათ მაშინ როცა ვკვდებოდი. გადავიღალე, ამ ღალატით დანგრეულ გზებზე, შენთან რომ ვიყო, უსათუოდ ავტირდებოდი...
2012. ქსანი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. კითხვა რომ დავიწყე რატომღაც მეგონა რომ აქამდეც მქონდა წაკითხული,მაგრამ არა..მომეწონა მე..:) კითხვა რომ დავიწყე რატომღაც მეგონა რომ აქამდეც მქონდა წაკითხული,მაგრამ არა..მომეწონა მე..:)
14. ლექსად ცოოოტა მესუსტა მაგრამ შინაარსმა თავისი ქნა და++ ლექსად ცოოოტა მესუსტა მაგრამ შინაარსმა თავისი ქნა და++
13. ემოციის პიკი იყო? :-) :-) :-) ცრემლებმა არა კვატმა :-) :-) :-) გდამრევს ეს ხალხი მე :-) ხო ახლა ლექსი:-) კარგია ემოციის პიკი იყო? :-) :-) :-) ცრემლებმა არა კვატმა :-) :-) :-) გდამრევს ეს ხალხი მე :-) ხო ახლა ლექსი:-) კარგია
12. ნიჭი ნიჭია, გინდ ციხეში იყოს და გინდ გარეთ. ნიჭი ნიჭია, გინდ ციხეში იყოს და გინდ გარეთ.
11. ვერაფერს ვიტყვი. ცრემლებმა თქვეს ჩემი სათქმელი.. +2 ვერაფერს ვიტყვი. ცრემლებმა თქვეს ჩემი სათქმელი.. +2
8. ვაიმეეეეეეეეეეეე,მამონტის ეშვივით დამიარა:D ვაიმეეეეეეეეეეეე,მამონტის ეშვივით დამიარა:D
7. ეს მახსოვდა თითქოს...5 ეს მახსოვდა თითქოს...5
6. ემოციურია, გულამდე დავიდა.
წარმატებები:
ემოციურია, გულამდე დავიდა.
წარმატებები:
5. ნუ მკითხავ - როგორ წერენ ნამდვილ წერილებს, გადამავიწყდა... ალბათ მაშინ როცა ვკვდებოდი. გადავიღალე, ამ ღალატით დანგრეულ გზებზე, შენთან რომ ვიყო, უსათუოდ ავტირდებოდი...
დღემდე შენახული მაქვს მამის წერილი ციხიდან... :(( ნუ მკითხავ - როგორ წერენ ნამდვილ წერილებს, გადამავიწყდა... ალბათ მაშინ როცა ვკვდებოდი. გადავიღალე, ამ ღალატით დანგრეულ გზებზე, შენთან რომ ვიყო, უსათუოდ ავტირდებოდი...
დღემდე შენახული მაქვს მამის წერილი ციხიდან... :((
4. ლამაზია და ემოციური. +2 ლამაზია და ემოციური. +2
3. კარგია მომეწონა.. :+2 კარგია მომეწონა.. :+2
2. ავტორი: რეჟისორი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
კარგია! ავტორი: რეჟისორი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
კარგია!
1. მომეწონა! ავტირდი, გამაჟრჟოლა! მომეწონა! ავტირდი, გამაჟრჟოლა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|