| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 თებერვალი, 2013 |
შენა ხარ თავის მსაჯული, თავის უფალიც შენა ხარ! ღამით - ხასიათს არჯულებ. დილით - მიჰყვები ზენა ქარს... დღეს თუ სათნო და რბილი ხარ, ხვალ თავს ზვავივით მოსწყდები. ბედზე „მოცვლილი კბილი“ გაქვს, არ ჩივი დღე და მოსწრებით... შეცდომებს უშვებ დრო და დრო, მერე რომ გადაათეთრო. სულმა რომ დარდი მოგანდო, ხორცთან არ გითქვამს საერთოდ... არც მეტი არ ხარ ვინმეზე, არც არავიზე ნაკლები... შენს თავთან მუდამ მიზეზობ, გულს კი უბესთან აკვდები. არ გიყვარს ის, რაც არ გიყვარს, იქ დგეხარ, სადაც კიდეა! იმ წყალზე კაცს არ ჩაიყვან, სადაც „ბებერი კიდია“... თან მიგყავს შენი ბავშვობა, სიბერის კართან, სალბუნად. არც ბედის სათამაშო ხარ, რა მოხდა, თუ არ გარგუნა შენი საფერი როლი და, ზედ იმის სარგო სამოსიც. არ დარდობ, რაც არ გქონია და ცხოვრობ, როგორც გამოგდის. სულს, ხელის გულზე დანადებს, ჩუმად გიკენკავს სტრიქონი. მკითხველს რაც ღიად გაანდე, ასეა, კი არ იგონებ... 05.02.13
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. არ დარდობ, რაც არ გქონია და ცხოვრობ, როგორც გამოგდის – რაღაცნაირად ძალიან საკუთარი და რაღაცნაირად ჩემი :) არ დარდობ, რაც არ გქონია და ცხოვრობ, როგორც გამოგდის – რაღაცნაირად ძალიან საკუთარი და რაღაცნაირად ჩემი :)
16. მომეწონა ++ მომეწონა ++
15. გულწრფელი ლექსია. კარგია. გულწრფელი ლექსია. კარგია.
14. სულმა რომ დარდი მოგანდო, ხორცთან არ გითქვამს საერთოდ... არც მეტი არ ხარ ვინმეზე, არც არავიზე ნაკლები... შენს თავთან მუდამ მიზეზობ, გულს კი უბესთან აკვდები.
5 სულმა რომ დარდი მოგანდო, ხორცთან არ გითქვამს საერთოდ... არც მეტი არ ხარ ვინმეზე, არც არავიზე ნაკლები... შენს თავთან მუდამ მიზეზობ, გულს კი უბესთან აკვდები.
5
13. სულს, ხელის გულზე დანადებს, ჩუმად გიკენკავს სტრიქონი. მშვენიერია...5 სულს, ხელის გულზე დანადებს, ჩუმად გიკენკავს სტრიქონი. მშვენიერია...5
12. "სულს ხელის გულზე დანადებს, ჩუმად გიკენკავს სტრიქონი".
როგორი ოქროსფერი თავთავები ლივლივებენ ამ პოეტის "პურის ყანაში!" თან ჩვენც რომ გვესალბუნებიან? "სულს ხელის გულზე დანადებს, ჩუმად გიკენკავს სტრიქონი".
როგორი ოქროსფერი თავთავები ლივლივებენ ამ პოეტის "პურის ყანაში!" თან ჩვენც რომ გვესალბუნებიან?
11. არ გიყვარს ის, რაც არ გიყვარს, იქ დგეხარ, სადაც კიდეა! იმ წყალზე კაცს არ ჩაიყვან, სადაც „ბებერი კიდია“... + + + მშვენიერია. არ გიყვარს ის, რაც არ გიყვარს, იქ დგეხარ, სადაც კიდეა! იმ წყალზე კაცს არ ჩაიყვან, სადაც „ბებერი კიდია“... + + + მშვენიერია.
9. კატიეს უნდა დავეთანხმო - ზუსტად მასე ვფიქრობ მეც სულ თქვენზე!
"შეცდომებს უშვებ დრო და დრო, მერე რომ გადაათეთრო. სულმა რომ დარდი მოგანდო, ხორცთან არ გითქვამს საერთოდ... არც მეტი არ ხარ ვინმეზე, არც არავიზე ნაკლები... შენს თავთან მუდამ მიზეზობ, გულს კი უბესთან აკვდები." კატიეს უნდა დავეთანხმო - ზუსტად მასე ვფიქრობ მეც სულ თქვენზე!
"შეცდომებს უშვებ დრო და დრო, მერე რომ გადაათეთრო. სულმა რომ დარდი მოგანდო, ხორცთან არ გითქვამს საერთოდ... არც მეტი არ ხარ ვინმეზე, არც არავიზე ნაკლები... შენს თავთან მუდამ მიზეზობ, გულს კი უბესთან აკვდები."
6. შენს თავთან მუდამ მიზეზობ, გულს კი უბესთან აკვდები. 5 შენს თავთან მუდამ მიზეზობ, გულს კი უბესთან აკვდები. 5
4. თან მიგყავს შენი ბავშვობა, სიბერის კართან, სალბუნად. არც ბედის სათამაშო ხარ, რა მოხდა, თუ არ გარგუნა შენი საფერი როლი და, ზედ იმის სარგო სამოსიც. არ დარდობ, რაც არ გქონია და ცხოვრობ, როგორც გამოგდის.
ზუსტაააააად :)
დედას გეფიცები, სულ მგონია, რომ ჩემს სულში ზიხართ, მიყვარხართ უზომოდ!
თან მიგყავს შენი ბავშვობა, სიბერის კართან, სალბუნად. არც ბედის სათამაშო ხარ, რა მოხდა, თუ არ გარგუნა შენი საფერი როლი და, ზედ იმის სარგო სამოსიც. არ დარდობ, რაც არ გქონია და ცხოვრობ, როგორც გამოგდის.
ზუსტაააააად :)
დედას გეფიცები, სულ მგონია, რომ ჩემს სულში ზიხართ, მიყვარხართ უზომოდ!
3. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2. გემრიელი ლექსი! გემრიელი ლექსი!
1. კარგია.+++++ კარგია.+++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|