ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
5 თებერვალი, 2013


ვარიაციები სამარშრუტო ტაქსის თემაზე

ამას რომ ვწერ, სამარშრუტო ტაქსში ვზივარ, გვერდზე მჯდომი მეკითხება," ჟურნალისტი ხარ? "არა ფსიქოლოგი ვარ, ვპასუხობ მე , ის ღიმილით აბრუნებს თავს და ფანჯარაში
აგრძელებს ყურებას, თუმცა ისევ ტრიალდება და ტოკავს, ეტყობა თვალები უჭრელდება, მინაზე ხომ სარეკლამო , ნასვრეტებიანი პლაკატია დაკრული...
ეს მერე იყო, მანამდე კი...
მანამდე კარი გავაღე თუ არა, რადიოს ხმა შემომესმა, ვიღაც ომახიანი ხმით აცხადებდა, "დარდიმადი! რადიო დარდიმანდი! " რა საოცარია! სამარშრუტო ტაქსი უგემოვნო
კლუბს, რესტორანს ანდა კაფეს მაგონებს, სადაც მეპატრონე იმ მუსიკას ატრიალებს რაც თავად მოსწონს და სულ არ აინტერესებს კლიენტს სიამოვნებს თუ არა . თანაც,
დინამიკები მოგეხსენებათ მძღოლისაგან შორს, ბოლო სავარძლებთანაა დამონტაჟებული და მან (მძღოლმა) რომ უსმინოს, აყრუებს მგზავრებს.
ეგეც არაფერი, მერე ნელ-ნელა მარაზმი მატულობს, აჩერებენ, კარი იღება და ვიღაც კითხულობს, ეს მარშრუტკა (ვარკეთილი, გაგარინის მოედანი , ორთაჭალა..) მიდის?
ვაი და თუ არა????.... მაშინ ის აგრძელებს , "მაშ რომელი?" მძღოლი თუ გამოცდილია არ ვიცი-ს ამბობს და კარი იკეტება, მაგრამ ხანდახან იწყება "კაჩაობა" "რატომ არ იცი?
ჰააა?" მძღოლი არ ხარ? ერთი მხრივ ლოგიკურია მაგრამ ჩვენ (მგზავრები) ხომ ვჩქარობთ? იშვიათად კი მგზავრებიც ერევიან ამ დისკუსიაში და მიდის დებატები "მგონი 51..
მიდის? მერე ვიღაც სიურეალისტი  ეკამათება! არა, 39 მიდის, გასული წლის სამშაბათს ვიმგზავრე! ...
მერე ესეც მთავრდება, გაბითურებული პოტენციური მგზავრი კარს კეტავს და ჩვენ გზას ვაგრძელებთ.
მერე კლასიკა იწყება "შუქნიშანთან გამიჩერე!" "რომ გადახვალ!" სანამ გადახვალ!" გაჩერებაზე!" ჩასახვევთან! ურნასთან! ჯანდაბასთან! ხომ გითხარი გააჩერე! არ გესმის?"
ამ დროს ამოდის ვიღაც ,ეტყობა უცხოპლანეტელია, გულწრფელად უკვირს, როგორ? 80 თეთრი ღირს? მთელი 80 თეთრიიიი? მერე ძლივს იხდის და თან ილანძღება ,
აგინებს მოქმედ, არსებულ, არ არსებულ , მომავალ მთავრობას და ბოლოს ჩადის, ჩადის და ესეც საინტერესოა, სეზონისდა მიხედვით,
თუ ზაფხულია , კარს აჯახუნებს, თუ ზამთარია და ღიას ტოვებს....ბოროტი!
შემდეგ ბავშვიანი ქალი ამოდის, ბავშვი აგზნებულია, იწყებს ტირილს, ყველა უცინის და ეთამაშება, ეკითხებიან, "ვაიმე რა ლამაზი ბავშვიააა? რამდენი წლისაა? რა თმა აქვს!მიდის დეტალური გარჩევა, როდის ჭამა და როდის აღებინა....
ამ აქციაში ყველა ებმება, ბავშვი ამდენი ყურადღებისგან სულ უფრო მეტ ღნავილს იწყებს  და..... ამ დროს რადიო დარდიმანდი რეკლამაზე გადის!....ო ღმერთო! მერე ვიღაცას ურეკავენ ტელეფონზე და ნახევარი საათის ლაპარაკის მერე ასე მგონია მე მას კარგად ვიცნობ უკვე! ყველაფერი ვიცი , რა უყვარს, რა ზომის ფეხსაცმელი აცვია და ბოლოს რა ფილმი ნახა...

მერე ახალგაზრდა გოგონა ჩადის, ადებს ბარათს ტერმინალზე, იხრება გრაციოზულად და შარვლიდან კოლგოტკა უჩანს, ტრუსების ნაწილიც...მძღოლს თვალები უფართოვდება და ხარბად უყურებს...მერე სარკეში გადახედავს მგზავრებს დარცხვენილი, სიგარეტს უკიდებს ...



** ** **
ხოლო რას ვაკეთებ მე? მე ვზივარ და ვწერ, გვერდზე მჯდომი მეკითხება, ჟურნალისტი ხარ? არა, ვპასუხობ მე ფსიქოლოგი ვარ. და ვყვირი: "გააჩერეთ დედამიწა! ჩავდივარ! დავიღალე!!!!!დავიღალეეეეეეეე.......



სერგეი ნეველი.05.02.2013 14:54:43.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები