ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2013


მრავალჟამიერ

                                                  სიკვდილი არა არის რა... მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი
                                                                                                                        (ნეტარი ავგუსტინი)

ობოლი სული ხელებით დამაქვს,
დღეს სიმარტოვის შუქი აღმენთო,
უფალმა იცის, საშველი არ მაქვს,
რად არ გისმენდი ჩემო ქალღმერთო...

აკი მითხარი: -თავს ნუ იფასებ
მოდი, იქნება მერე გვიანო...
რას ვიფიქრდებდი თუ კი, ძვირფასო
სიკვდილს შემყრიდი საეჭვიანოდ?!

დაუვარდები ქადაგად წყეულს
თუ კი, უშველის ხვეწნა მუდარა,
ოღონდ ნუ მოსავს მაგ სპეტაკ სხეულს,
მწუხრით ნაქარგი შავი სუდარა.

არ მართობს შენი კისკისი ქალავ,
არ სუნთქავ მთების გრილით ნაფერო,
ნუთუ არ შესწევს ჩემს ლექსებს ძალა,
უსულო ყვავილს სული შთაბეროს.

ტკივილი, ფიქრის კიდეს მოედო...
გაგატიალა წამში-წამიერ...
მაგრამ იცოდე გულში პოეტის,
მაინც იცოცხლებ მრავალჟამიერ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები