ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2013


იასამნების თეთრი ბალადა

დღეს დილით ქარმა სევდა გამანდო,
მეც გავუმხილე ფარული დარდი,
და მაინც ისე, როგორც არასდროს,
მე მის მოტანილ ყვავილებს ვგავდი.

შეირხეოდა ჩემში სულივით
იასამნების თეთრი ბალადა,
ბადაგად მოდგა ჩუმი სურვილი
და მუდახილად სვეტში გქარგავდა...

გვენატრებოდა ორივეს სითბო...
ისე მხიბლავდა შენი ალერსი,
მეფიქრებოდა, ცას წყნარად თითქოს
მე დავურწიე მკერდი მთვარესი.

უცხო ვარსკვლავმა კოცნა დამასწრო,
მან დამაბედა შენზე ზღვა დარდი,
და მცემდა ქარი, როგორც არასდროს,
და მიტოვებულ სალოცავს ვგავდი.

თბილისი
28 დეკემბერი, 2000წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები