ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2013


.................

შენ ხარ არენა კოსმიური თამაშის
შანსი სიცოცხლის... ევოლუციის
შენ დღეს იქნები სიფხიზლის გარანტი
და ელექტრონული რევოლუციის
                              შარქათაქი




ფიქრებში თანხვედრა ანუ ამონთხევა
სიმართლე მაგიდის უჯრებში ჩანერწყვეთ,
სიცივე ოთახის კედლებზე დაკიდეთ
სიყვარულს ელოდეთ, ვიდრე კარს გაგიღებთ.

მოკვდეს ის სამყარო, რომელიც აცხოვრეთ
ფიქრები მოკალით, სიმართლე გათოკეთ.
გთხოვთ თქვენ გულწრფელობა ამოანთხიეთ
მიწას დაანერწყვეთ, სიცოცხლე ამყოფეთ.

თქვენი ხელოვნური ფიქრების აღარ მჯერა
თქვენი ხელოვნური ღიმილი მეზიზგება.
რაც თქვენგან ყალბია და არ აქვს საზრისი
სრული სიბნელეა და ცოდვის საწყისი.

თქვენ იცვლით ფიქრებს და აღარ გჯერათ
თქვენ სიყვარულთან ეჭვებს აზავებთ
თქვენ სიკვდილამდე არ ითხოვთ განცდას
როგორც ეშმაკნი სივრცეს აწამებთ.

აქ დღეს არავინ არავის ეკუთვნის
თქვენ გსურთ თბილი ბინა, დაგეგმილი ცხოვრება, ჭიქაში კამპონტი.
გაფრენისათვის არ ემზადებით, უკვე დანებდა თქვენი გრძნობები
მალე მოკვდებით უაზრო ხელებით, უაზრო გრძნობებით.
გაფრენისათვის ჩვენ ვემზადებით,
გაფრენილები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები