ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2013


უფალო, შენდა იმედად ვართ დარჩენილნი მცირედნი!

უფალო, შენდა იმედად ვართ დარჩენილნი მცირედნი,
მოგვმადლე გონით-გონება  რწმენა კი აუარები.

ზოგსა სწავლება მით უნდათ რომ ქონდეთ კუჭი გამზღარი,
ფუჭია იგი წვალება, თუ არ სდევს გონი გამჯდარი,
თუ გულში არ დევს მოყვასის, სამშობლოს სიყვარულია,
რად გინდა იგი სიცოცხლე, მხოლოდ რომ მოარულია.

ჰეი, ქართველნო გონს მოდით, ჯერი დამდგარა თქვენია,
მრავალმა სცადა დაებყრო მსოფლიო ხმლით და ცეცხლითა
თქვენ სიყვარული არჩიეთ, გზა მოკლე მხოლოდ სწორია*,
კარნი შეუვალთ ესემის, მარტო მართალთა ხელითა.

ჰეი მცირედნო თქვენს ხელთ არს სამოთხის გასაღებია,
ვინც რომ მოვიდეს მიიღოს ყველაფრის სამი ჯერია.



მეფემან მეფე წაგვართვა, თავს გაუჩინა ავია**,
გაწირა თავისი მოდგმა, გამოუტანა ვალია,
გაქრა სამეფოც, მეფეც და მისი ნაქები გვარია
დღემდე ეძებენ ვერ პოვეს ანასტასიას კვალია.

ისევ დაგვიპყრო ურჯულომ***, ისევე სამჯერ წერია,
ისევე როგორც მრავალჯერ ,ჩვენ ვმართეთ დამპყრობელია,****
არსებობისა მანძილზე, უმეტესი ხომ ჩვენია,
არ დაგვიფასეს სიკეთე,მივეც მსოფლიო სწორია,
გავედით უმალ დაინგრა, ნანობენ , ума дурни-ა.*5

მერე მოვიდნენ ცეცხლითა,ისევ რაღა ცის წართმევნი,*6
ცეცხლი მიიღეს ისეთი, კვამლი არს აუარები,
თვითონ ჰგონიათ წაგვართვეს, ქვა ნახეს თავში საცემი,
დათესილს მალე მოიმკის შემოდგომისა მნახველი.


-მერე კარის წინ დაგვიდეს მოჭრილი ღორის თავია,*7
ღორის სიმბოლო ვინ არის,ეს იცის მთელმა LAND-იამ,
ტანი სადაა უთავო? თუ ხვდება ნეტა რასია?
სწორია! თავი დაკარგეთ, დაგრჩათ მარტოღა ტანია.

თავის გარეშე დარჩენილს, მალე ეწყება ლპობაო,
სიცივე შველის ცოტათი,გარედან არ ჩანს დნობაო,
შიგნიდან ისე აყროლდა სუნი გადაწვდა ველსაო,
მკვდარს ვერც აქიმი უშველის, ვერცა ბალზამის წყებაო.

ისევ უფლისა იმედად ვართ დარჩენილნი ქართველნი,
სამართალს ველით შენგანა, უამრავ ჭირთა მნახველნი,
შენ დაგვიფარე ავისგან, თუ ვართ სიმართლის მძებნელნი,
დიდება შენსა სახელსა- უკუნისამდე- ვართ შენნი.

11აგვისტო/2011წ.  სოფელი თლუღი.

ახსნა:
გზა მოკლე მხოლოდ სწორია*- თავისთავად უმოკლესი მანძილი ორ წერტილს შორის არის სწორი(ხაზი) მათემატიკურად.
სწორი გადატანითი მნიშვნელობით ნაგულისხმები მაქვს  - მართალი
(სწორია, მართალიას მიმართებაში ხშირად ხმარობენ)
ანუ ვიგულისხმე:  მართალი გზაა მოკლე.
გზა მოკლე ,მხოლოდ მართალი გზაა! (ავტ.)
------------------------------------------------------------------------
მეფემან მეფე წაგვართვა, თავს გაუჩინა ავია**,-

ქართლ- კახეთის სამეფოს გაუქმება.                                                                       
1801 წლის 24 მარტს უფლისწული დავითი ჩამოაშორეს ხელისუფლებას ,მოგვიანებით კი დააკავეს და სანკტ-პეტერბურგში გადაასახლეს. 
იმპერატორმა პავლე I-მა (1796–1801 წწ.) ბრძანა (1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი), მაგრამ მალე შეთქმულებმა მოკლეს და თავისი ბრძანების ასრულებას ვერ მოესწრო.                                                                                                        1825 წლის ნოემბერში  მოულოდნელად გარდაიცვალა იმპერატორი ალექსანდრე I
1881 წელს ხალხოსნების რადიკალურმა ნაწილმა მოკლა იმპერატორი ალექსანდრე II.
1917 წლის 15 მარტს, ნიკოლოზ II  გადადგა.                                                                           
1721 წლის სექტემბერში, რუსეთის იმპერია დაემხო.
1918 წლის 4 (17) ივლისს, იმპერატორი ნიკოლოზ II ოჯახთან ერთად დახვრიტეს.
---------------------------------------------------------------------
ისევ დაგვიპყრო ურჯულომ***- ურჯულო ქვეყნის მიერ ,1921 წლის 25 თებერვალის საქართველოს ანექსია.
------------------------------------------------------------------
ჩვენ ვმართეთ დამპყრობელია,****- 1922 აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად.
---------------------------------------------------------------------
გავედით უმალ დაინგრა,ნანობენ , ума дурни-ა.*5- 1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. (ума дурни-ა  ორმაგი გაგებით. უმადურნია (ქართ)
ума дурни-ა  (რუს.)
-----------------------------------------------------------------------
რაღა ცის წართმევნი,*6 – 2008წ  8 აგვისტო.

------------------------------------------------------------
მერე კარის წინ დაგვიდეს მოჭრილი ღორის თავია,*7 - მოსკოვში საქართველოს საელჩოს წინ დადეს  სიმბოლურად ღორის თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები