ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2013


გათენება

რა ლამაზია ეს გათენება, _
ჩუმი გუგუნი მტკვრის.
ცით ბეღურების გადაფრენა და
აელვარება მზის.
ფრთხილი შრიალი
ჭადრის ფოთოლის, _
გამოღვიძება დღის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები