ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2013


ყვავილები ესევიან ატამს...

უსასრულო უძილობა დამჩემდა,
დღეს და ღამეს სამოსივით ვიცვლი,
იცოდე, დრო თუ ოდესმე გაჩერდა,
შეხვედრამდე წამებს გულში ვითვლი ..

გული მიცემს მატარებლის ხმებით,
მონატრებულ კადრებს ტვინი ხატავს..
მახსენდები სხივ ნარეკლი თმებით
და ტუჩებით, რისი გემოც ატამს
თან გავს და თან მარწყვის არის მსგავსი..
ასე ტკბილი  ევასა და ადამს
არ უგრძნიათ სიყვარულის არსი...
ყვავილები ესევიან ატამს

ყვავილები შესევია ატამს...
ასე ტკბილი  ევასა და ადამს
არ უგრძნიათ სიყვარულის არსი
არ არსებობს არაფერი მსგავსი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები