მოქმედების ადგილი: სადაც გენებოთ... დეკორაცია: როგორც გენებოთ.
შვილი: –სად ვართ ? მამა: –მოვედით. შვილი:–შუბლზე რა გჭირს? მამა: –არაფერია...ცოტა მივარტყი. შვილი: –ხელს მოგკიდებ... მეშინია! მამა: –არ შემეხო დაგწვავ! შვილი: –მამი, როდის მორჩება ეს საფეხურები? მამა: –ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო... შვილი: –დავიღალე მა, გული მტკივა. კაცი შვილს ხელში აიყვანს და ისე გააგრძელებს ასვლას საფეხურებზე... მამა: –გახსოვს პირველად, რომ შევხვდით? შვილი: –არა მა არ მახსოვს. მამა: –მე მახსოვს... ისეთი პატარა იყავი, მაგრამ მე ვიყავი დიდი, მთელს სამყაროზე დიდი, როცა ხელში პირველად აგიყვანე. შვილი: –ასეთი სიტყვები ჩემთვის ჯერ არ გითქვამს. მამა: –იმიტომ, რომ მხოლოდ ახლა მივხვდი, როგორ უნდა გიყვარდეს არაიმქვეყნიურად. შვილი: –მა, უფალსაც ხომ უყვარდა თავისი შვილი? მამა: –უყვარდა... შვილი: –მაშინ, რატომ დაუშვა, რომ ტკივილი მიეყენებინათ მისთვის? მამა: –უფრო დიდი ტკივილი, რომ აერიდებინა... შვილი: –ჯვარცმაზე დიდი? დუმილი... შვილი: –ახლა სად მივდივართ მა? მამა: –დედასთან... შვილი: –დედა ხომ ანგელოზებთან არის? მამა: –კი, ანგელოზებთან... შვილი: –მალე მივალთ? მამა: –სულ ცოტა დარჩა... შვილი: –შენც ხომ ჩვენთან დარჩები? მამა: მე არა... შვილი: ისევ უნდა დაგვტოვო? ისევ დუმილი... შვილი: –მა, დედა...დე... ხედავ დედას? მამა: –მხოლოდ, რამდენიმე საფეხური დარჩა...მარტომ უნდა იარო. მე უნდა წავიდე... * * * ეს ყველაფერი კი, დაიწყო ასე ...
მანქანა...საჭესთან კაცი ზის...უკანა სავარძელში მისი შვილი. კაცს გვერდზე სატანა უზის, რომელსაც მხოლოდ თვითონ ხედავს.
სატანა: –გული აწუხებს ჰო? მამა: –კი... სატანა: –ვერ გადარჩება... მამა: –ხმა ჩაიგდე! სატანა: –ეს, ჩემს უთქმელადაც, მშვენივრად იცი. ისე ბავშვია და ჯოჯოხეთისთვის მეცოდება. მამა: –გაჩუმდი მეთქი! სატანა: _მე შემიძლია ავარიდო ჯოჯოხეთი... მამა: –მე რა უნდა გავაკეთო? სატანა: –სიჩქარეს მოუმატე. მამა: –ტკივლი ტკივილის ნაცვლად? სატანა: –ფიზიკური ტკივლი სულიერის ნაცვლად... მამა: –შენი არ მჯერა. სატანა: –ყველაფერი კანონიერად მოხდება. მამა: –ეშმაკსაც წაუღიხარ. ეშმაკმა ღვარძლიანად გადაიხარხარა... სატანა: –ყველაფერი კანონიერად იქნება! მამა: –მაინც როგორ? ეშმაკმა დახეული სამოსის მარცხენა ჯიბიდან ფურცელი ამოიღო. მამა: –ეგ რა არის? სატანა: –კონტრაქტი. მხოლოდ ორ ადგილას მოგიწევს ხელის მოწერა. მამა: –ჩემგან რა გინდა? სატანა: –სული...
* * * შვილი: –მა, ცოტა ნელა იარე მეშინია. მა, ცოტა ნელა... მა... მა ... ... * * * შვილი: –სად ვართ მა? მამა: –მოვედით...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ჩემი აპლოდისმენტები და მოკრძალებული +2 თქვენ )) ჩემი აპლოდისმენტები და მოკრძალებული +2 თქვენ ))
13. ძალიან კარგი მოთხრობაა... მოკლე და ძალიან ტევადი... ყოჩაღ! 5
ძალიან კარგი მოთხრობაა... მოკლე და ძალიან ტევადი... ყოჩაღ! 5
12. ძალიან კარგია და ემოციური +5 და წარმატებები :)) ძალიან კარგია და ემოციური +5 და წარმატებები :))
11. ავტორი: მე_პოეტ_ე ჟანრი: დრამატურგია ჩემი შეფასება: 5
16 თებერვალი, 2013
ავტორი: მე_პოეტ_ე ჟანრი: დრამატურგია ჩემი შეფასება: 5
16 თებერვალი, 2013
8. დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დადებითი შეფასებები დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დადებითი შეფასებები
7. ეშმაკთან ხელშეკრულება არ ამართლებს, შემოგაპარებს ტყუილის მამა, რამე სისაძაგლეს...
ნაწერი მომეწონა, უზომოდ თან :)) ემოციურია და თან ღრმა.
წარმატებები და ჩემი მოკრძალებული +2 ეშმაკთან ხელშეკრულება არ ამართლებს, შემოგაპარებს ტყუილის მამა, რამე სისაძაგლეს...
ნაწერი მომეწონა, უზომოდ თან :)) ემოციურია და თან ღრმა.
წარმატებები და ჩემი მოკრძალებული +2
6. ემოციურია ძალიან ემოციურია ძალიან
5. ემოციურია ძალიან ემოციურია ძალიან
4. ძალიან კარგი მინი პიესაა..
იდეა + შესრულება.
საღოლ..
555 ძალიან კარგი მინი პიესაა..
იდეა + შესრულება.
საღოლ..
555
3. სერიოზული ნამუშევარია 5 სერიოზული ნამუშევარია 5
2. ტრაგედია მეტად ორიგინალური გადაწყვეტით... ნიჭიერი ხარ! 5 ტრაგედია მეტად ორიგინალური გადაწყვეტით... ნიჭიერი ხარ! 5
1. დამაჟრიალა:( +2 დამაჟრიალა:( +2
|
|
მონაცემები არ არის |
|
|