ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 თებერვალი, 2013


ერთი რომელიც უსასრულობის ტოლია (ნული, უსასრულობა, ერთი)

ერთი რომელიც უსასრულობის ტოლია
ჩვენს ეპოქაში მეცნიერებამ დიდი ნახტომი განახორციელა თითქმის ყველა სფეროში,მაგრამ ყოველი მათგანი მონეტის ცალ მხარეს გვიჩვენებს, ხოლო მეორე მხარე არათვალხილულია და  მეცნიერებას უჭირს ჩაწვდეს მის ჭეშმარიტებას, რადგანაც ეს ჭეშმარიტება ანგრევს ყოველგვარ  ფიზიკურ კანონს და მათემატიკურადაც პარადოქსულია. ამიტომაც დღეს მეცნიერებს შეუძლიათ დაინახონ შავი ხვრელი, ისაუბრონ მასზე, თვალი გადაავლონ სამაყაროს უკიდეგანო სივრცეებს,გამოთვალონ შორეული ვარსკვლავის მასა,ქიმიური შემადგენლობა და უამრავი რამ, მაგრამ ვერ გასცეს მარტივ კითხვას როგორიცაა“ ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი“.
თურმე შემთხვევით მოხდა ყოველივე:
შემთხვევით დიდ აფეთქებას ,მოყვა შემთხვევით გალაქტიკების გაჩენა, შემთხვევით მზესთან  სიცოცხლისთვის სასურველ სიახლოეს  მოხვდა პლანეტა დედამიწა, შემთხვევით დაიბომბა წყლის მეტეორიტებით,შემთხვევით დაეჯახა  სხვა ციური სხეული რომრლმაც გვაჩუქა მთვარე,მთვარემ მოქცევა ,მოქცევამ სიცოცხლე და ა.შ. უამრავი (უსასრულო) შემთხვევითობის ენ ხარისხად ენ შედეგია დღეს რომ კითხულობ ამ ნაწერს. ალბათ მარტო იურისტებს გაუჩნდებათ ეჭვი, ამდენი შემთხვევითობისა და დამთხვევის გამო, თავისი პროფესიული ალღოს თუ აქსიომის წყალობით ყველაფერს უყურონ ეჭვის თვალით,სხვა მეცნიერებს კითხვაც არ ებადებათ ამდენი დამთხვევითობის გამო, თუმცა შინაგანად ყველა აღიარებს რომ უმიზეზოდ ფოთოლიც არ ვარდება ხიდან.
მათემათიკაშიც ასეა მხოლოდ ჯოხებს ხედავენ 1+1=2 , 1რომ უდრის უსასრულობას მათვის პარადოქსია .
XX საუკუნის ყველაზე გამოჩენილი და წარმატებული მეცნიერის  ალბერტ აინშტაინის ფორმულას E=mc² ყველა იცნობს.
E – ენერგია, M – მასა, C – სინათლის სიჩქარე ,
თავისი გენიალური ფორმულით E=MC2
დაამტკიცა ღმერთის არსებობა,ანუ 1=MC2/E
ერთი უდრის  სამყაროს,შუქს და ენერგიის ფარდობას.
და სამყაროს,შუქს და ენერგიის ფარდობას მინუს ერთი უდრის ნულს MC2/E-1=0
ანუ ერთის გარეშე - სამყარო,შუქი და ენერგია არაფერია.
რა შეიძლება იყოს ის ერთი რომლის გარეშე სამყარო,შუქი და ენერგია ნულის ტოლია ანუ არაფერია, მხოლოდ ღმ1.
ამასთანავე  1= ∞ 
თუ როგორ არის 1 უსასრულობა ,მარტივია: 0 დან 1მდე უსასრულო რაოდენობის რიცხვებია,მაშ ორი ან ასი რა არის მკითხავთ? ორი ერთის გამეორებაა, ასი ასი ერთიანი,თვით მთელი როცხვების უსასრულობა 9999999999...... მიისწრაფვის ერთისკენ.
ასევე მცდარია მეცნიერების მოსაზრება თითქოსდა დრო წარმოიქმნა დიდი აფეთქების შედეგად მატერიის წარმოქმნასთან ერთად, დრო იყო მანამდეც სანამ დიდი აფეთქება მოხდებოდა, და ერთდღეს ყველა ვარსკვლავიც რომ ჩაქრეს - დრო მაინც იქნება, რადგანაც დადგება ჟამი როცა  ვარსკვლავები კვლავ აინთებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები