ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
16 თებერვალი, 2013


ნ ო ს ტ ა ლ გ ი ა

საშინელი სენი მჭირს , აგერ უკვე თითქმის ათი წელია.
ღამ-ღამობით მესიზმრება ჩაბნელებული ქალაქი, დავაბიჯებ ჭუჭყით გადატენილ ქუჩაზე, ბინდში ტაქსს ვხედავ, არ მიჩერებს. ეშინია.
მერე ლაფით სავსე ქუჩაზე გადავდივარ...ქარს ძონძები და ქაღალდები მოაქვს....სადღაც ძაღლი ყმუის.ყვავები კი რატომღაც ძალიან ბევრია, თან დაბლა დაფრინავენ. ჰაერში ცეცხლის სუნი ტრიალებს...ვხედავ ანთებულ კოცონს ცენტრში . სროლის ხმა მესმის......ქალაქი კვამლშია გახვეული.(აქ უკვე მე მეშინია! )
ადამიანები ჩაფუთნულები და თავდახრილები სწრაფად მიაბიჯებენ...თითქოს ზომბები, დახლების გასწვივ..დახლები--ეს ხომ ძველი გადაყირავებული მაცივრებია! ააააა! როგორ მომნატრებია! ახლა ლამპის შუქი დავლანდე ფანჯრებში....რა ლამაზი ყოფილა!
მეზობლის ბავშვი სკოლიდან მოდის, მოვა კორპუსთან და ყვირის...."დედააააა! დედააააა! ამოვდივარ!--პასუხად" ახლავე შვილო! ჩამოვალ...."
რა საშინელებაა? არა, გეკითხებით! რა საშინელებაა? არ მოგენატრათ თქვენც? გამოტყდით! არაფერია სამარცხვინო ამაში, როცა წარსული გენატრება .....რომ ახლა თქვენც თვალი ცრემლით გევსებათ...მოდით, ერთად ვიტიროთ....მესმის..ოოო როგორ მესმის თქვენი.....
ეს ნოლტალგიაა.
დიახ, ნოსტალგია.
დღეს კი გამიმართლა! არნახულად გამიმართლა! ასეთი რამ უკვე ზღაპარში მეგონა არსებობდა, ანდა უკანმოუხედავად დაკარგულ, შეიძლება მწარე , მაგრამ მაინც ტკბილ წარსულში!...ვაკეში ვარ, ყვითელ ავტობუსში, უნივერსიტეტთან გოგონები ამოდიან, იცინიან....ჩემთვის ვზივარ და ვფიქრობ...სადამდე ღმერთო? სადამდე? დავიღალეთ ამდენი წესრიგით! სისუფთავით! დამაბრუნე ღმერთო წარსულში, სადაც ახალგაზრდა და ბედნიერი ვიყავი! დამაბრუნე!...
და უცებ ყვირილი მესმის...
--ციფრული მომპარეს! ჩანთაში აღარ მაქვს! გახსნილი მაქვს ჩანთა!
რა ცოტა რამ უნდა ადამიანს ბედნიერებისათვის.


******** ******* *******
.....იმ ღამეს ტკბილად მეძინა.აღარ ვკვნესოდი, არც გამოშიგნული ლიფტი დამსიზმრებია , არც შეშის ღუმელი, არც ადამიანები გაჩერებულ მეტროს სადგურებთან. (ისე საიდუმლოდ გეტყვით და...არც პურის რიგი დამსიზმრებია!)
არც მყრალი სამარშრუტო ტაქსი.რომ ირწეოდა, როგორც ურემი!
დიახ, არც ღამეული ყვირილი გარეუბნებში ...... " არ მომკლა! ყველაფერი წაიღე!..."
ყველაფერი დაბრუნდება, მე უკვე ვიწამე ეს.
მე მჯერა.
იმ დღეს ნოსტალგიამ უკან დაიხია.





ს.ნ. © 2013 .№111030497422

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები