ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2013


იწყება დილა

დღეს უფრო მძიმედ,ნათლად და ასგზის
მოთოვა თეთრად გაყინულ გზებზე,
სიცივე, როგორც წუხილი ბავშვის
უმტკივნეულო გასასვლელს ეძებს
გამთბარ სხეულში.
მოგონებებით სავსეა ქუჩა
და ბეღურებით სავსეა სახლი.
ვერშემტვრეული კარების უკან,
სუსტად იგრძნობა სიმძაფრე ახლის,
სიცოცხლისა და მიწის სურნელის.
რაც კი რამ რჩება სიცოცხლის მიღმა,
ვერ დაბრუნების მკაცრი მოტივი-
ნება, სისუსტე და ბოლოს სიტყვა,
დაკიდებული ყელზე ლოდივით,
შარაზე ფეხის გადაბრუნება.

ჩიტის გულივით ფეთქავს სამყარო
და ჩიტის ცრემლით იწყება დილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები