ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2013


აფრასიონის მეხი (რაჭულად)

სათაური ,როგორც  რესტორნის მენიუ
"ლობიანი (რაჭულად)" ისე გამოიყურება,
თუმცა ამის თქმით დაგასწარით და
მოსალოდნელი ირონიიდან  დავიცავი.

.....ბერი ოინა ნიკორწმინდას ყოფილა როდესაც  სოფლად ჩონჩქოლი ამტყდარა, აფრასიონის ნალიას მეხი დასცემია, ახლოს მდგარ პატარა სახლს გადასდებია ალი და სრულიად დამწვარა , აფრასიონს რამოდენიმე ჭურჭლის და ტანსაცმლის გადარჩენა მოესწრო მხოლოდ. სოფელი რომ შეიყარა, აფრასიონი კაკლის ქვეშ დამჯდარი, ხუთი მცირეწლოვანი შვილით და ცოლით ხელგადახვეულნი ქვითინებდნენ. დავიღუპეთ შვილებო, უფალო რატო დამსაჯე ასე მწარედ მე ცოდვილი,  აფრასიონის ეზოდან შეკრებილი ხალხის ბზუილი ისმოდა , ჯგუფებად შეკრებილიყვნენ და  საუბრობდნენ, საწყალი აფრასიონი დაიღუპა კაცი, ეს რა უბედურება დაატყდა, ვინ დაწყევლა, ახლოს ქონდა ნალია, ასე რომ ყოფილიყო ისე იქნებოდა და უამრავი რამ.
აფრასიონი ხელმოკლედ ცხოვრობდა არა იმიტომ რომ ზარმაცი იყო არამედ იმიტომ რომ თავის ხუთი შვილის და თავისი საქმის გარდა , სოფელში ყველას ეხმარებოდა, საკუთარ საქმეს მიატოვებდა და მეზობელს ღობის შეკეთებაში მიეხმარებიდა, აქეთ ქვრივს ბალახს მოუთიბავდა, იქით მოხუცებულებს ყანას გაუთოხნიდა უანგაროდ ,არც უარის თქმა შეეძლო და არც გასამრჯელოს აღება გაჭირვებული მეზობლისგან.
ისევ ხალხის საუბარი ისმოდა ეზოდან როცა ვიღაცამ  დაიძახა ბერი იონა მოდის!
ბერი იონა მოდის ,ბერი იონა მოდის, ერთმანეთს ადასძახეს ხალხმა , ეზოში სიჩუმე ჩამოვარდა მარტო აფრასიონის ჩუმი გოდება ისმოდა.
იონა ჯოხით ხელში მოდიოდა, ჯოხი იონაზე ოდნავ დაბალი იყო,თავზე ორი კაპით ზევით. შემოვიდა ეზოში, ხალხი მიიწ მოიწია. წამიერად მოავლო თვალი ეზოში დამწვარ სახლს და აფრასიონს მიუბრუნდა. აფრასიონი განაგრძობდა რისთვის დამსაჯე უფალო.
აფრასიონ! უფალმა კი არ დაგსაჯა არამედ მოწყალალება გაიღო, შენი კეთილი გული და ოჯახი ამ ფაცხის ღირსი არ იყო, უფალი მოგცემს სახლს რომლის სწორი არც ამ სოფელში არც ბევრ სხვა სოფელში სწორი არ მოიეძებნება. მერე ხალხისკენ მიტრიალდა და თქვა: უფლისთვის ლოცვა , მარხვა,წესის დაცვა ,სანთლის დანთება, კარგია , მაგრამ მოყვასის გვერდზე უანგაროდ დადგომა სამჯერ მეტ მადლს მოიტანს თვითეულისთვის, ხვალიდანვე მკათათვის 7 დან და იწყება შენი სახლის შენება და მარიამობამდე დასრულდება. ესა თქვა და დატოვა ეზო.
მეორე დილით სოფელში ფუსფუსი ადრიანად დაწყებულიყო,
სად მიდიხარ ურმით ამ დილა ადრიან?
ტყეში მივდივარ აფრასიონისთვის მორები უნდა მოვჭრა, ჩემი ხარებიც წაიყვანე გამოგადგება,
შენ სად მიდიხარ ბიჭო?
ხროხები მიმყავს საბალახოდ., მამას არ ცალია აფრასიონს ეხმარება.
ხის ოსტატები საქმეებს აღარ იღებდნენ, აფრასიონს უნდა უნდა მივეხმაროთო.
დასეოდა მთელი სოფელი აფრასიონის ეზოს,ზოგი წმენდდა ზოგი თხრიდა ზოგი ასწორებდა, აფრასიონი უშლიდა მარტო, ამხელა ორმო არარი საჭირო,ამხელა სარძიკველი რათ მინდა ,ამხელა სახლი, მხელა მისაღები ,ამდენი ოთახები რათ მინდა რატო წვალობთ ამდენს, მაგრამ აფრასიონს ვინ უსმენდა, დღეში ორჯერ მეზობლის ქალები სუფრას შლიდნენ, ვისაც რა ქონდა მოქონდა , სადილი მოკლე იყო ,ვახშამი უფრო გრძელი, თუმცა სამ შვიდ ჭიქა ღვინოზე მეტს არ ცდებოდნენ, ხვალ ბევრი საქმეა და დასათრობად არ გვცალიაო, ასე ერთმუშტად შეკრული, ასე ურთიერთ გვერდში მდგომი სოფელი არვის ენახა, ვინმეს თუ რამე ურთიერთ წყენა ქონდათ ყველას დავიწყებოდა, აფრასიონიც ვახშმის ბოლოს ხელში სასმისს აიღებდა და თვალებზე ცრემლი მოადგებოდა, მანამდე აფრასიონს ბევრნაირი ცრემლი განუცდია სიმწრის, უბედურების, შეცოდების, თუ სიხარულის ,მაგრამ ეს სახლის აშენების სიხარულის ცრემლები არ იყო არამედ ცრემლი სიკეთის , რომელიც სოფელს გამოეჩინა მის მიმართ, ჩემო კეთილო ადამიანებო, თქვენ კეთილ გულს,თქვენ მარჯვენას,  თქვენ სუფთა  უანგარო თანადგომას, თქვენს სულს ენაცვალოს აფრასიონიო, და ცრემლებს ვერ იკავებდა, ამხელა კაცებსაც სიკეთის ჟრიამული დაუვლიდათ და ბალღებივით აქვითინებულები გადმოყრიდნენ ცრემლს.
სახლში მისული კაცებს მეუღლეები ეკითხებოდნენ რა დალიეთ ამდენი რომ ცრემლად იღვრებოდითო, ხომ არ დაბერდით ,ადრე ოცი ჭიქის მერე მოგადგებოდათ ცრემლი, ეხლა სამ ჭიქაში რა გჭირთო?
მთელი სოფელი სიკეთის ცრემლით ტიროდა.
უკვე მარიამობის მარხვა ახლოვდებოდა რომ დაასრულეს  აფრასიონის  ულამაზესი სახლი , სახლი კი არა სასახლე გამოსულიყო, მისაღები იმხელა იყო ცხენი გაჭენდებოდაო, ხოლო გარედან ისე იყო მოჩუქურთმებული რაჭველი ოსტატების მიერ ნამდვილად ხელოვნების ნიმუში იყო. კაცის ხელით შექმნილს თვალი უკეთეს ვერა ნახავდა.
ვისაც დიდი ქორწილი ან ნათლობა  ქონდა გადასახდელი, აფრასიონი მიდიოდა ეუბნებოდა მოდი გაშალე სუფრა ჩემთან , ან არ გაავდეს, ან ქარმა ან წვიმამ არ შეგიშალოთ ხელი, მიმსახურეთ გამოიყენეთ ჩემი მისაღებიო.
ვისაც სტუმარი ან მოყვარე მოუვიდოდა შორიდან, ჯერ მოსული არ იყო და იკითხავდა ეს ლამაზი სასახლე ვისიაო? აფრასიონისო, დამთავრებული არ ქონდა პასუხი რომ აფრასიონის ბიჭი მოირბენდა და იტყოდა მამამ დამაბარა სადილად სრუმრებთან ერთად გელოდებითო. ეს წესი მთელ რაჭას და მომავალში მთელს საქართველოს მოდებია. მხოლოთ ერთი რამ დარჩა რაჭაში მთელი საქართველოდან განსხვავებით,შენ დაგეცა აფრასიონის მეხიო,ხუმრობდნენ რაჭველები,უფრო ქალებს აეტაცნათ ეგ გამონათქვამი, ვინმე რომ აზრიანს, კუნიახს ან სასაცილოს იტყოდა სიცილით ეუბნებიდნენ უი,შენ დაგეცა მეხიო, სტუმარი ვერ ხვდებოდა რატო იწყევლებოდნენ ქალები ასე მარა მერე მოუყვებოდნენ აფრასიონის ამბავს და ყველაფერი გასაგები ხდებოდა.
და იყო სოფელში სიკეთე და კაცთ მოყვარეობა.
აი ასეთ სიტყუას კეთილს თესდა ყველგან იონა და მის მოსავალს მთელი სოფელი და თაობა იმკიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები