ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2013


ბავშვი


მატარებელში ჩავსვი და გავუშვი
პატარა ბავშვი.
მზე იყო თაკარა,
თვალები ანკარა -
მზე ცისფერ აუზში.
ჩამოვა,
ჩავკოცნი
გარუჯულ ლოყებზე,
არაფერს დავუშლი.
ვეტყვი -
ჩემი ეზოს მომეც მზე,
მომეც მზე!..
და ქერა თმებს გავუშლი.
მატარებელში ჩავსვი
და გავუშვი
დედულეთს ბავშვი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები