ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2013


არჩევანი

თუ  ეტყვი მართალს,
ეტკინება საშინლად გული
და გაზაფხული,
თავისი წილი
გაზაფხული
ექცევა ზამთრად,
მაგრამ დრო გავა,
გავა დრო და
აღარც ღირს დავა
იმაზედ, რომ თავისთავად
ზამთარიც გავა.
მოფრინდებიან
ისევ ჩიტები,
მიამიტები
და ისაც,
ისევ ძველებურად,
-ძლივსგადატანილ
სიმართლის განცდას-
ალუბლის ძირში,
დაუფშვნის მჭადს და
დაუყრის მარცვალს.

თუ ტყუილს ეტყვი,
-გენდობა სულით-
დაგიჯერებს,
გაშლის ფრთებს ლაღად.
სიცოცხლე ღირდა
ამ წუთებისთვის!...-
დაიჯერებს,
მზის შესახვედრად
აიჭრება
მაღლა და მაღლა.
მაგრამ ხომ იცი,
მოკლეფეხება
ტყუილსაც დიდხანს
ვერ გააჩერებ,
ჩაიწყობს
ხელებს ჯიბეებში,
თამაშიდან
სასწრაფოდ გავა,
აეხდება
ყველაფერს ფარდა...
და ვარდნა...ვარდნა..
მზიდან დედამიწისკენ...-
გაპატიებდა ,
ყველაფერს მაინც
გაპატიებდა...-
--------------------------------
გადარჩენის შანსი არ არის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები