| ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული 18 თებერვალი, 2013 |
ლოტოს გათამაშების გადაცემის ჩაწერაზე მარტო არ წავედი და მეგობარიც წავიყვანე. საგანგებოდ ვარ გამოწყობილი ...თმაც კი დავივარცხნე სალონში... ხალისიანი და ბედნიერი ვარ.ყველა ჩემ გარშემო ტრიალებს. ლოტოს გათამაშების წამყვანი, უმშვენიერესი გოგონა მეკითხება: ----რას აპირებთ მოგებული თანხით? -----აუცილებლად დავეხმარები ბავშვთა სახლებს და ეკლესიას.... ციფრები თვალწინ მიტრიალებს და ხშირ- ხშირად ვიმეორებ: ორი,ხუთი,თერთმეტი,ოცი,ერთი,სამი.... ამ დღეში რომ ვარ, უცებ გამეღვიძა...მივხვდი სიზმარი იყო...არადა , ძალიან ცოცხალი და კარგი სიზმარი....ცხადი მეგონა,მაგრამ როცა მივხვდი,რომ სიზმარია, ხელით ტელეფონს გადავწვდი და ციფრების ჩაწერა დავიწყე...კლავიშების აწკაპუნებამ ჩემი ქმარიც გამოაღვიძა და -----ვის წერ , უბედურო, ამ შუაღამეზეო---შემომიღრინა. ახსნას აზრი არ ჰქონდა და ხვალ გეტყვი მეთქი,ვუპასუხე. ამ სიზმარმა ჩემი ცხოვრება შეცვალა...ცხოვრების ხალისი დამიბრუნა....სამსახურში ხალისიანი გავხდი,მეგობრებთან კარგ ხასიათზე ვარ და ვხუმრობ...ყველას მოვუყევი,რომ ციფრები დამესიზმრა და ადრე თუ გვიან,მაგ ციფრებით ჯეკპოტს მოვიგებ... დავგეგმე, სად და როგორ დავხარჯავ ფულს...არავის დავტოვებ უსაჩუქროდ....ბიზნესი ხომ, თავისთავად, უნდა წამოვიწყო.... გათამაშება კვირაში ორჯერაა და სამი კვირაა, არც ერთი სამშაბათი და პარასკევი არ გამომიტოვებია....ყოველთვის ერთი და იგივე ბილეთს ვაკეთებ: 2; 5; 11; 20; 1; 3. მოგებამდე სულ ცოტა დრო დარჩა, ამიტომ ბიჭის სწავლის საფასურის გადახდა რა პრობლემაა....ვისესხებ და მერე,რომ მოვიგებ, აგერ არ იქნება ფული? სადარდებელი აღარ მაქვს....წვრილ-წვრილი ვალებიც მაქვს....ცოტას კიდევ მოიცდიან...მალე სამშაბათია .. ბილეთი უკვე ნაყიდი მაქვს.... ერთი თვე ამ მოლოდინში გავატარე....ცოტა კი მომბეზრდა,მაგრამ ჯეკპოტი იმდენად დიდია, უკვე ექვსნიშნა რიცხვია და საკმაოდ ახლოსაა შვიდნიშნასთან,რომ ლოდინად ღირს...დამესიზმრა და როგორ შეიძლება, არ მოვიგო...ერთხელ სხვა გათამაშებაშიც ხომ მოვიგე....იღბლიანი ვარ.... სამშაბათი დღე იყო,სკოლიდან ჩვეულებრივად მოვედი და სახლში საშინელი ამბავი დამხვდა.დედამთილს თავი აქვს წაკრული და ჩემი გოგონაც ანერვიულებულია. რა მოხდა მეთქი და ხელში რაღაც კონვერტი მომაჩეჩეს....მაშინვე დიმა გავიფიქრე,ვაითუ.... სასამართლოს უწყება აღმოჩნდა. ავღელდი და ძლივს წავიკითხე: ა/წლის ხუთ ოქტომბერს ,სიჩქარის გადაჭარბების გამო დაჯარიმდა დიმა მ. 200 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა განისაზღვრა ოცდაათი კალენდარული დღით. აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაფიქსირდა ვადაგადაცილების ფაქტი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დიმა მ.ს აეკრძალა მანქანის მართვა 2 წლის ვადით. ამჟამად საურავი წარმოადგენს 1500 ლარს.
განაჩენი გამოტანილია ქ.ქუთაისის რეგიონალური სასამართლოს მიერ. გასაჩივრება შესაძლებელია 7 კალენდარული დღის ვადაში. თარიღი 25: 11: 2013 წელი. ვიღაც აწერდა ხელს,არც წამიკითხავს....
ციფრებს დავაკვირდი....თვალები ამიჭრელდა,მაგრამ მაინც ვიცანი...ჩემი დასიზმრებული ციფრები იყო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. არ გამეცინა მე,კიდევ ეს მინდოდა? :) მახარა მეგობარმა გამოცდებამდე თვე-ნახევარი არის დარჩენილიო,ვიფიქრე აქ მაინც ვნახავ სასაცილოსთქო,მაგრამ ვაიიი :))) არ გამეცინა მე,კიდევ ეს მინდოდა? :) მახარა მეგობარმა გამოცდებამდე თვე-ნახევარი არის დარჩენილიო,ვიფიქრე აქ მაინც ვნახავ სასაცილოსთქო,მაგრამ ვაიიი :)))
32. ეგ ნამდვილი შოკი იქნებოდა და ვერ გადავიტანდი...ვერც ამ კომენტარს დავწერდი ახლა:DDD ეგ ნამდვილი შოკი იქნებოდა და ვერ გადავიტანდი...ვერც ამ კომენტარს დავწერდი ახლა:DDD
31. ჩემებური ეპილოგი ასეთი იყო (სათაურიდან გამომდინარე): "ასე გრძელდებოდა რამოდენიმე თვე, თუმცა უშედეგოდ. შეჩერება გადავწყვიტე და მართლაც, მორიგ სამშაბათ დღეს, ლოტოს გათამაშებას ბილეთის გარეშე შევხვდი. ჩავრთე ტელევიზორი და მესმის: 2... 5... 11... გული შემიფორიაქდა და სმენა დავძაბე: 20... 1... 3... თავი კვლავ სიზმარში მეგონა... ჩემებური ეპილოგი ასეთი იყო (სათაურიდან გამომდინარე): "ასე გრძელდებოდა რამოდენიმე თვე, თუმცა უშედეგოდ. შეჩერება გადავწყვიტე და მართლაც, მორიგ სამშაბათ დღეს, ლოტოს გათამაშებას ბილეთის გარეშე შევხვდი. ჩავრთე ტელევიზორი და მესმის: 2... 5... 11... გული შემიფორიაქდა და სმენა დავძაბე: 20... 1... 3... თავი კვლავ სიზმარში მეგონა...
29. მაგარია! :D მაგარია! :D
28. :D :D ტარგიკული ფინალის მიუხედავად მაინც გამეცინა:)
:D :D ტარგიკული ფინალის მიუხედავად მაინც გამეცინა:)
27. ხო,ჩემო ტკბილო და თბილო ადამიანო:):):)თU კიდევ ნახავ სიზმარში ციფრებს,არ დაიმახსოვრო,არ დაწერო არა! არაააა! არააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!
მოეწონა არტეს5+++++++++++++++++++++:) ხო,ჩემო ტკბილო და თბილო ადამიანო:):):)თU კიდევ ნახავ სიზმარში ციფრებს,არ დაიმახსოვრო,არ დაწერო არა! არაააა! არააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!
მოეწონა არტეს5+++++++++++++++++++++:)
26. ჰაჰაჰაჰჰაჰაააა ,ჯარიმა არ გადაგვიხდიაააააა ჰაჰაჰაჰჰაჰაააა ,ჯარიმა არ გადაგვიხდიაააააა
25. :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ვიზიარებ........... :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) 5+ :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ვიზიარებ........... :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) 5+
24. 25 ნოემბერი ჯერ არ ყოფილა და მაგ თარიღით როგორ მოიტანეს საჯარიმო?..
5+ 25 ნოემბერი ჯერ არ ყოფილა და მაგ თარიღით როგორ მოიტანეს საჯარიმო?..
5+
22. ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
21. როცა ირგვლივ ამდენი პრობლემაა.რა გასაკვირია,რომ ძილშიც ვფიქრობ:)) საერთოდ ვეღარ ვიტან ციფრებს.....არვიცი,შვიდნიშნა თუ შემაყვარებს....:)) როცა ირგვლივ ამდენი პრობლემაა.რა გასაკვირია,რომ ძილშიც ვფიქრობ:)) საერთოდ ვეღარ ვიტან ციფრებს.....არვიცი,შვიდნიშნა თუ შემაყვარებს....:))
20. კარგია, ოხ, ეს ციფრები ,ციფრები, ძილშიდაც არ გასვენებენ :)))) +5 კარგია, ოხ, ეს ციფრები ,ციფრები, ძილშიდაც არ გასვენებენ :)))) +5
19. მადლობა ყველას! რომ კითხულობთ,ძალიან მახარებთ მადლობა ყველას! რომ კითხულობთ,ძალიან მახარებთ
18. ეს კი ძალიან, ძალიან მომეწონა, ეს კი ძალიან, ძალიან მომეწონა,
17. კარგია! + 2! კარგია! + 2!
15. არაფრისმთქმელი--5 არაფრისმთქმელი--5
14. საინტერესოდ იკითხება. +++ საინტერესოდ იკითხება. +++
13. ))) აი შენ ჯეკპოტიც 1500 ლარი )) ყოჩაღ, ჩაგეთვალა +5 ))) აი შენ ჯეკპოტიც 1500 ლარი )) ყოჩაღ, ჩაგეთვალა +5
12. გაამარეთლებს როდისმე. გაამარეთლებს როდისმე.
11. კარგი იყო, ღიმილიანმა ჩავიკითხე. დიმა კი მოსიარულე შარია ნამდვილი :)))))
კარგი იყო, ღიმილიანმა ჩავიკითხე. დიმა კი მოსიარულე შარია ნამდვილი :)))))
10. გაიხარეთ,დიდ მადლობა....
მინდა გითხრათ,რომ ეს განაჩენი გავასაჩივრეთ და ჯარიმა და საურავი არ გადაგვიხდია:)
გაიხარეთ,დიდ მადლობა....
მინდა გითხრათ,რომ ეს განაჩენი გავასაჩივრეთ და ჯარიმა და საურავი არ გადაგვიხდია:)
9. ძალიან მომეწონა :) წარმატებებს გისურვებთ:)
ძალიან მომეწონა :) წარმატებებს გისურვებთ:)
8. ფინალმა მომხიბლა... ძალიან კარგი ხარ, მარი :) მიყვარს შენ გვერდზე შემოსვლა და შენი საოცარი შემოქმედების კითხვა :) ფინალმა მომხიბლა... ძალიან კარგი ხარ, მარი :) მიყვარს შენ გვერდზე შემოსვლა და შენი საოცარი შემოქმედების კითხვა :)
7. ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 :D:D კარგი იყო ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 :D:D კარგი იყო
6. :დ კაი იყო:დ :დ კაი იყო:დ
5. რა სისასტიკეა :D მე წუხელ ბინა და მანქანა მოვიგე :) ++ რა სისასტიკეა :D მე წუხელ ბინა და მანქანა მოვიგე :) ++
2. 25:11:2013
მოვა ეგ დროც :) 25:11:2013
მოვა ეგ დროც :)
1. ბუდულაა!!! ეგ არის რა, სიზმრები არ ამართლებს :))
მიყვარს შენი ჰაეროვანი ნაწერები, მსუბუქად იკითხება და აზრსაც რომ აქსოვ, კიდევ უფრო მიყვარს :))
წარმატებები და +2 ბუდულაა!!! ეგ არის რა, სიზმრები არ ამართლებს :))
მიყვარს შენი ჰაეროვანი ნაწერები, მსუბუქად იკითხება და აზრსაც რომ აქსოვ, კიდევ უფრო მიყვარს :))
წარმატებები და +2
|
|
მონაცემები არ არის |
|
|