ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2013


ლოკოკინები

  ლოკოკინები

  მილიონობით წლების მიღმიდან, 
მოდიან დინჯად, აუჩქარებლად,
არ აშინებთ ცივი ქარები.
  საკუთარ ზურგით ეზიდებიან
თავიანთ ბინას- მკვიდრსა და სანდოს,
როგორც ზურგჩანთას
მთასვლელები.
  ლორწოვანმა და ლომფილო სხეულმა მათმა
გაუძლო წარღვნას, გამყინვარებას
სხვათა და სხვათა.
  მათთვის ადგილი ვერ გამონახა
ვერცა ნოემ კიდობნის ძირში,
არც წითელ წიგნში
დაამკვიდრეს ყოვლისმცოდნე მეცნიერებმა.
  მაინც მოდიან, მოჰყვებიან წელთა დინებას
ლოკოკინური სიჯიუტით და დაჟინებით,
  რადგან არიან მოქნილები, მართლაც საოცრად,
კარგად იციან თავისი საქმე-
მიწაზე ცოცვა.
  რაც მთავარია,
არ იწუხებენ თავს ოცნებით
ცაში ფრენაზე.
          2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს