ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2013


რათა?!

                    ეკა ბესელია : 1. ,, ქართული ოცნება ნეპოტიზმს ებრძვის" http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...s-ebrdzvis.html   
                                          2. ,,ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია"  http://www.tspress.ge/ka/site/articles/13626/


მემკვიდრეობა მძიმე
წინარე მთავრობათა,
ნათლიმამობით,
ძმობით
ადგილზე დანიშვნათა -
- აი მიზეზი ჩვენთა
ოხვრათა,
მიმოხვრათა.

ჰოდა, ნეპოტიზმს ვებრძვით,
ვებრძვით,
ვებრძვით და
ვებრძვით.
სხვათა  ნეპოტიზმს ვებრძვით,
ჩვენი ვახაროთ რათა!

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები