ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2013


გაზაფხული მომენატრა!

გაზაფხული მომენატრა,
სილამაზე უხვი ფერის.
ტყემლის კვირტის აფეთქებას,
ისევ ველი გულის ძგერით.

შენს ბაგისკენ მოქრის სიო,
კოცნას ბედავს ნაზი ფრენით
აბა როგორ არ ვიეჭვო
როცა უარს ვერც კი ეტყვი.

მე რომ სიოდ გადავიქცე?!
არ ვიქროდი ასე ველად.
მხოლოდ შენ!  შემოგევლები,
შენი სუნთქვის,ბაგის მცველად.

სუნთქვის სითბო....
ბაგის თრთოლვა....
გამოხედვა ირმისფერი!
მსურს რომ გემო გავუსინჯო,
მარწყვს ადრიან  პოეტები.

გემო ალბათ მარწყვსაა,
რაც არ ვიცი...ვფიქრობ გულში.
ალბათ ყინვამ, შეგიცვალა,
კენკროვანი, ტროპიკულში.

მე შევადრი, გრეიფუტსა,
ბიბილო აქვს ტუჩის ფერი,
როგორც გუშინ დავეწაფე
როგორც გუშინ დავეძგერი
მის ნაირად დაღარულსა,
სულ ვადინე სიტკბო მისი
ბაგე ბაგით  ნაფერი და
ბაგით ბაგე დანაფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები