ძველი სარდაფის ბორდიურზე, ზის მეეზოვე. გადმოკიდული აივნები მოსჩანს ხედებად, გულის სიღრმიდან გადმოსული, როგორც ვეზუვი, ვიწრო ქუჩებში ფიროსმანი დაეხეტება...
ნაბიჯს აგირევს არაყი და ხორშაკი ქარი, ფიქრგაწვეტილი მიაწყდები გრძელ ფილაქანებს. სამგლოვიაროდ ჩაწყობილი ხეთა ამქარი, მთვარის ანარეკლს უსასრულოდ შორს მიაქანებს...
საკუთარ თავში დამწყვდეული, როგორც ურჩხული, ყელს მოიღერებ, ჭიქა ღვინით წყურვილს იკლავ და -რამდენს აფასებ მაგ ნახატებს? - ისმის ჩურჩული მყისვე ღიმილი გაგიკრთება ტუჩზე ნიკალა...
გინდა ქარბუქმა უსაშველო ბინდი გაყაროს, პალიტრის ნაცვლად დაიჩემებ თავად ბუნებას, სევდით დაღვრილი თვალებიდან უმზერ სამყაროს, ყოველ წამს ელი გზიდან ურმის გადაბრუნებას...
თავშესაფარად გადააქცევ ძველებურ დუქანს, და ვინაიდან ბედი ყველა ჩვენგანს აჩოქებს, მოვა ვიღაცა, კვლავ ნიკალა, და ღმერთმა ნუ ქნას შენს მარგარიტას ასმეერთე ვარდი აჩუქოს...
გინდა ქარბუქმა უსაშველო ბინდი გაყაროს, პალიტრის ნაცვლად დაიჩემებ თავად ბუნებას, სევდით დაღვრილი თვალებიდან უმზერ სამყაროს, ყოველ წამს ელი გზიდან ურმის გადაბრუნებას...
თავშესაფარად გადააქცევ ძველებურ დუქანს, და ვინაიდან ბედი ყველა ჩვენგანს აჩოქებს, მოვა ვიღაცა, კვლავ ნიკალა, და ღმერთმა ნუ ქნას შენს მარგარიტას ასმეერთე ვარდი აჩუქოს..
.....................................
გინდა ქარბუქმა უსაშველო ბინდი გაყაროს, პალიტრის ნაცვლად დაიჩემებ თავად ბუნებას, სევდით დაღვრილი თვალებიდან უმზერ სამყაროს, ყოველ წამს ელი გზიდან ურმის გადაბრუნებას...
თავშესაფარად გადააქცევ ძველებურ დუქანს, და ვინაიდან ბედი ყველა ჩვენგანს აჩოქებს, მოვა ვიღაცა, კვლავ ნიკალა, და ღმერთმა ნუ ქნას შენს მარგარიტას ასმეერთე ვარდი აჩუქოს..
არაყი ნამდვილად არ მომანდომა (მეზიზღება), მაგრამ შესანიშნავი განწყობა კი დამიტოვა ლექსმა. ეს არის ძალიან კარგი მიძღვნა, მეც ვწერ უმაღლეს შეფასებას აქედან გამომდინარე.