 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 27 თებერვალი, 2013 |
წარმოიდგინეთ ტრილობიტი, არსება რომელიც 200 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, დასაბამი მისცა ადამიანებს.(და არა მარტო ადამიანებს, ადამიანისმაგვარ საქონლებსაც)
ჰო და იმ რთულ და უხსოვარ დროს, (ანუ დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ) ეს სიმპათიური არსება წყლიდან ამოვიდა!
ამოვიდა...ამოვიდა, ჩაისუნთქა , (აბა იმ დროს ჰაერი სუფთა იყო) და მოეწონა იქაურობა, მერე გახოხდა , გახოხდა და.....
თუმცა მთლად მასე არ იყო, ჯერ დაფიქრდა:
---ახლა მიწაზე ვიცხოვრებ და მალე (500 მილ.წელი, დაახლოებით) დინოზავრი გავხდები!რა მაგარიააა....
----მერე კი ნეანდერტალელი, (ანუ რაღაც ისეთი, ზეზვა და მზიას მსგავსი)
მერე კი, ჩემო ბატონო, პირველყოფილი ადამიანი! ვირბენ, გავჯიჯგნი უმ ხორცს...
მერე დაიწყება ჩემი "განვითარება!"
და აი, ზუსტად მაშინ იწყება პრობლემები.....
ომები.
სიძულვილი
მკვლელობა,
ნარკომანია
მერე ვითომ ცივილიზებული ადამიანი! (ვერ მოგართვით!)
მერე....ინტერნეტი. (!)
უსულო და ტუტუცური ტექნოლოგიები. მერე ?
არააააა!..... შეყვირა ამ არსებამ, არ მინდა ასე! არააა!...... თვალები გადმოკარკლა და ისევ წყალში შეცოცება დააპირა.
მაგრამ ვინ აცალა? ღმერთი ხომ იქვე იყო, აიღო ჯოხი და მოსცხო მსხვილ გვერდებში. თან მიაძახა , (არამეულ ენაზე, რასაკვირველია)
---აბა ახლა მიდი მალე და უკან არ მოიხედო! უყურე შენ? რა საზიზღარი ვინმეა! წადი და განვითარდი, როგორც საჭიროა! იქეცი ადამიანად! რომელიც მერე გაყიდის ჩემს ძეს, 30 ვერცხლად ( პირობითი ერთეული ლარებში).... (ჩაილაპარაკა ჩუმად) მაგრამ ასეა საჭირო!
ტრილობიტმა მიიხედ-მოიხედა, სხვა გზა არ იყო, უნდოდა რაღაც ეთქვა, სულ რამდენიმე სიტყვა, თან ფრიად საჭირო ,ამ მომენტისთვის.....წმინდა პეტრეზე, ჯვარცმაზე! პილატეზე! გაუმაძღარ, ფარისეველ, აფერისტ, და გამყიდველ ადამიანებზე ინტერნეტში! მაგრამ გაჩუმდა და .......
და რააა? არაფერი. გახოხდა. განვითარდა. გავიდა კიდევ მრავალი მილიონი წელი....
ხდება ის, რაც უნდა მოხდეს.ადამიანმა გაამართლა თავისი დანიშნულება .
სახელითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, ამინ.
ს.ნ. © 2013 .№111030491950
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. 7. კ მთლიანად ვეთანხმები! ჩემი უმათლესი შეფასება ნაწარმოებს და 7. კომენტატორს! 7. კ მთლიანად ვეთანხმები! ჩემი უმათლესი შეფასება ნაწარმოებს და 7. კომენტატორს!
7. ბატონო სერგო, არ ვიცი ვინ როგორ გაიგო თქვენი "იუმორი", მაგრამ ჩემის აზრით "სატირული" უფროა და რეალური ერთობ... ამ პატარა ნაწარმოებში მთელი კაცობრიობაა ჩახატული. იქნებ გამოჩნდება ვინმე, რომელიც ჩემს სიტყვებს გაიოცებს, მაგრამ მჯერა, თქვენ ნამდვილად მიმიხვდებით რას ვამბობ... ძალიან კარგია... აზრია მშვენივრად გადმოცემული. პატივისცემით: ბატონო სერგო, არ ვიცი ვინ როგორ გაიგო თქვენი "იუმორი", მაგრამ ჩემის აზრით "სატირული" უფროა და რეალური ერთობ... ამ პატარა ნაწარმოებში მთელი კაცობრიობაა ჩახატული. იქნებ გამოჩნდება ვინმე, რომელიც ჩემს სიტყვებს გაიოცებს, მაგრამ მჯერა, თქვენ ნამდვილად მიმიხვდებით რას ვამბობ... ძალიან კარგია... აზრია მშვენივრად გადმოცემული. პატივისცემით:
6. :))))) მაგარი ხარ! :))))) მაგარი ხარ!
3. სერგო კაი კომპიუტერთან კი ზიხარ და :D სერგო კაი კომპიუტერთან კი ზიხარ და :D
2. ყველაფერი ინტერნეტის ბრალია:)) ყველაფერი ინტერნეტის ბრალია:))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|