ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2013


ქალი _ პოეტი

ქალი _ პოეტი,
ქალი _ ქარი,
ქალი _ გიჟმაჟი...
უხმო ნაღველი, გახვეული ღამის მირაჟში...
ქალი _ პოეტი,
ქალი _ ფრესკა,
ქალი _ ზმანება,
ბაგეგაპობილ ვარდის უცებ ფერისცვალება!
ქალი _ პოეტი,
ცრემლი, სევდა,
სემირამიდა...
ლირა, მუსიკა
და დაკიდული ბაღები წმინდა...
დოქი წყლით სავსე,
წყაროსთავზე...
ქალი _ ცდუნება
და სილამაზის საბოლოო მოსალბუნება!
ქალი _ პოეტი,
ცეცხლი, კერა,
ზღვა ბობოქარი,
ქალი, უზადო არტისტი და
თან ჯადოქარი!
ქალი _ პოეტი,
ქალი _ ხატი
და გარიჟრაჟის პოლიფონია და სიმფონია!
ქალი _ მირაჟი.

თბილისი
29-30 აგვისტო, 1999წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები