ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2013


მთვრალი მედუქნე

ძველი თბილისის გადალეწილ მიდამოებში,
მოდის მედუქნე, წინ ცხენები შეუბამს არღანს,
ცალ ხელში თასი, ზურგზე ყანწით მოკიდებული,
დოლზე შემჯდარი ცდილობს ახლა ყორღანზე ასვლას.

შუა ზაფხულში მობიბინე ყოჩივარდები,
ჩრდილავენ კაკალს,არ აცლიან ნაყოფში მოსვლას,
მზე ამ ღამეში გაანათებს ლურჯი ფერებით
მთვარე შეკაზმავს ცეცხლოვანს და ულმობელ ნაგაზს.

უნდა აგორდეს ამ დაღმართზე - მცირე ღრუბელი,
ღუზა ჩაუშვა გემმა ცაში -  თბილისის  ალაგს
იქ გადმოდგება ორატორი, მუნჯად მყვირალი,
და გაანათებს თვისივე ჩრდილით, ჩაწოლილ ყანას.

ხოლო ფიფქები ამ ფიქრებში გაორებულინი
სულ ცეკვა ცეკვით,
გემბანის გასწვრივ, უვლიან დავლურს.
კატა გადმოხტა , შავი ჩოხით, ყელზე სირმებით,
გველთევზა უკრავს ვიოლინოს ყრუთათვის ნასწავლს.

აქ ნიჭიერი პოეტები, ლექსებს ჯღაპნიან,
თავზე ახურავთ, გამომცხვარი ბებოს წინდები,
ხოლო უნიჭომ ორი სტროფი ძლივს გადააბა,
და ტაშს უკრავენ აღტაცებით იასამნები.

მთვრალი მედუქნე, მონდომებით იფარავს ტალახს,
ხელში უჭირავს  ფარი მტკიცე როგორც ქაღალდი,
დაშნას ჩხვლეტავენ ულმობელად კატაბალახას,
ფლამინგოები, ულმობელი, სისხლის მსმელები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები