| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 3 მარტი, 2013 |
(ამ ბლოკნოტს ყველა ჩემს სურვილს, რწმენას, იმედს,წარუმატებლობას და იმედგაცრუებას ვანდობ..)
გვერდი მეორე
ჩემი სამყარო , რომელიც ზურგზე მაქვს აკიდებული, ჩემი ბაკანი, ძალიან მძიმეა და ძალიან უხეში...თუმცა საიმედოა და უსაფრთხო....შევძვრები ხოლმე მასში და ემბრიონის ,ხანდახან ზამბარის ფორმას მივიღებ ...თუმცა სიმძიმისაგან ნეკნები მტკივა და მარტო მიჭირს მისი ტარება... სწორედ ამ დროს ვფიქრობ, თუ სამყარო უსასრულოა, და მე მისი ნაწილი ვარ, მეც უსასრულო ვარ....უსასრულოა ჩემი შესაძლებლობები და სურვილები. უკიდეგანო და უსაზღვროა ჩემი რწმენა .შესაძლებლობებისა და სურვილების ზღვარი კი დაუდგენელია. ვინ დაადგინა ცეცხლისა და წვიმის ძლიერება , ანდა ვინ გაზომა ქარის ძალა. მე კი....მე კი დაუსრულებელი და ძლიერი ქარი ვარ, უფრო კი ქარიშხალი, მშვიდ და წყნარ ამინდში, მხურვალე და მოგიზგიზე ცეცხლი ვარ , თუნდ წყალთან ახლოს და ძლიერი , თავსხმა წვიმა ვარ, მზიან და უღრუბლო ამინდში....
ლურჯ ფერს ვერასდროს ვიტანდი... ამ ლურჯ რვეულს კი ვერაფრით შეველიე... ალბათ, არ დავწერ მასში არაფერს...არასდროს ჩავწერ მასში ჩემ ტკივილს და სევდას...არც იმედისა და სასოწარკვეთის გაზიარება მინდა ვინმესთვის...
შევინახავ მას ისეთს, როგორიც ვიყიდე, ცარიელს და ხელუხლებელს.... სამყაროზე ჩემი წამოდგენის მიუხედავად,ჩემი სიცოცხლე სიკვდილზე უფრო ძლიერია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა,მაკა თუ შენც ასე ფიქრობ.გაიხარე მადლობა,მაკა თუ შენც ასე ფიქრობ.გაიხარე
9. მარი, ჩემი გულის სათქმელიც თქვი და ეს ძალიან მომეწონა... თითქოს ჩემი ემოცია დაინახე და ჩემზე დაწერე :) კარგი ხარ ძალიან და 5 :) მარი, ჩემი გულის სათქმელიც თქვი და ეს ძალიან მომეწონა... თითქოს ჩემი ემოცია დაინახე და ჩემზე დაწერე :) კარგი ხარ ძალიან და 5 :)
8. მომეწონა კარგია! დღიურის ფურცელი ყველაფერს იტანს, გააგრძელე წერა. "უსასრულოა ჩემი შესაძლებლობები და სურვილები" ბდნიერი ყოფილხარ! ჩემი შესაძლებულები შეზღუდულია, სურვილები კი ნუ იტყვი, მართლა უსასრულოა.
მომეწონა კარგია! დღიურის ფურცელი ყველაფერს იტანს, გააგრძელე წერა. "უსასრულოა ჩემი შესაძლებლობები და სურვილები" ბდნიერი ყოფილხარ! ჩემი შესაძლებულები შეზღუდულია, სურვილები კი ნუ იტყვი, მართლა უსასრულოა.
7. მადლობა ყველას მოლოცვისათვის... დიდი მადლობა მადლობა ყველას მოლოცვისათვის... დიდი მადლობა
6. მარი გილოცავ დედის დღეს.
მანანა, ნაია თქვენც გილოცავთ 3 მარტს.
სიცოცხლე უდავოდ სიკვდილზე ძლიერია
3+ მარი გილოცავ დედის დღეს.
მანანა, ნაია თქვენც გილოცავთ 3 მარტს.
სიცოცხლე უდავოდ სიკვდილზე ძლიერია
3+
5. სამყაროზე ჩემი წამოდგენის მიუხედავად,ჩემი სიცოცხლე სიკვდილზე უფრო ძლიერია.
კარგია, როცა ასე გწამს. სამყაროზე ჩემი წამოდგენის მიუხედავად,ჩემი სიცოცხლე სიკვდილზე უფრო ძლიერია.
კარგია, როცა ასე გწამს.
4. მომწონს ეს გვერდი :)))
მომწონს ეს დღიურიც...
წარმატებები და დედის დღეს გილოცავ :)) მომწონს ეს გვერდი :)))
მომწონს ეს დღიურიც...
წარმატებები და დედის დღეს გილოცავ :))
3. არასდრო დავწერ მასში არაფერს,უბრალოდ წავიკითხავ....უჩემოდაც უკვე ყველაფერი წერია მასში. არასდრო დავწერ მასში არაფერს,უბრალოდ წავიკითხავ....უჩემოდაც უკვე ყველაფერი წერია მასში.
2. დაწერე , ნუ დატოვებ ცარიელს. ხედავ? ველოდებით.:) დაწერე , ნუ დატოვებ ცარიელს. ხედავ? ველოდებით.:)
1. დედის დღეს გილოცავთ ყველას... დედის დღეს გილოცავთ ყველას...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|