ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2013


ჭია–მაია

                  „დეე, სად არი.....?“
                                  ყოველი დილა.

რასაც გინდათ გაპოვნინებთ!
უბრალოდ,
თქვენად გადაქცევა ხომ შემიძლია,
თქვენი თვალებით გამოხედვა.
იოლად  ვხვდები
სად დადებდა:
ლევანი – საათს,
ქეთი – მობილს,
ელენე – ჩანთას...
მე კი, კალამი მეკარგება,
აბა ვინ მოიფიქრებს,
რომ ხანდახან, ყვავილების ქოთანში ჩავრგავ,
ხან ხახვის ნაფცქვენს გადავაყოლებ,
ხან  ქოლგასავით (უეჭველად)
დამრჩება სხვასთან
და თქვენში ვეძებ.
მოდით, ამ დილით 
სულ ცოტა ხნით  – შევწყვიტოთ ძებნა!
ხვალ მზე ამოვა,
ხვალ ჰაერის ტემპერატურა
გამოტეხავს იელის ბუჩქებს...
....................
აბა საით მიგეჩქარებათ?
ხელისგული გამომიწოდეთ,
ვიპოვნოთ დედა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები