ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2013


თითქოს არაფერი

ამ ბოლო დროს დამჩემდა ის,
რომ ხშირად ვტირი.
მგონი ვბერდები.
ქუჩაზე მოდის მეზობლის ბიჭი,
-შორიდანვე ვცნობ-
მოაქვს პურები.
ის არის! - გუშინ , სამგზავროში...
ფულის გადახდა ვერ დავასწარი-
კარში ვჩერდები,
ვუღიმი თბილად,
ვესალმები,
მომდის ცრემლები...
-არაფერია თითქოს ისეთი,
არაფერი სხვისი ვერსიით,
რა მოხდა მერე, "მარშუტკაში" გადამიხადა?!... -
მამა არა ჰყავს!
დედას და თვითონ, ძლივს თავი გააქვთ
ბებოს პენსიით!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები