ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2013


ვედრება(სავით)

ვიცი, სიტყვას არ შემაწყვეტინებ,
ამიტომ გეტყვი:
ღმერთო, მოვყავარ უღელტეხილებს,
შენსკენ და... ვერც კი...
ქარები ისევ ცხენებს იცვლიან -
საესტაფეტოს.
რა მოსჩანს ღმერთო, ნეტავ იმ ციდან?..
- ნეტავ დავხედო...
შორს გავიხედო, - არ მინდა მეტი.
კვალი, წერტილებს
დამგვანებია - ფაფუკს და წყვეტილს
და რაც მეტს იკლებს,
მეტად ვმძიმდები. როგორ გავხედნო
(ბევრჯერ მიცდია...)
ეს ქართა რემა?.. - გკითხავ: (ვთავხედობ...)
რა სჩანს იმ ციდან?

მითუფრო მეტს გთხოვ (ვიცი) ხანდახან,
როცა მჭირდები,
მაგრამ, ო, ღმერთო, ნეტავ სადა ხარ?
და რა ხიდებით
მოვიდე შენთან, რა ქარს გამოვყვე
დასალიერში?..
სად არის ნეტავ შენი სამოთხე?..
ჭკუიდან შემშლის
ქართა სიავე - თავს ვუკვირდები:
შორს გადამლახა
უკვე ამ გზებმა, - დამრჩა იმედი,
ლოცვა და მარხვა,
რასაც გულიდან, ეს გზებიც ვერ შლის
და ვერ ამოკლებს
(როცა, თითქოსდა, მიხუტებ - შენს შვილს
- შენს მეამბოხეს...).


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები