ჩიტის ბარტყებისავით მოწყვეტილი ბუდიდან, სანამ წლებით ნაზამთრალ ყინვის ბორკილს დავიდებთ, ერთხელ მაინც, ბიჭებო, დავიხუროთ ქუდი და სახლებიდან კი არა, ბავშვობიდან წავიდეთ...
სადაც, თითქოს ისეთი, გასაქანიც არ არის. ნასიზმრალი თვალებით შევეფეთოთ ალიონს, მერე თითო აგურით ავაშენოთ მარანი და სიტყვებით ვერ თქმული, ძმაკაცობის დავლიოთ.
დავიჩემოთ სიმღერა და კაფიით თამაში მდინარეში მუხლამდე ჩავდგეთ თევზის საჭერად მერე ღამის ქურდივით, მეზობლების თავლაში, მოვიპაროთ ცხენები და დილამდე ვაჭენოთ...
სანამ ჟამმა წარსულის მოძახილი არია, ჩავიღვაროთ სამშობლო ნამად გადაქცეული, მერე შავ ზღვას ქალივით შფოთიანს და ქარიანს, სათიოთაო ნაკვთებად დავუკოცნოთ სხეული...
სამაისო კვირტები, ნელ სიოში გავართოთ, გულში გადავაფასოთ, სავარდო და საეკლო, ყველა ქუჩის ჩამქვრალი, ლამპიონი ავანთოთ, ერთად ავახმიანოთ, ყველა ტაძრის სამრეკლო...
ნაბიჯები დავთვალოთ, რადგან ხშირად გვიხდება დროის სავალ ბილიკზე გავაჩეროთ წამი და... როცა წლები სითეთრეს შეგვაპარებს მივხვდებით ჩვენ კი არა, ბიჭებო, ბავშვობის დრო წავიდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძალიანამდე მომეწონა +2 ძალიანამდე მომეწონა +2
8. მე ბავშვი ვარ ) შენ დიდი ბავშვი : -) მე ბავშვი ვარ ) შენ დიდი ბავშვი : -)
7. "დიდო ბავშვო" :D ჩემი შენ გითხარი "დიდო ბავშვო" :D ჩემი შენ გითხარი
6. გამეღიმა) კარგია და ა.შ :) წარმატებები დიდო ბავშვო..*) გამეღიმა) კარგია და ა.შ :) წარმატებები დიდო ბავშვო..*)
5. გემრიელი ლექსია ++ გემრიელი ლექსია ++
4. მე_პოეტ_ე იხარე! კარგი იდეაა... მე_პოეტ_ე იხარე! კარგი იდეაა...
1. კარგია, შესრულება უკეთ შეიძლებოდა მაგრამ... ძალიან მაგარია. კარგია, შესრულება უკეთ შეიძლებოდა მაგრამ... ძალიან მაგარია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|