ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
11 მარტი, 2013


ბურგასა

  ისეთი პერიოდი იდგა....კომუნისტების ბოლო გაფარცქვალება....საქართველოს კურორტები აღარ გვაკმაყოფილებდა და საზღვარგარეთ დასვენება გადავწყვიტეთ.მაშინ  არჩევანი დიდი ნამდვილად არ იყო,ამიტომ ბულგარეთში , "ოქროს ქვიშის "საგზურები ვიყიდეთ...ქორწილიც კი დავაჩქარეთ,რადგან ტურისტების ნაკადი აგვისტოს ბოლოს მიდიოდა....ხუმრობა ხომ არ იყო, წინ საქორწინო მოგზაურობა  მელოდა და ისიც საქართველოს გარეთ....

ნათესავებმა დიდი სიყვარულით გაგვაცილეს.
დებმა და ძმებმა.მამიდებმა,დეიდებმა,ბიცოლებმა,ბიძებმა და მათმა შვილებმა...მოკლედ წავედით და წავედით...სამი კვირით მივდივართ.
მამიდას ქმარმა გვერდზე გამიხმო და ჩუმად მეუბნება:
----თუ ფული შემოგაკლდეთ, მე მყავს ერთი ნაცნობი ოჯახი ბულგარეთში და იმას მიაკითხეთ,ხელს გაგიმართავთ და აქ როცა ჩამოვლენ,სამაგიერო გადავუხადოთო...
----მისამართი და ტელეფონის ნომერი ბლოკნოტში ჩავიწერე და დიდი მადლობაც გადავუხადე ასეთი ყურადღებისათვის.

ქუთაისიდან პირდაპირ ვარნაში გადავფრინდით...მერე ავტობუსში ჩავსხედით , გეზი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ ავიღეთ და სასტუმროსკენ    გავწიეთ...ტურისტების ჯგუფში რამდენიმე ახლობელიც იყო,რაც ძალიან მახარებდა...ფული აეროპორტშივე გადაგვიხურდავეს და 400-400  ლევი უკვე ჯიბეში გვედო.

სასტუმროს, სადაც ჩვენი ჯგუფი დაბინავდა, "ბურგასა" ერქვა...
ბულგარეთში მოგზაურობისას გადავწყვიტეთ,  გოგო თუ შემეძინება,სოფის დავარქმევ , ვაჟს კი ბურგასას მეთქი...
მოგზაურობისას დრო მართლაც არაჩვეულებრივად გავატარეთ,მეგობრებიც გავიჩინეთ და ყოველ საღამოს ქართული ჩირი-ვარალე არ მოგვიკლია...ჩვენთან ერთად ანსამბლის ბიჭებიც ისვენებდნენ. ცეკვა მეც ძალიან მიყვარს,მიუხედავად იმისა, რომ მოჭადრაკის ტანი მაქვს....საღამოობით "ვიმხობდით" სასტუმრო „ბურგასას“ ...
 
მთელი დღე ზღვაზე ვირუჯებოდით...ქართველი ბიჭები ჩუმად იპარებოდნენ და „დიკი“პლიაჟებს სტუმრობდნენ...ამაზე ხომ გაგუდვამდე ვიცინოდით...მაშინდელი ეროტიკა მხოლოდ ეს იყო...
ერთხელ  სასტუმროს ვესტიბიულში უცხოელი გოგონები შეგვხვდნენ ...
----ჰაი დუიუ დუ-------მოგვესალმნენ
ერთი ენაკვიმატი მეობარი გვყავდა,მერაბა....ინგლისური არც ერთმა ვიცოდით.მერაბა არ დაიბნა და
---- სევაიდუუუუუუ-----ამაყად უპასუხა გოგონებს...
ატკვარცალებული გოგონები გაკვირვებული უყურებდნენ ერთმანეთს,მგონი ასეთი ინგლისური ჩვენც არ ვიცითო...

დიდი სურვილი მქონდა საჩუქარი ყველასათვის ჩამომეტანა.მე კი მაღაზიაში მაისურის ყიდვისას ,უკანასკნელი ფული  ამომაცალეს... ჩემზე მეტი მომჭირნე ვერც ჩემი ქმარი  გამოდგა და მთელი თანხა ისე დავხარჯეთ,თვალიც არ დაგვიხამხამებია....
მოკლედ დავრჩით მთლად უსახსროდ....

კიდევ ერთი კვირა აქ უნდა ვიყოთ და ჩვენ უკვე ერთი ლევიც არ გვაქვს ჯიბეში....
გამახსენდა...რა დიდი ფიქრი ენდომებოდა...ბიძაჩემის შეპირებული ოჯახი გამახსენდა...
მივდექ-მოვდექით,სასტუმროში გავიკითხეთ და აი უბედურება....სამასი კილომეტრი გვაშორებს იმ ოჯახს და მათ ქალაქს....ერთი საჩუქარი  რააა, ისიც არ მაქვს ნაყიდი  ჩემიანებისათვის  და...გავრისკეთ....100 ლევი სულ ნაწილ-ნაწილ  ვისესხეთ,მანქანა დავიქირავეთ და დილითვე წავედით....მეგობრებს დავუბარეთ,საღამოს ფული რამდენიც გვინდა, იმდენი იქნებათქო....
ამ დამღლელი გზის  ერთადერთი ნათელი სხივი სოფიის ტაძრის ნახვა გამოდგა.გზად შევიარეთ.მართლა ულამაზესი იყო.
მთელი დღე ვიყავით გზაში....საშინლად გადაღლილები კი ხსენებულ ოჯახს მივადექით.  ქალბატონი კლარა და ბატონი ვლადი სახლში არ დაგვხვდნენ...
კარი მოსამსახურე  ქალმა გაგვიღო და ჩვენთვის უსიამოვნო ,თორემ ისე საკმაოდ სასიამოვნო  ხმით გვაუწყა, ოჯახის უფროსები დასასვენებლად არიან წასული და რამდენიმე დღე არ დაბრუნდებიანო...იღბალი არ გინდა?
საკმაოდ  დარცხვენილი დავბრუნდით უკან....ნასესხები 100 ლევიც ტყუილად გაგვიქრა  და ვართ ასე.....ბოლო სტოტენკით სარეჭი რეზინი ვიყიდე,  ვღეჭავ და ვბერავ...

ბულგარეთიდან ისე დავბრუნდი, ახლობლებისათვის მცირე სუვენირიც არ ჩამომიტანია...

სამაგიეროდ ჩემთვის ჩამოვიტანე უძვირფასესი საჩუქარი...მუცლით....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები