დღეს ბედნიერების გაელვება მქონდა, ჩემს გაუსაძლის ყოფაში: სახლში დავრეკე თუ არა, ყურმილი პირველივე ზარზე აიღო მარიმ. “ დედიკო, დედიკო. შენი გამოგზავნილი ფულით მამიკომ ახალი კაბები გვიყიდა. იცი, რა ლამაზები ვართ მე და სალომე? ყველას მოვწონვართ.” მარტო ამ სიხარულის ფასად ღირს, მთელი ამ ჯოჯოხეთის ატანა. ამ ერთი თვის მანძილზე დღე არ გასულა, რომ რამდენჯერმე არ გადამეწყვიტა და ისევ გადამეფიქრებინა სახლში დაბრუნება. უამრავი მიზეზი მაქვს, რომ დასარჩენად ნებისყოფა მოვიკრიბო: იპოთეკაში ჩადებული ბინა, გაუსაძლისი სიღარიბე, სამსახურის შოვნის ბევრი წარუმატებელი მცდელობა და ყველაზე ახალი სტრესი, - საზღვარზე უკანონოდ გადმოსვლისას მიღებული. მეორედ ამას ვეღარ გადავიტან. კინაღამ გავიგუდეთ ავტობუსის სპეციალურად მოწყობილ საბარგულში. ხუთნი ვიყავით. ნახევარი საათი ნახევარ დღესავით გაიწელა. რა დამავიწყებს, როგორ უხმოდ ვგლოვობდი საბარგულში დამთავრებულ ჩემს სიცოცხლეს; დაობლებულ შვილებს და დაქვრივებულ ქმარს. სათქმელად ადვილია... ერთმანეთს საყნოსი საშუალებებით ვაბრუნებდით... გადავრჩით. გულს მოუთმენლად უნდა სახლში დაბრუნეა, გონებას - არა. უნდა გავძლო! ერთ წელში, ალბათ დავფარავ ვალს, დანარჩენს, რასაც აქ წამოსვლამდე გეგმავდი, აღარ დავეძებ. ...
ვერა და ვერ გადავეჩვიე ტირილს ტელეფოზე ლაპარაკისას. რამდენიმე წუთს, მხოლოდ ჩემს სლუკუნს ისმენს დათო. ის იქედან მამშვიდებს, ვატყობ ხმა თვითონაც გაბზარული აქვს, თავს იკავებს და უფრო მიჩუყდება გული. ბავშვებს ჯერ იმდენი ჭკუა არა აქვთ, რომ იდარდონ. სჯერათ, რომ ორ-სამ დღეში დავბრუნდები. ვერც ქუჩაში გამვლელი პატარა გოგონების დანახვისას ვახერხებ ცრემლების შეკავებას. ყველა მათგანს ჩემს შვილებს ვამსგავსებ... რამდენს ვეჩხუბებოდი დათოს: რამე მოიფიქრე, რაღაც გზა გამონახე, რომ ვიარსებოთ-მეთქი. სიღარიბემ კინაღამ მოკლა ჩვენი სიყვარული. რა უნდა ექნა?! მართლაც, ბანკს ხომ ვერ გაძარცვავდა?! ცდილობდა და ვერ შოულობდა სამუშაოს. ელიავაზეც იდგა; ბაზარში, ბანანის გაყიდვაც სცადა. ახლა კი მესმის მისთვის - პოეტური ბუნების კაცისთვის რა ძნელი იქნებოდა ბაზარში დგომა. რა მშვენიერ ლექსებს წერდა სტუდენტობისას. იმიტომაც არ გამოუვიდა არაფერი. პოეტი და ვაჭრობა?! ყველა საქმეს ბედი და უნარი სჭირდება, წარმატებისთვის. არადა, მეც რა მექნა. როგორი ასატანია, როცა ხედავ, რომ შენს შვილებს ყველაფერი აკლიათ, ყველაფერი ეხარბებათ. ახლა, მისგან ასე შორს მყოფი, საშინლად ვნანობ. ვიცი, რომ არ ვიყავი მართალი. მარტო ჩვენ ხომ არ გვიჭირდა?! ხშირად მახსევდება ჩვენი შეყვარებულობის საუკეთესო დღეები. რა ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთის სიყვარულით გაუმაძღარნი. ღმერთო, როგორ მენატრება მისი სხეულის სითბო! რამდენიმე თავი კერძის რეცეპტი დაწვრილებით დაწერილი დავტოვე. მარიმ მითხრა: მამიკოს შენზე გემრიელი საჭმელები გამოსდისო. კარგია. ამ მხრივ მაინც ვარ მშვიდად. ...
რა რთული ხასიათი აქვს ნინას. მთელი დღე ვტრიალებ, ცივ ნიავს არ ვაკარებ. მაინც ყველაფრით უკმაყოფილოა. ხშირად ისეთი უშვერი სიტვებით მლანძღავს, რომ ჩემი თავი მეზიზღება, თავმოყვარეობის დაკარგვის გამო. ხანდახან კი ვიფიქრებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მის ადგილზე მოვსვა, მაგრამ ვერ ვბედავ. რომ გამაგდოს, იქნებ სხვა სამუშაო ვეღარც ვნახო. მერე რა ვუთხრა შვილებს, - იმიტომ დარჩით ღია ცის ქვეშ, რომ ჩემთვის თავმოყვარეობა უპირველესია-მეთქი?! ასეთი უხასიათო რომაა ნინა, იმიტომაც ნახულობს მარკუსი – მისი შვილი ორ კვირაში ერთხელ. რძალი და შვილიშვილები კი ერთხელ იყვნენ, ამ სამი თვის მანძილზე. ...
მარკუსი ხშირად ერთსა და იმავე სიტყვებს მეუბნება. გუშინ მისი მზერაც არ მომეწონა, თითქოს, რაღაც ავხორცული შევნიშნე მასში. საღამოს, ლექსიკონში მოვძებნე ის სიტყვები. თურმე მეუბნება: რა ლამაზი ტანი ფეხები გაქვსო. თავხედი! რა მაგის შესაფასებელია ჩემი სხეული?! უპატრონო ხომ არ ვგონივარ?! ჩემი დათოს რიდით, სტუდენტობისას, ცუდად შემოხედვასაც ვერავინ მიბედავდა! მთელი ღამე ვტიროდი. ...
ახლა, ალბათ მარი სკოლიდან მოვიდოდა. დათოს მუხლებზე დაუსკუპდება, (როგორც ჩემთან იცოდა) და მოუყვება: როგორ “იქტიაურა” მატემატიკაში; როგორ შეაქო მასწავლებელმა ქართულში, დავალების კარგად შესრულებისთვის, ან როგორ მიუთითა, - სხვა დროს ვენახი დაიცავიო. რამდენიმე საათში დათო ხელს ჩასჭიდებს მარის და სალომესთან წავლენ, ბაღში. ახლა ის დაიწყებს ტიკტიკს: ”მამი, იცი, ნიკამ მითხრა, რომ გაიზრდები ჩემი დედა იყავიო”... რა კარგები არიან! ჟრუანტელი მივლის, იმის წარმოდგენისას, როგორ ჩავეხუტები ჩემს გოგონებს; როგორ ავუწითლებ ფუმფულა ლოყებს ათასი კოცნით. ...
ნინა სულ უფრო და უფრო ძნელი მოსავლელი ხდება. კაპრიზები და ყვირილი კარგად ეხერხება, საკუთარ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს კი ვერ აკონტროლებს. თუ ვერ შევატყვე და ღამის ქოთნით ვერ მივუსწარი, აი მაშინ ვარ ცოდო. მგონი ჯიბრზე მიკეთებს! ერთი წელია პატარა ბავშვივით ვუვლი და ჩემი სახელი ვერ დაიმახსოვრა. ხან რას მეძახის, ხან – რას. ხანდახან ვიფიქრებ: ნეტა მალე მოკვდეს-მეთქი. მერე ღმერთს პატიებას ვთხოვ. არა იმდენად მკრეხელური ფიქრებისთვის, რამდენადაც – გაურკვეველი მომავლის შიშით. ...
ხვალ ჩემი სალომე პირველად წავა სკოლაში, ჩემი გაგზავნილი ლამაზი კაბითა და ფეხსაცმლით;ჩემი გაგზავნილი ლამაზი ჩანთით, უჩემოდ...უჩემოდ! ...
ნინა, უკვე ლოგინიდან ვეღარ დგება. არ ვიცი, სანამ გამყვება ჯანმრთელობა. გამუდმებით მტკივა წელი. დღეში რამდენჯერმე ამხელა სიმძიმის აწევ-დაწევა აუტანელია. ჩემდა საუბედუროდ მადა ისეთი აქვს, - ჯანმრთელს შეშურდება. მარკუსი კი მიბოდიშებს და მადლიერია, ჩემი გაწეული შრომით, მაგრამ ეს ჩემთვის ვერაფერი შეღავათია... მისი კომპლიმენტები წინანდელივით გამაღიზიანებლად აღარ ჟღერს. ზრდილი კაცია. როგორც ჩანს აქ ასეა მიღებული. ... გუშინ მარკუსი იყო მოსული. დედამისს ფაფას ვაჭმევდი. უცებ, როგორც სჩვევია – უმიზეზოდ გაბრაზდა, თეფშზე ხელი ამიკრა და ფაფა კაბაზე გადამასხა. ხელსაწმენდებით დავიწყე ტანსაცმლის გაწმენდა. მარკუსმაც მოინდომა დახმარება... უცებ ყურთან მისი ცხელი, მწველი სუნთქვა ვიგრძენი...უნებურად ადგილზე გავშეშდი... მერე ხელი მომკიდა და მეორე ოთახში გამიყვანა. არ ვიცი რა მომივიდა. მონუსხულივით, მექანიკურად გავყევი უკან... ვერასოდეს ვიფიქრებდი, ასეთ რამეს თუ ჩავიდენდი. ძალიან მრცხვენია. ეს ლაქა სამუდამოდ დარჩება ჩემს სინდისზე. აქამდე, ქმარ-შვილისთვის დასამალი არაფერი მქონია. ...
გადაჭარბებული ყოფილა მოსაზრება, რომ ქალი, შვილის გაჩენის შემდეგ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, მხოლოდ მისთვის სუნთქავს და არსებობს. ჩემი წილი ადამიანური სითბოს მიღებაც არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ჩემთვის. Aამ უცხო, უგრძნობი სიცივის პულუსზე ჭკუიდან გადავიდოდი მარკუსის მხარდაჭერას რომ არ ვგრძობდე. არ ვიცი, მის მიმართ ჩემს გრძნობას, რა ეთქმის, მაგრამ ხომ შეიძლება ერთხელ მეც მივენდო დინებას, ანალიზების და ჩაღრმავებების გარეშე. გულს მტკენს, იმის შეგრძნება, რომ ჩემი ოჯახისთვის, ნელ-ნელა “მეწველ ფურად” ვიქეცი. არ უნდა გამოვეშვი! თავმოყვარე კაცი ახალგაზრდა ცოლს არ გაუშვებდა დასაკარგავში! ყველაფერი მისი ბრალია! კატეგორიულად რომ მოეთხოვა და ვალის დაფარვის შემდეგ ჩავსულიყავი, არაფერიც არ მოხდებოდა. Gაუტკბა ჩემი გაგზავნილი ფულის გემო. ...
როგორც იქნა, მოახერხეს კომპიუტერის ყიდვა. დღეს, ამდენი წლის მერე პირველად დაველაპარაკე ჩემს შვილებს ლაივში. როგორ გაზრდილან! ძალიან ლამაზები არიან. მარის, უკვე მკერდი წამოზრდია. ამ ასაკში გოგოებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ნეტავ, როგორ გაართმევს დათო თავს მამობასთან ერთად დედის როლსაც. ...
არ მეგონა, დედამისის სიკვდულის შემდეგ ასე ადვილად თუ შემელეოდა მარკუსი, შემპირდა, რომ ნაცნობებში გაიკითხავდა,- ვინმეს მომვლელი ხომ არ სჭირდებოდა, მაგრამ როგორც სჩანს, თავი დიდად არ შეუწუხებია. თითქოს კმაყოფილიც კი იყო, რომ ყველარერი დამთავრდებოდა. მე კი მეგონა ძვირფასი ვიყავი მისთვის. ნინა ძალიან დამენანა. ვერც კი ვიფიქრებდი, ასე თუ განვიცდიდი მის სიკვდილს. რვა წელი ცოტა დრო ხომ არაა. ქვას შეეჩვევა ადამიანი ამ ხნის მანძილზე. მივდივარ და სიხარულზე მეტად შიში მითრთოლებს გულს. ნეტავ როგორ გავაგრძელებთ ოჯახურ ცხოვრებას ამდენი წლის შემდეგ, როგორ მივიღებთ ერთმანეთს. მე ხომ არც ისე კარგად ვიცნობ ჩემს შვილებს. რამდენი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მათ ცხოვრებაში, უჩემოდ. ვინ იცის, დათოსაც როგორ შეეცვალა ბუნება! რვა წელი გავიდა. მე კი ოცი წლით მაინც დავბერდი. წელშიც ოდნავ მოვიხარე, მძიმე შრომისგან. ძველებურად გრაციოზული სიარული აღარ მეხერხება. ვჭირდები კი ისევ დათოს? მის თვალწინ, ნელ-ნელა რომ გამჩენოდა ეს ნაოჭები, იქნებ ვერც კი შეემჩნია. ახლა?! იქნებ უკვე სხვა ჰყავს, ჩემზე ახალგაზრდა, ჯანმრთელი და თავმოვლილი. ეჭვები, ეჭვები და შიში. აი, რა დარჩა ჩემი გამოცარიელებული სულისგან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გულწრფელი მადლობა ლუტეცია, წაკითხვისთვის და აზრის გამოთქმისთვის.
ბატონო (ქალბატონო) გაგ.ედო, თქვენ ალბათ შემდგარ მწერალად თვლით თავს, რადგან ასეთი კატეგორიული ტონით იძლევით შენიშვნებს. მადლობის მეტი რა მეთქმის, რომ შემმდგარმა მწერალმა ჩემს გვერდზე შემოხედვა და რჩევის მოცემა ინება. გულწრფელი მადლობა ლუტეცია, წაკითხვისთვის და აზრის გამოთქმისთვის.
ბატონო (ქალბატონო) გაგ.ედო, თქვენ ალბათ შემდგარ მწერალად თვლით თავს, რადგან ასეთი კატეგორიული ტონით იძლევით შენიშვნებს. მადლობის მეტი რა მეთქმის, რომ შემმდგარმა მწერალმა ჩემს გვერდზე შემოხედვა და რჩევის მოცემა ინება.
12. ნამდვილად მძიმე თემაა, კომენტარის გაკეთებაც რთულია ხოლმე ასეთ თემაზე. საბარგულის ამბავზეც მსმენია ნაცნობი ქალებისგან, და აქ აღწერილ მძიმე ყოფაზეც. თუმცა არსებობს მეორე მხარეც, გააჩნია როგორ ოჯახში მოხვდებიან. მსმენია ძალიან საყვარელ, კარგი ხასიათის მოხუც ქალებზე, ქართველი ქალები რომ უვლიან. მსმენია ისეთ კარგ უცხოელებზე, მართლა ოჯახის წევრივით რომ ეჩვევიან ჩვენს ქალებს და "თან ჰყვებიან", ყოველგვარი ბინძური ქვენა გრძნობების გარეშე. მგონია, რომ მხოლოდ ერთი მხარე არ უნდა აღწეროს მწერალმა.
ნამდვილად მძიმე თემაა, კომენტარის გაკეთებაც რთულია ხოლმე ასეთ თემაზე. საბარგულის ამბავზეც მსმენია ნაცნობი ქალებისგან, და აქ აღწერილ მძიმე ყოფაზეც. თუმცა არსებობს მეორე მხარეც, გააჩნია როგორ ოჯახში მოხვდებიან. მსმენია ძალიან საყვარელ, კარგი ხასიათის მოხუც ქალებზე, ქართველი ქალები რომ უვლიან. მსმენია ისეთ კარგ უცხოელებზე, მართლა ოჯახის წევრივით რომ ეჩვევიან ჩვენს ქალებს და "თან ჰყვებიან", ყოველგვარი ბინძური ქვენა გრძნობების გარეშე. მგონია, რომ მხოლოდ ერთი მხარე არ უნდა აღწეროს მწერალმა.
11. ბანალურია. რაც არ იცი იმაზე ნუ დაწერ. ბანალურია. რაც არ იცი იმაზე ნუ დაწერ.
10. გულწრფელად და დაუმახინჯებლად მოტანილი ქალის ტკივილი... კარგი ხარ ავტორო...:-* გულწრფელად და დაუმახინჯებლად მოტანილი ქალის ტკივილი... კარგი ხარ ავტორო...:-*
9. ძალიან მძიმე და რეალური სურათია. ამ რეალობის ნაწერში გადმოტანა კარგად შეძელით, ხოლო მკითხველში რა გრძნობებიც გამოიწვია ეს უკვე ცნობილია თქვენთვის. მომეწონა, თუმცა, თემა იმდენად მძიმეა, ეს სიტყვები ალბათ არც ითქმის. +5 ძალიან მძიმე და რეალური სურათია. ამ რეალობის ნაწერში გადმოტანა კარგად შეძელით, ხოლო მკითხველში რა გრძნობებიც გამოიწვია ეს უკვე ცნობილია თქვენთვის. მომეწონა, თუმცა, თემა იმდენად მძიმეა, ეს სიტყვები ალბათ არც ითქმის. +5
8. მომეწონა!!! წინსვლით!!! გაიხარე შენა!!! მომეწონა!!! წინსვლით!!! გაიხარე შენა!!!
7. მომეწონა. ძალიან რეალურად აღვითქვი. თხრობა კარგად ვითარდება და ის ემოცია, რომელიც ავტორმა ჩაიფიქრა, მკითხველში მოაქვს. მომეწონა. ძალიან რეალურად აღვითქვი. თხრობა კარგად ვითარდება და ის ემოცია, რომელიც ავტორმა ჩაიფიქრა, მკითხველში მოაქვს.
6. დიდი მადლობა, მეგობრებო წაკითხვისთვის და აზრის გამოთქმისთვის.
ნაია, ეს ორი გამოთქმა ("ვიქტიაურე" და "ვენახი დაიცავი") ასე სპეციალურად დავწერე. დედისთვის განსაკუთრებით საყვარელი და დასამახსოვრებელია თავისი მცირეწლოვანი შვილისგან სიტყვების ასეთი უნებური დამახინჯება.
დარწმუნებული ვარ სინამდვილეში იაზე ბევრად რთულია ემიგრანთთა ცხოვრება, ვიდრე ჩემი ფანტაზია გასწვდა. მსმენია, რომ ზოგიერთ ავტობუსს ათი, თორმეტი მგზავრიც გადაუყვანია, საბარგულით.
დიდი მადლობა, მეგობრებო წაკითხვისთვის და აზრის გამოთქმისთვის.
ნაია, ეს ორი გამოთქმა ("ვიქტიაურე" და "ვენახი დაიცავი") ასე სპეციალურად დავწერე. დედისთვის განსაკუთრებით საყვარელი და დასამახსოვრებელია თავისი მცირეწლოვანი შვილისგან სიტყვების ასეთი უნებური დამახინჯება.
დარწმუნებული ვარ სინამდვილეში იაზე ბევრად რთულია ემიგრანთთა ცხოვრება, ვიდრე ჩემი ფანტაზია გასწვდა. მსმენია, რომ ზოგიერთ ავტობუსს ათი, თორმეტი მგზავრიც გადაუყვანია, საბარგულით.
5. ძილში ღალატიც ღალატია? განა სიზმარშიც დამნაშავე ვართ? :)))) ძილში ღალატიც ღალატია? განა სიზმარშიც დამნაშავე ვართ? :))))
4. კარგია, ძალიან კარგია და ნუ იდარდებს შენი პერსონაჟი, დაბრუნდება და ძველი ამბები გაქრება, დაავიწყდება.
არ არსებობს ქალი, რომელსაც თუნდაც ერთხელ სიზმარში არ ეღალატოს ქმრისთვის. ასე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მშვიდობით დაბრუნდეს. კარგია, ძალიან კარგია და ნუ იდარდებს შენი პერსონაჟი, დაბრუნდება და ძველი ამბები გაქრება, დაავიწყდება.
არ არსებობს ქალი, რომელსაც თუნდაც ერთხელ სიზმარში არ ეღალატოს ქმრისთვის. ასე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მშვიდობით დაბრუნდეს.
3. ავტორი: ლელა_მ.მ ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
10 მარტი, 2013 ძალიან სევდიანია,მაგრამ მაინც კარგია....მომეწონა და კიდევაც დამაფიქრა.... ავტორი: ლელა_მ.მ ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
10 მარტი, 2013 ძალიან სევდიანია,მაგრამ მაინც კარგია....მომეწონა და კიდევაც დამაფიქრა....
2. ძალიან მომეწონა. დამასევდიანა. ++ ძალიან მომეწონა. დამასევდიანა. ++
1. ძალიან მძიმე და მტკივნეული თემა. კარგად ყვებით. ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს ყველა საკუთარ სამშობლოში.+++++ ძალიან მძიმე და მტკივნეული თემა. კარგად ყვებით. ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს ყველა საკუთარ სამშობლოში.+++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|