| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 14 მარტი, 2013 |
დიდი ხანი არაა, რაც ჩემ გარშემო უცნაური , პარანორმალური, მოვლენები ხდება. აი, მაგალითად , ჩემ გარშემო მიზიდულობის ძალა გაქრა.... ირგვლივ ყველაფერი მიმოიფანტა და ქაოსურად ყრია.... იმ ყველაფერმა, რაც ჩემ გარშემო ტრიალებდა , მაფიქრებდა, მამოძრავდა , მაოცებდა, მაყვარებდა, მაძულებდა, მიზიდულობის ძალა გაარღვიეს, დაძლიეს, გაწყვიტეს და ადგილი შეიცვალეს დროსა და სივრცეში....დამშორდნენ.... ეტყობა მუხტი დავკარგე, დადებითი მუხტი....მიზიდულობის ძალაც ამიტომ გაქრა....
სამყაროში რამდენი დადებითი მუხტიცაა, იმდენივეა უარყოფითი, რომ წონასწორობა იყოს შენარჩუნებული...მე კი წონასწორობა დავკარგე...ჩემმა პოლუსებმა ურთიერთმიზიდულობა დაძლიეს და გამინაპირდნენ.
ამას კიდევ როგორმე გადავიტანდი, მაგრამ აგერ უკვე ორი წელია, რომ „ისინი“ ჩემთან ერთად ცხოვრობენ (ან მე ვცხოვრობ მათთან). მე მათ ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, მესმის მათი სუნთქვა, უხმაურო და უსაფრთხო. მათი აურა ჩემზეც გადმოდის , მათ სითბოს ჩემი სხეული გრძნობს, ჩემი კანის შრეები...ინფრაწითელ გამოსხივებას, რომელსაც ორი წყვილი თვალი აფრქვევს, რომლებიც გვერდიდან არ მცილდებიან , ქვეცნობიერში მისახლდებიან და სტიმულს მაძლევენ.... მე ამას მხარში დგომას ვეძახი. არა, ისინი სულში დგომას უფრო ახერხებენ. ძილშიც, ცხადშიც, სიზმარშიც კი ჩემთან არიან, ჩემ საწოლში წვებიან, ენერგიით და სიყვარულით მავსებენ....ხანდახან მწვავენ, მაგრამ ეს წვაც მსიამოვნებს. ეს ცეცხლიც, რომელიც ნებისმიერ წვაზე უფრო სასიამოვნოა...
თუ მე ის მუხტი, რომელიც დედამიწასთან მაკავშირებდა, დავკარგე და ეს ორი წყვილი, ინფრაწითელი გამოსხივების მქონე თვალი ყოველდღე მწვავს, მაშასადამე,მე უკვე სხვა სამყაროში და სხვა გამზომილებაში ვარ....ტოპოლოგიურ სივრცეში და მეოთხე განზომილებაში..... უდიდესი ენერგია.... უსასრულო ზეცა.... ბოლოში გვირაბი.... მე დავბრუნდები
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მადლობა ნეფერტატ, ქაოსურობა მხოლოდ პირობითია, თუმცა მე დავბრუნდები...:) მადლობა ნეფერტატ, ქაოსურობა მხოლოდ პირობითია, თუმცა მე დავბრუნდები...:)
15. კარგია ნამდვილად,
თუ ავტორს წმინდა ალეგორია არ აქვს მხედველობაში, ერთი წვნიკი რეკომენდაცია მაქვს: მიზიდულობის ძალა თუ გაქრა, ყველაფერი ქაოსურად ვერ "ეყრება", ალბთ ქაოსურად იფარფატებს სივრცეში. :)
პატივისცემით, კარგია ნამდვილად,
თუ ავტორს წმინდა ალეგორია არ აქვს მხედველობაში, ერთი წვნიკი რეკომენდაცია მაქვს: მიზიდულობის ძალა თუ გაქრა, ყველაფერი ქაოსურად ვერ "ეყრება", ალბთ ქაოსურად იფარფატებს სივრცეში. :)
პატივისცემით,
14. +++++ მე მომწონს თქვენი შემოქმედება,...
+++++ მე მომწონს თქვენი შემოქმედება,...
13. ძალიან ჭკვიანი და კარგი ხართ... მომწონხართ და მომწონს თქვენი შემოქმედება, ღრმააზროვანი... ძალიან ჭკვიანი და კარგი ხართ... მომწონხართ და მომწონს თქვენი შემოქმედება, ღრმააზროვანი...
12. ჩემი დღიური ,როგორ მოსალოდნელია,ჩემ განცდებზეა დამოკიდებული.... ამიტომ თანდათან დავწერ მე დიდ ემოციას ვაყოლებ და რავიცი.. მადლობა კახაბერ ჩემი დღიური ,როგორ მოსალოდნელია,ჩემ განცდებზეა დამოკიდებული.... ამიტომ თანდათან დავწერ მე დიდ ემოციას ვაყოლებ და რავიცი.. მადლობა კახაბერ
11. მე მომწონს და მიყვარს ასეთი რაღაცეები :))) მე4 განზომილება ეგრეა მარი, დანარჩენშიც რა ხდება მეთორმეტეს ჩათვლით თუ დაწერ მაგარი იქნებააა
5+ მე მომწონს და მიყვარს ასეთი რაღაცეები :))) მე4 განზომილება ეგრეა მარი, დანარჩენშიც რა ხდება მეთორმეტეს ჩათვლით თუ დაწერ მაგარი იქნებააა
5+
10. უდიდესი ენერგია.... უსასრულო ზეცა.... ბოლოში გვირაბი.... მე დავბრუნდები
მალე დაბრუნდი! ) ++ უდიდესი ენერგია.... უსასრულო ზეცა.... ბოლოში გვირაბი.... მე დავბრუნდები
მალე დაბრუნდი! ) ++
9. ხშირად მოდი ხოლმე...... ხშირად მოდი ხოლმე......
8. მომწონს აქაურობა :)) მომწონს აქაურობა :))
7. სამყაროს მიღმა....მე ამ სამყაროში გაბნეული ნაწილაკები ვარ.....სამყაროს მიღმა არ ვიცი ,გადმოვალ თუ არაა....მიზიდულობის ძალა დავკარგე და ჯერ მაგას დავეძებ:) სამყაროს მიღმა....მე ამ სამყაროში გაბნეული ნაწილაკები ვარ.....სამყაროს მიღმა არ ვიცი ,გადმოვალ თუ არაა....მიზიდულობის ძალა დავკარგე და ჯერ მაგას დავეძებ:)
6. აბა რა გითხრა მე ხომ სამყაროს მიღმა ვარ... აბა რა გითხრა მე ხომ სამყაროს მიღმა ვარ...
5. ხედვას ვერ დავარქმევ....ამას ყოველდღე ვგრძნობ..მე ხომ დედამიწელი არ ვარ...
(იცით, რომ ოთხგანზომილებიან სივრცეში , შეგიძლია გაიხადო შიგა მაისური, გარეთ შემოცმულის გახდის გარეშე???) ხედვას ვერ დავარქმევ....ამას ყოველდღე ვგრძნობ..მე ხომ დედამიწელი არ ვარ...
(იცით, რომ ოთხგანზომილებიან სივრცეში , შეგიძლია გაიხადო შიგა მაისური, გარეთ შემოცმულის გახდის გარეშე???)
3. საინტერესო ხედვა აქვს ავტორს!5 საინტერესო ხედვა აქვს ავტორს!5
1. სამყაროში რამდენი დადებითი მუხტიცაა,იმდენივეა უარყოფითი, რომ წონასწორობა იყოს შენარჩუნებული
სამყაროში რამდენი დადებითი მუხტიცაა,იმდენივეა უარყოფითი, რომ წონასწორობა იყოს შენარჩუნებული
|
|
მონაცემები არ არის |
|
|