ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2013


ჯონათანს (ტატოს)

შარშანდელი გაზაფხულის უოქროსფრეს საღამოებში,
მე რა ვიცოდი
რომ შენი თვალის ბუდეები, იქნებოდნენ ლულები
საბედისწერო იარაღისა,
რომლიდანაც ადრე თუ გვიან ტყვიას მესროდი.
ტყვიას, რომელიც რახანია შეიხორცა,
გადაიდნო ჩემმა სხეულმა და ვენებში სისხლს შეურია,
და ამის მერე შენს მაძებარ თვალებს და გულს
ვერ ვიმშვიდებდი.
თუმცა პასუხად ამ ტანჯვისა
არასოდეს დაგანებებ სიტყვას
"მიყვარხარ"
და ასჯერ ნათქვამს მეათასედ გაგიმეორებ,
რომ აიშალონ შენი ფიქრები
და ჩიტებივით აგიფართხალდნენ.
შენი სიმართლის ცეცხლზე დამწვარი
ჩემი ფრთების მტანჯველი სუნი
არასოდეს ხსნას არ გაღირსებს!
რადგან მიყვარხარ!
და მანამ ჩემი ღამის ერთადერთ სტუმარს,
თვალნაღვლიან გალეულ მთვარეს ვუამბობდე
ჯოჯოხეთურად რომ მენატრები,
მივყუჩდები.
თვალებს დავხუჭავ
და წარმოვიდგენ:
გრილ ლოყაზე ლოყას გაკრავ და
ამ უძირო გარინდებაში
გეუბნები სიტყვას,
რომელსაც არასოდეს არ დაგანებებ.
შემდეგ ერთად გავიხსენებთ იმ ერთადერთ,
მზისფერ გაზაფხულს, რომელსაც შევრჩით...
მე უშენობის წმინდა სასჯელს უხმოდ ავიტან,
თუმცა შენ კი...
ჩემი დამწვარი ფრთების სუნი
არასოდეს ხსნას არ გაღირსებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს