ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2013


"ბომჟი"

წევს ცივ კიბეზე მოკუნტული, არაყით მთვრალი,
იქვე ნაკბეჩი გდია ვაშლი, პლასტმასის ჭიქა
უჭირავს ხელში, გამოცლილი და როგორც ერთი
გამორჩეული მსახიობი იჭერს პუბლიკას -

ისე ცდილობს, რომ მიიქციოს გამვლელთა მზერა,
რომ როგორც ტაში - მოწყალება ვინმეს დასტყუოს.
წყალობით ცოცხლობს, მაგრამ ღმერთის მაინც არ სჯერა,
ამპარტავანი რად გაიხდის საქმეს სათუოდ?!

შიში აქვს მხოლოდ ერთადერთი - გამოფხიზლების,
და ღამურა რომ ემალება დილის სინათლეს -
ისე გაურბის ეს ბეჩავიც გამოღვიძებას,
რათა პირისპირ არ დაუდგეს მწარე სიმართლეს,

რომ თვითმკვლელია, ვინც ნაბოძებს ღვთისგან - სიცოცხლეს,
თავისთვის ცოცხლობს და არავის არ უნაწილებს!
...
წევს ცივ კიბეზე მოკუნტული, არაყით მთვრალი
და ფხიზელ პოეტს ირონიულ მზერით მაცილებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები