ბაბუ სარკმლის გაღებით ოთახს თვალებს უხელდა, ბებო ცეცხლს აღვივებდა, უსიტყვო და მორჩილი... მე კი მთელი ბავშვობა მხოლოდ ის მაწუხებდა, ხე რომ გვედგა ეზოში, რატომ იყო მოჭრილი?!
მთვარე. როგორც უცხენოდ დარჩენილი ურემი, იდგა უმოძრაოდ და თავის დილას უცდიდა. მწვერვალები მოსჩანდა - ღრუბლის საკვამურები, გარიჟრაჟს რომ ბადებდნენ ცის ზიარი მუცლიდან.
ბებო წლებით ნაგროვებ განცდებს ვეღარ მართავდა, ჰოდა თავსაბურავით თმის სითეთრეს მალავდა, იჯდა წელში მოხრილი, ძაფში სევდას ართავდა, მე კი ბაბუ ბუხრის წინ მიყვებოდა ბალადას.
ერთხელ, როცა ამინდმა წვიმა გამოურია, ღამე იყო, დავნებდი ფიქრებს თვალებ გახელილ... განუწყვეტლივ ყმუოდა, არ გაჩერდა მურია, თუმცა ყეფაზე მეტი ჰქონდა ხმაში ნაღველი.
გამთენიას არავინ არ გააღო სარკმელი, დილა იყო უმზეო, მოღრუბლული, შავი და მე და ბებომ უთქმელად - ან რა იყო სათქმელი, ერთდროულად მივხვდით რომ ჩვენი ბაბუ წავიდა...
ოთახს თვალებს ფანჯრებად აღარავინ უხელდა, იჯდა ბებო შავებში, აწ ქვრივობით მორჩილი. მე კი მთელი ბავშვობა მხოლოდ ის მაწუხებდა, ხე რომ გვედგა ეზოში, რატომ იყო მოჭრილი?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. გმადლობთ.:) გმადლობთ.:)
15. რა თქმა უნდა შეიძლება რა თქმა უნდა შეიძლება
14. დღიურში რომ წავიღო,შეიძლება? :) დღიურში რომ წავიღო,შეიძლება? :)
12. ავტორი: მე_პოეტ_ე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 მარტი, 2013 ავტორი: მე_პოეტ_ე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
21 მარტი, 2013
11. გაიხარე მუხა გაიხარე მუხა
10. ბებო წლებით ნაგროვებ განცდებს ვეღარ მართავდა, ჰოდა თავსაბურავით თმის სითეთრეს მალავდა, იჯდა წელში მოხრილი, ძაფში სევდას ართავდა, მე კი ბაბუ ბუხრის წინ მიყვებოდა ბალადას.
ძალიან, ძალიან მომეწონა. ბებო წლებით ნაგროვებ განცდებს ვეღარ მართავდა, ჰოდა თავსაბურავით თმის სითეთრეს მალავდა, იჯდა წელში მოხრილი, ძაფში სევდას ართავდა, მე კი ბაბუ ბუხრის წინ მიყვებოდა ბალადას.
ძალიან, ძალიან მომეწონა.
9. მთვარე. როგორც უცხენოდ დარჩენილი ურემი, იდგა უმოძრაოდ და თავის დილას უცდიდა. მწვერვალები მოსჩანდა - ღრუბლის საკვამურები, გარიჟრაჟს რომ ბადებდნენ ცის ზიარი მუცლიდან.
მოეწონა არტემიდას:) მთვარე. როგორც უცხენოდ დარჩენილი ურემი, იდგა უმოძრაოდ და თავის დილას უცდიდა. მწვერვალები მოსჩანდა - ღრუბლის საკვამურები, გარიჟრაჟს რომ ბადებდნენ ცის ზიარი მუცლიდან.
მოეწონა არტემიდას:)
8. სევდიანი, ლამაზი ლექსია. სევდიანი, ლამაზი ლექსია.
7. დიდი მადლობა. ჩავასწორე დიდი მადლობა. ჩავასწორე
6. ბრავო, მშენიერია! ალაგ–ალაგ კორექტურას საჭიროებს "ნაგროვებ", "ამინდმა" შეიძლება სხვაგანაც ბრავო, მშენიერია! ალაგ–ალაგ კორექტურას საჭიროებს "ნაგროვებ", "ამინდმა" შეიძლება სხვაგანაც
5. ძალიან ლამაზი ლექსია ++ ძალიან ლამაზი ლექსია ++
4. დიდი მადლობა... ლუ ... დამეკარგე დიდი მადლობა... ლუ ... დამეკარგე
3. მთვარე. როგორც უცხენოდ დარჩენილი ურემი, იდგა უმოძრაოდ და თავის დილას უცდიდა. მთვარე. როგორც უცხენოდ დარჩენილი ურემი, იდგა უმოძრაოდ და თავის დილას უცდიდა.
1. მტკივნეული თემაა.. +5 წარმატებები მტკივნეული თემაა.. +5 წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|